ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

ხმლების რაინდი – ცოცხების რაინდი

ალტერნატიული სახელი: ახალი მთვარე.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი დგას დანგრეულ ტაძარში და ემზადება ჯადოსნური რიტუალის შესასრულებლად. ბნელ ცაზე პატარა ვარსკვლავები ანათებენ. მათ იციან, რომ მალე ახალი მთვარე გამოჩნდება და გარშემო ყველაფერს თავისი შუქით გაანათებს. ჯადოქარი კვერთხს აქნევით ანთებს სანთლებს და იწყებს რიტუალს.
საკვანძო სიტყვები:
ენერგიული პიროვნება. წინააღმდეგობა. გამბედაობა. თავშეკავებულობა. გამოცდილება. გადამოწმება.
სიმბოლიზმი:
ახალი მთვარე – მშვიდობისა და სიმშვიდის დროა. აჩქარება არ არის საჭირო, შეგიძლიათ დაისვენოთ და მშვიდად იფიქროთ თქვენს მომავალზე, წარსულის შეცდომების გათვალისწინებით.
პროგნოზი:
არკანი გთავაზობთ როგორც შინაგანი მდგომარეობის შეფასებას ასევე შესრულებული სამუშაოსი. კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, თუ გსურთ რაიმეს შეცვლა? რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? არკანი გვთავაზობს თავისუფალი დროის გამოყენებას თვითგანვითარებისთვის, შინაგანი შიშებისა და კომპლექსების გასანადგურებლად.

მოამზადა: Onlinetarot.ge