წყლის რაინდი

წყლის რაინდი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: თევზები.
ნუმეროლოგია: არ აქვს.

საკვანძო სიტყვები:

პრობლემები. ჭაობში ყოფნა. უიმედობა. ეგოისტობა. მიჯაჭვა. უპასუხო სიყვარული. ძლიერი სიყვარული. არაპერსპექტიული სიყვარული.

ზოგადი დახასიათება:

წყლის რაინდი მიუთითებს რთულ ემოციურ მდგომარეობაზე, რაც ადამიანს უამრავ პრობლემას უქმნის. სხვისი დახმარების გარეშე მისგან თავის დაღწევა შეიძლება ძალიან რთული იყოს. ზოგჯერ საჭიროა ფსიქოლოგის დახმარებაც.

პირდაპირ:

ურთიერთობაში ახალი ემოციებია საჭირო, რადგან არსებული ზედმეტად უსუსური გახდა. ადამიანი მუდმივად ფიქრობს პარტნიორზე. ზოგიერთ შემთხვევაში, არკანი მიუთითებს უბიწოებაზე და აზრების სიწმინდეზე (თუ საუბარია ნამდვილ რაინდზე).

ამოტრიალებული:

ძალიან არასანდო ადამიანია – რომლის ნდობაც არ შეიძლება. ემოციურად არასტაბილური და მატყუარა, რომელიც ყოველთვის მზადაა მოატყუოს და იმლიქვნელოს. ასეთი პირობნებისთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა სარგებლის მიღება და სხვა ადამიანები საერთოდ არ ადარდებს. ურთიერთობაში, ამობრუნებული ეს არკანი ხშირად საუბრობს უპასუხო სიყვარულზე ან გრძნობებზე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მისაღები სულაც არაა. ასევე მიუთითებს “სექსუალურ გაუკუღმართებაზე”.

დეტალური აღწერა:

უიმედობის განცდა, რომელიც ზოგჯერ ნამდვილ სასოწარკვეთას ქმნის. არის უპასუხო სიყვარული, ან არის საპასუხო გრძნობა, მაგრამ რეალურად ურთიერთობას პერსპექტივა არ აქვს. მეტიც, შეიძლება ეს ურთიერთობა ძალიან საზიანოც კი იყოს, რადგან პარტნიორით გადაჭარბებული გატაცება გაიძულებთ გაწყვიტოთ სხვა კავშირები, დაივიწყოთ მეგობრები, შეაჩეროთ განვითარება.

გრძნობები და ურთიერთობები:

ურთიერთობები ძალიან ბლანტია, შეიძლება იყოს ღრმა გრძნობები, მაგრამ განვითარების გარეშე. ნამდვილი ჭაობი, რომელშიც წინ გადაადგილებისთვის საშუალება არ არის. პირიქით, რაც უფრო დიდხანს დარჩები ამ ურთიერთობაში, მით უფრო ეფლობით.

ფიზიკური მდგომარეობა:

არსებობს სერიოზული ემოციური ან სექსუალური დამოკიდებულება პარტნიორზე. ადამიანმა შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოს ცხოვრება ამის გარეშე.

რეკომენდაცია:

განსხვავებული ურთიერთობები. ხოლო თუ გაშლას სხვა პიროვნებაზე აკეთებთ, მაშინ ეს ნიშნავს რომ საჭიროა ამ გზის გავლა. ეცადეთ იყოთ მომთმენი, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

გაფრთხილება:

უმჯობესია არ შეხვიდეთ ასეთ ჭაობში, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანს შეუძლია თავის გრძნობების კონტროლი. (მთავარია გაიგოთ, როდის არის ეს ნამდვილად საჭირო).

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანს მაინც შეუძლია სიტუაციის შეფასება და ანალიზი, ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, გრძნობები და ემოციები დიდ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ სიტუაცია შორს არის უიმედობისგან. მან უნდა გამოიყენოს ლოგიკა, საღი მსჯელობის უნარი და გამოსავალს უსათუოდ იპოვნის.

არკანის უარყოფითი მხარე:

შეუძლებელია ადამიანს აუხსნა, რომ ის არასწორია. მას უბრალოდ არ სურს გაიგოს ის, რაც ყველასთვის ნათელია. მასთან ურთიერთობა ჭირს, რადგან ემოციების მონა ხდება, ეს კი გონებას ჩრდილავს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უშლის ხელს. დროთა განმავლობაში იზოლაცია შეუძლებელს გახდის მასთან კომუნიკაციას.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ერთადერთი სიტუაციის შესაძლო პოზიტიური განვითარება ამ არკანის, გულისხმობს თვითგადარჩენის ინსტინქტს. თუ ეს მუშაობს, მაშინ ადამიანი მიხვდება, რომ ზედმეტად ჩაეფლო ემოციებისა და გრძნობების სამყაროში და მოშორდა რეალობას.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ურთიერთობებს შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა. ამ ეტაპზე, არკანის მნიშვნელობა ოპტიმისტურია. სერიოზულ ალიანსზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგოთ, დადებითი შედეგის შანსი არსებობს.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge