
ვერძი
აპრილის თვეში შესაძლოა მოგიწიოთ მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ეს დაკავშირებული იქნება სირთულეებთან და გადაღლილობასთან, მაგრამ ამასთან ერთად გაგეხსნებათ ახალი შესაძლებლობები, გექნებათ ახალი შემოთავაზება, კარგი პერიოდია ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს ეხება მხოლოდ საქმიან სფეროს. რაც შეეხება ურთიერთობებს, ამ პერიოდში უმჯობესია არ გამოიჩინოთ ზედმეტი აქტიურობა ადამიანებთან ურთიერთობაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში სადაც დაგჭირდებათ მოთმინების გამოჩენა, არ იჩქაროთ, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად.
კურო
ამ თვეში საშუალება მოგეცემათ თქვენი შინაგანი ძალა და პოტენციალი წარმოაჩინოთ, სიტუაციის სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს პერიოდი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. ორიენტირდით მატერიალურ მხარეზე, კარიერასა და ფინასური მდგომარეობის გამაყრებაზე. მოსალოდნელია, რომ გაგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობები, დაამყაროთ ახალი საქმიანი კავშირები. ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, შესაძლოა რომ ტყუილის და ილუზიის მსხვერპლი აღმოჩნდეთ.
ტყუპები
აპრილის თვესი თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც გარკვეული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, არ არის გამორიცხული რომ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. თუმცა სიტუაციის სწორად შეფასებისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. გადაწყვეტილების მიღებისას დაუჯერეთ საკუთარ შინაგან ხმას და ინტუიციას. მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ შესაძლებლობებში.
კირჩხიბი
ამ თვეში მოსალოდნელია ადამიანებთან ურთიერთობისას გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, აღმოჩნდეთ კონფლიქტურ ან გაურკვეევლ სიტუაციაში, ეცადეთ მაქსიმალურად თავი აარიდოთ ყველას და ყველაფერს რაც ენერგიას გართმევთ. ამ ეტაპზე უმჯობესია თუ დროს ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. თავი შეიკავეთ რადიკალური ან სარისკო გადაწყვეტილეებისგან. ამ პერიოდში უმჯობესია თუ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებთ, ახლო მომავალში თავისთავად გაირკვევა ბევრი რამ რაც ამ ეტაპზე ბურუსითაა მოცული.
ლომი
აპრილის თვეში მოსალოდნელია აღმოჩნდეთ სიტუაციაში როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხრიდან წინდახედულობის გამოჩენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება, ეს სამომავლოდ იმოქმედებს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. გექნებათ შემოთავაზება, რომელიც ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა შესაძლოა რეალურად არცისე სასარგებლო იყოს თქვნთვის, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე. ფინანსურად ეს პერიოდი სტაბილური იქნება, არ არის მოსალოდნელი რაიმე სერიოზული ცვლილება ამ კუთხით.
ქალწული
აპრილის თვე კარგი იქნება ნებისმიერი სიახლისთვის. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, პირიქით იყავით თავდაჯერებული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ადამიანები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი იქნებიან. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო ახალი ნაცნობების შესაძენად, საქმიანი შეხვედრებისა და კავშირების დასამყარებლად. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მოსალოდნელია ისეთი ცვლილებების დასაწყისი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მომავალში დიდი გვალენას იქონიებს. იყავით მეტად დაკვირვებული და ყურადღებიანი თქვენს გარშემო ყველაფერთან მიმართებაში.
სასწორი
ამ თვეში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, გამოიჩინეთ სიმტკიცე, ნებისყოფა და დრო არ დაკარგოთ. შრომა, რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში ძალიან მალე გამოიღებს კარგ შედეგს. თუმცა თქვენს ცხოვრებაში იქნება სიტუაცია რომელიც გაგიჩენთ ბევრ საფიქრალს. ამან შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე,მნიშვნელოვანია რომ აკონტროლოთ ეს და შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე.
მორიელი
ახალი შესაძლებლობები გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად. ეს ის დროა, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება მოგეცემათ, თუ რამდენად ნაყოფიერად შეძლებთ ამ პერიოდის გამოყენებას დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს სურვილსა და აქტიურობაზე. მოსალოდნელია, რომ აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც საჭირო იქნება თვალი გაუსწოროთ იმას, რაზეც ადრე თავის მოტყუებას ამჯობინებდით და არ აღიარებდით საკუთარ თავთან. შესაძლოა ვიღაც, წარსულიდან, დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩნდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში, ეცადეთ შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავი შეიკაოთ ზღვარგადასული ემოციებისაგან. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ აუცილებელია მართოთ საკუთარი თავი. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ თქვენს ახლობელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან. პირად ურთიერთობებში ამ ეტაპზე თქვენი მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი აქტიურობა, კონცენტრირდით საკუთარ თავზე და საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე.
თხის რქა
ამ თვეში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავის გამოვლენისა და რეალიზაციის. გამოიყენეთ ეს პერიოდი საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი ნაცობებისა და კავშირების შესაძენად. რაც შეეხება ურთიერთობებს შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიქცევს, გონებას გაგიფანტავთ, აგაფორიაქებთ და შესაძლოა ბევრი დრო დაუთმოთ ამაზე ფიქრს. ყურადღებით იყავით საკუთარ ემოციებთან, დააკვირდით და ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, თქვენს სურვილებსა და ემოციურ საჭიროებებს.
მერწყული
ახლა არის ის ეტაპი, როდესაც თავისუფლად შეგიძლიათ გაანხორციელოთ თქვენი იდეები და გეგმები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სამომავლოდ დებდით. სამყარო თქვენს სასრგებლოდ მოქმედებს და თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ ნაბიჯის გადადგმა იმ მიზნისკენ, რომლისკენაც მიდიხართ. კარგი პერიოდია საქმიანი კავშირების დასამყარებლად, კარიერული წინსვლისთვის. ასევე პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მოსალოდნელია ისეთი ცვლილებების დასაწყისი, რომელიც თქვენს მომავალზე დიდი გვალენას იქონიებს.
თევზები
აპრილის თვეში უამრავი სიახლე გელოდებათ ცხოვრების ყველა ასპექტში. მოიმატებს თქვენი შემოქმედებითობა და შრომისუნარიანობა, არ შეგეშინდეთ სიახლეების და ნაბიჯის წინ გადადგმის. ეცადეთ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოსალოდნელია სიახლეები პირად ცხოვრებაშიც, ზოგადად კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად, საქმიანი შეხვედრებისთვის. თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად ნაყოფიერად შეძლებთ დროის გამოყენებას. სიტუაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება.