ხმლების ექვსიანი – ცოცხების ექვსიანი

ალტერნატიული სახელი: ხიდი.
არკანის აღწერა:
ახალგაზრდა ჯადოქარი გადადის ხიდზე და თან მხიარულ სიმღერას მღერის. მას მხარზე უზარმაზარი ცოცხი აქვს გადადებული. ჯადოქარს უხარია სიცოცხლე და მშვენიერი მზიანი დღე. ჩიტები დაფრინავენ მის თავზე და ეპატიჟებიან მათთნ ერთად საფრენად.
საკვანძო სიტყვები:
ახალი მოვლენები. განვითარება. ცვლილება. განთავისუფლება აღმოჩენა. მოგზაურობა.
სიმბოლიზმი:
ხიდი – ცხოვრების ერთი პერიოდიდან მეორეზე გადასვლას განასახიერებს. ხიდი ძლიერი და განიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასვლა ბუნებრივი და უმტკივნეულო იქნება.
ჯადოქრების ტანსაცმელი – სიმბოლოა იმისა, რომ ჯადოქარი აკეთებს იმას, რაც უყვარს და თანდათან ვითარდება.
ნათელი დღე – კარგი განწყობის სიმბოლოა.
ჩიტები – სასიცოცხლო შესაძლებლობებია.
პროგნოზი:
შენი მომავალი ისეთივე ნათელია, როგორც არკანზე ცა. მხიარული მოვლენები, სიტუაციების ეტაპობრივი განვითარება და ახალი შესაძლებლობები გელით. თქვენ არ გჭირდებათ არაფრის შეცვლა ან რაიმეზე ფიქრი. უბრალოდ იცხოვრე, ისიამოვნე ცხოვრებით და იარეთ თქვენს გზაზე.
მოამზადა: Onlinetarot.ge