წყლის ცხრიანი – მანარას ტაროს კარტი
წყლის ცხრიანი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: იუპიტერი თევზებში.
ნუმეროლოგია: 9.
საკვანძო სიტყვები:
სიახლე. დადებითი ცვლილებები. კმაყოფილება. გახსნილობა. თავისუფლება.
ზოგადი დახასიათება:
წყლის ცხრიანი მიუთითებს ბოლოდროინდელ ცვლილებებზე, რაც მოხდა ადამიანის ცხოვრებაში. ის ხელსაყრელია მაშინაც კი, თუ რაღაც დასრულდა (მაგალითად, ურთიერთობა) რადგან მას უფრო მეტი პრობლემა მოჰქონდა, ვიდრე სასიამოვნო ემოციები. ახლა ადამიანი მზად არის – რაღაც ახლისთვის, აქვს კმაყოფილების გრძნობა და ტკბება თავისუფლებით. ზოგჯერ თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ბორკილების მოხსნა და ახალი ცხოვრების დაწყება.
პირდაპირ:
ცვლილებები უკეთესობისკენ. ცუდი წარსულს ჩაბარდა, ახლა ყველა გზა ღიაა ადამიანისთვის და ის თავად ირჩევს თავის ბედს. ეს გრძნობა ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს.
ამოტრიალებული:
ადამიანი სრულიად მოუმზადებელია ცვლილებებისთვის, უფრო მეტიც – მისი ეშინია კიდეც. აფასებს სტაბილურობას, თუნდაც ის ცუდ მდგომარეობაში იყოს. სიახლის შიში ხელს უშლის მას პირველი ნაბიჯის გადადგმაში. მაშინაც კი, თუ მის წინაშე რეალური პერსპექტივები გაიხსნება, ის არ გამოიყენებს ამ შანსს და ძალიან დიდხანს იდგება გზაჯვარედინზე.
დეტალური აღწერა:
არჩევანის თავისუფლება, სხვა ადამიანების აზრზე ნაკლები დამოკიდებულება. კმაყოფილება ყველაფერში. გახსნილობა სამყაროსადმი და სიახლის მიმართ.
გრძნობები და ურთიერთობები:
ურთიერთობა შეიძლება დახასიათეს როგორც სამოქალაქო ქორწინება. ადამიანებს არ აქვთ სერიოზული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ და ეს მათ საერთოდ არ აწუხებთ. შეიძლება ერთად არ იცხოვრონ. არაფერი მატერიალური მათ არ აკავშირებთ, მხოლოდ გრძნობები და მეტი არაფერი. ერთის მხრივ, ეს კარგია, მეორეს მხრივ, ასეთი გაერთიანებები ყოველთვის არ არის სანდო, რადგან როცა არ არის ვალდებულებები, ნებისმიერ დროს შეგიძლია შეწყვიტო ურთიერთობა.
ასევე, ეს არკანი ხშირად მიუთითებს, რომ გრძნობების გამოხატვაში არ არსებობს აკრძალვები და შეზღუდვები, არის მხოლოდ სრული თავისუფლება. ადამიანი იმას ააკეთებს, რაც სურს და არავის აქვს უფლება რაიმე უთხრას.
ფიზიკური მდგომარეობა:
შვების და თავისუფლების ძლიერი განცდა.
რეკომენდაცია:
რაღაცეებისგან გათავისუფლების პროცესში ეცადეთ, რომ არ დაკარგოთ ის რაც რეალურად მნიშვნელოვანია. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებას. გამოიყენეთ შთაგონება და შეეცადეთ განახორციელოთ ყველა იდეა.
გაფრთხილება:
როდესაც რაღაცას უშვებთ, ეცადეთ არ დაკარგოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ადამიანები წვავენ ძალიან მნიშვნელოვან ხიდებს, რომელთა აღდგენა შეუძლებელია.
არკანის დადებითი მხარე:
ეს არკანი საუბრობს ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისსა და ცვლილებებზე. ადამიანმა კარგად იცის და აღიარებს, რომ წარსული უკვე წასულია, მასში დაბრუნება არ არის და საჭიროა წინსვლა. ის მზადაა ბედის ნებისმიერი საჩუქრისთვის, თუნდაც ისინი არც თუ ისე სასიამოვნო იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი – ცვლილებაა.
არკანის უარყოფითი მხარე:
მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. ძლიერი განცდა ხელს უშლის სიტუაციის ლოგიკურად და სწორად შეფასებას – სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება უარესობისკენ იქნება.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
სიახლეები ცხოვრებაში ძალიან სწრაფად არ მოვა, თუმცა დიდი ხნით გაგრძელდება. ცხოვრების დადგენილი კურსი სამუდამოდ შეიცვლება, რადგან ახალიც კი სიახლეს მოითხოვს. შესაძლოა ახალი იყოს გრძნობები, აზრები, მოქმედებები, რწმენა..
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
სიახლე ვერ ნახავს ადამიანის ცხოვრებაში ადგილს და გაქრება. მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანი ინანებს, რომ ხელიდან გაუშვა კარგი შესაძლებლობა – თუმცა უკვე გვიანი იქნება.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge