წყლის შვიდიანი – მანარას ტაროს კარტი
წყლის შვიდიანი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა:ვენერა მორიელში.
ნუმეროლოგია: 7.
საკვანძო სიტყვები:
ზოგადი დახასიათება:
წყლის შვიდიანი მიუთითებს შიშისა და საფრთხის გრძნობაზე, რომელიც ცხოვრობს ადამიანში. ხშირად ამ გრძნობებს არ აქვს გამოხატული მიზეზები, მაგრამ უბრალოდ აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. აქ შეიძლება ვისაუბროთ ასევე ინტუიციაზე, მაგრამ რაც შეეხება შიშებს ხშირად ძალიან გაზვიადებულია.
პირდაპირ:
ადამიანი გრძნობს საფრთხეს, თუმცა ეს გრძნობა ყოველთვის არ არის რეალობაზე დაფუძნებული. ამის შეგრძნება მას დისკომფორტს უქმნის. ასევე, ეს არკანი მიუთითებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა არკანებიც მიუთითებს ამას.
ამოტრიალებული:
ადამიანი არ გრძნობს შიშს და საერთოდ არ ნერვიულობს იმაზე, რაც მას ემართება. ამის მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს. შესაძლოა ადამიანი უბრალოდ ფატალისტი იყოს და ამიტომ იყოს ყველაფრის მიმართ გულგრილი, ან უბრალოდ რკინის ნებისყოფა აქვს და განვითარებული ლოგიკა – რომლის წყალობითაც იცის, რომ ყველა სიძნელეს გადალახავს.
დეტალური აღწერა:
მოუსვენრობა, ცუდი შეგრძნებები. არის განცდა, რომ მალე მოგიწევთ სახიფათო სიტუაციის წინაშე აღმოჩენა და ეს იწვევს შიშს.
გრძნობები და ურთიერთობები:
ურთიერთობაში ძალიან ბევრი ფიქციაა. პარტნიორები ხედავენ ერთმანეთს არა ისე, როგორც სინამდვილეში არიან, არამედ ისე, როგორც უნდათ რომ დაინახონ. ამის გამო რეალური ადამიანის ნაცვლად, ხშირად ჩნდება გამოგონილი პიროვნება, რომელსაც მის ფანტაზიებში აქვს ყველა საჭირო ღირსება, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენებში.
ფიზიკური მდგომარეობა:
კომპლექსები და ფსიქოლოგიური პრობლემები. ხშირად ამის მიზეზი გარეგნობით უკმაყოფილებაა.
რეკომენდაცია:
ღირს ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზადყოფნა. რეკომენდირებულია ურთიერთობებში სიწმინდის შენარჩუნება.
გაფრთხილება:
შეიძლება იყოს მოულოდნელი საფრთხე. სქესობრივი გზით გადამდები დაავადების რისკი. საფრთხის შესახებ შეიძლება მიუთითებდეს დანარჩენი არკანებიც.
არკანის დადებითი მხარე:
ინტუიცია მუშაობს ადამიანის სასარგებლოდ. ის ვერ შეძლებს საფრთხის თავიდან აცილებას, მაგრამ ეს არკანი საუბრობს, რომ საფრთხის წინაშე კარგად იქნება მომზადებული. ძალიან რთულია ასეთი ადამიანის გაკვირვება.
არკანის უარყოფითი მხარე:
შიში და საფრთხის განცდა შეიძლება გამოწვეული იყოს დესტრუქციული გრძნობებით, რომელიც ხელს უშლის ლოგიკურად აზროვნებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
საჭიროა არა მხოლოდ თავად საფრთხის განსაზღვრა, არამედ მასთან გამკლავების მეთოდებიც. თუ ადამიანი ახერხებს სწორი ქმედებების განხორციელებას, მაშინ საფრთხე შეიძლება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ან მთლიანად აღკვეთილი.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი არ გამოირჩევა წინდახედულობით და ეს არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს დაგეგმილად. საფრთხესთან ბრძოლას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როცა ის აშკარა გახდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ძალიან გვიანი იქნება გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება.
ასევე:
მოამზადა: Onlinetarot.ge