
ვერძი
თებერვლის თვეში მოსალოდნელია საიხლეები გქონდეთ კარიერული და საქმიანი კუთხით, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. ემოციურად ეს თვე დატვირთული იქნება, დაგჭირდებათ შინაგანი ძალის გამოჩენა, რათა გაუმკლავდეთ გარკვეულ სირთულეებს.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ემოციური აფეთქებები, შესაძლოა მცირე კონფლიქტის წინასეც აღმოჩნდეთ. ეცადეთ ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ გარშემომყოფებთან, რადგან ამ თვეში ზოგადად კონფლიქტების ალბათობა დიდია თქვენს ცხოვრებაში.
კურო
კარგი იქნება თუ ამ პერიოდს გამოიყენებთ საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი ნაცობებისა და კავშირების შესაძენად. შესაძლოა თქვნს ცხოვრებაში ცოტა ხნით სიტუაცია ერთ ადგილზე გაჩერდეს, თქვენი გეგემბი დაპაუზდეს მცირე ხნით. ემოციურად ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში და ბევრ სიტუაციასა და საკითხს სულ სხვა თვალით შეხედოთ.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ამ ეტაპზე არ გირჩევთ ზედმეტ აქტურობას, უფრო მეტად საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე კონცენტრირდით და ეცადეთ ეს პერიოდი შინაგანი ბალანსის მისაღწევად გამოიყენოთ.
ტყუპები
ამ თვეში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები, მიიღოთ რაღაც დამსახურებული ნაყოფი თქვენი შრომისა. მოერიდეთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას,ზომიერება დაიცავით ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, დინებას მიყევით. ამ ეტაპზე ბედისწერა თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს. შესაძლოა მოგივიდეთ ახალი იდეები, აუცილებლად გაუზიარეთ ისინი თქვენს ახლობელ ადამიანებს. ზოგადად ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი შემოქმედებითობა და შრომისუნარიანობა. შესაბამისად, გამოიყენეთ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ.
კირჩხიბი
თებერვლის თვეში მოსალოდნელია ემოციების მოზღვავება . შესაძლოა გქონდეთ მცირე პრობლემები ფინანსებთან დაკავშირებით. ამ თვეში მნიშვნელოვანია დრო გაატაროთ ახლობლებთან, შინაურულ გარემოში, სიმყუდროვეში. არ არის სასურველი რაიმე ახლის დაწყება და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა.
პირად ურთიერთობებში ამ ეტაპზე თქვენი მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ორიენტირდით საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე. დაფიქრდით რა გინდათ და რა გჭირდებათ რეალურად. თვის დასაწყისი არ იქნება ხელსაყრელი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ პერიოდში ეცადეთ უბრალოდ სტაბილურობა შეინარჩუნოთ და ცოტა ხნით დინებას მიყვეთ.
ლომი
თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ორიენტირდით მატერიალურ მხარეზე, კარიერასა და ფინასური მდგომარეობის გამაყრებაზე. მოსალოდნელია ამ თვეში გაგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობები, დაამყაროთ ახალი საქმიანი კავშირები და შეიძინოთ ახალი ნაცნობები. შესაძლოა იგრძნოთ მცირე ემოციური გადაღლილობა, მაგრამ ამას არ მისცეთ თქვენზე გავლენის მოხდენის საშუალება. ეცადეთ ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ. შესაძლოა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. მოახდინეთ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზაცია, რადგან ბევრი რამ მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.
ქალწული
ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა გქონდეთ ახალი დასაწყისი, გაიცნოთ ახალი ადამიანები, დაიწყოთ ახალი საქმე. კარგი პერიოდია საქმიანი კავშირების დასამყარებლად, კარიერული წინსვლისთვის, ასევე პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. შესაძლოა მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტიების მიღება. გექნებათ ემოციების მოზღვავება, გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ შეინარჩუნოთ ცივი გონება, დაეყრდენით ლოგიკასა და გამოცდილებას. მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ შესაძლებლობებში
სასწორი
ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი რამ მოხდება. შესაძლოა გქონდეთ სტრესული სიტუაციები და შინაგანად მძიმედ იგრძნოთ თავი. აკონტროლეთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა, გადაღლასა და ემოციურ არასტაბილურობას იგრძნობთ. მოგიწევთ ჩვეულებრივზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება. არ შეგეშინდეთ სიახლეებისა და ნაბიჯის წინ გადადგმის. გამოიყენეთ თქვენი შინაგანი ძალა და უნარების, ასე თქვენ საშუალება მოგეცემათ გავლენა მოახდინოთ მიმდინარე სიტუაციაზე და მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა თქვენს ცხოვრებაში.
მორიელი
თებერვალში მოსალოდნელია, რომ ადრე გაჩერებული და დაპაუზებული საქმეები დაიძრას. თქვენს ცხორებაში ბევრი რამ შეიცვლება. გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელებიც გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში, თუმცა არ მიიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად, პირიქით კარგად დაფიქრდით გაანალიზეთი სიტუაცია და ისე გადადგით ნაბიჯი. ეცადეთ დაიცვათ ბალანსი საკუთარ თავში. სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან ურთიერთობისას. ზოგადად ამ ეტაპზე არ არის სასურველი ურთიერთობებში ზედმეტი აქტიურობა, უმჯობესია თუ კონცენტრირდებით საქმეზე.
მშვილდოსანი
ამ თვეში ენერგიის მოზღვავებაა მოსალოდნელი, ეცადეთ ამ ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ და რაიმე სასარგებლოში გამოიყენოთ. არა არის სასურველი რაიმე ახლის დაწყება ან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ფინანსურად ეს პერიოდი სტაბილური იქნება, ამ კუთხით რაიმე სერიოზული ცვლილება არ არის მოსალოდნელი ზოგადად თებერვლის თვეში ნაკლებად ელოდეთ რაიმე ცვლილებებს. ეცადეთ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე შინარჩუნოთ სტაბილურობა და ბალანსი.
თხის რქა
ამ პერიოდში შესაძლოა შინაგანი ტრანსფორმაცია განიცადოთ, ბევრ საკითხს სხვანაირად შეხედავთ. კარგი დროა თვითჩაღრმავებისთვის, საქმეების დასაგეგმად. თავისუფლად შეგიძლიათ თქვენში არსებული იდეები და გეგმები რომლებიც გაქვთ გარეთ გამოიტანოთ. თებერვალში მოიმატებს თქვენში არსებული ენერგია და მეტად შესამჩნევი და მიმზიდვეული გახდებით. გამოიყენეთ ეს დრო ნაყოფიერად. თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მოსალოდნელია ისეთი ცვლილებების დასაწყისი, რომელიც თქვენს მომავალზე დიდი გვალენას იქონიებს. იყავით, ნებისმიერ საკითხში, მეტად დაკვირვებული და ყურადღებიანი.
მერწყული
კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად. თებერვალში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება მოგეცემათ, გამოიყენეთ ეს დრო ნაყოფიერად. ემოციურად მოსალოდნელია იგრძნოთ გადაღლილობა, სისუსტე და ნეგატიურმა გრძნობებმაც მოიმატოს, ეცადეთ აკონტროლოთ და არ აყვეთ მათ.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები, არ შეგეშინდეთ ცვლილებების, პირიქით იყავით თავდაჯერებული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
თევზები
მოსალოდნელია სიახლეები პირად ცხოვრებაში, ზოგადად კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანი შეხვედრებისთვის. მეტი დრო გაატარეთ თქვენს ახლობელ ადამიანებთანაც და ოჯახის წევრებთან. თქვენთვის საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში , ეცადეთ გამოიყენოთ ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად. ასევე კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, გამოიჩინეთ სიმტკიცე და ნებისყოფა. ნუ დაკარგავთ დროს! შრომა და ენერგია, რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში ძალიან მალე, ძალია კარგ შედეგს გამოიღებს.
მოამზადა: Fey