ისწავლე მანარა

წყლის ორიანი – მანარას ტაროს კარტი

წყლის ორიანი მანარას ტაროს კარტი

წყლის ორიანი

წყლის ორიანი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვენერა კირჩხიბში.
ნუმეროლოგია: 2.

საკვანძო სიტყვები:

გაუგებრობა. ვნება. ისტერიკა. მიჯავა. ზედმეტი ყურადღებით შეწუხება.

ზოგადი დახასიათება:

წყლის ორიანის არკანი ხშირად მიუთითებს გაგების ნაკლებობაზე. ურთიერთობაში შესაძლოა გრძნობების ნაკლებობა იყოს. ერთი პარტნიორი ყველანაირად ცდილობს მიიქციოს მეორის ყურადღება და ეს ყოველთვის არ არის კარგი. ურთიერთობები ხშირად სპექტაკლს ჰგავს, რომელსაც შესაძლოა ცუდი სცენარი ჰქონდეს.

პირდაპირ:

ადამიანს აქვს სხვა ადამიანებით მანიპულირების მოთხოვნილება. ურთიერთობაში უპირატესობას ანიჭებს ლიდერის როლს. წყლის ორიანით ნაჩვენები პიროვნება მიდრეკილია განწყობის ცვალებადობისკენ. ახლა ის მშვიდადაა, მაგრამ ერთ წუთში შეიძლება ისტერიკაში აღმოჩნდეს. მას სურს ნამდვილი გრძნობები, მაგრამ ამავე დროს ის ხშირად კმაყოფილდება მხოლოდ გარეგნული სილამაზით, რომლის უკანაც არაფერია.

ამოტრიალებული:

მიუთითებს სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანზე, რომელიც ამჯობინებს დინებას მიყვეს. ასევე ის ძალიან იშვიათად იღებს საკუთარ თავზე ინიციატივას. არ არის მზად აქტიური ქმედებებისთვის და არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები. ურთიერთობაში ის ასრულებს დაქვემდებარებულის როლს – რაც ხშირად მას უხდება.

დეტალური აღწერა:

წყლის ორიანზე ნათლად ჩანს სიუჟეტი. მამაკაცი ცდილობს გოგონა შეაჩეროს უყურადღებო ნაბიჯისგან გადადგმისგან, გოგონას კი სიტუაციის და პოზიციის შეცვლა სურს. ამ შემთხვევაში, ადამიანი უნდა აღვიქვათ, როგორც ლიდერი, რომელსაც სჯერა და იცის როგორ მოიქცეს საუკეთესოდ.

გრძნობები და ურთიერთობები:

ადამიანს ნამდვილად სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მას აქვს დიდი სურვილი გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც თავად სურს. მეორეს კი აქვს პარტნიორის დაკარგვის შიში, ამიტომ ის შეიძლება დანებდეს. ზოგადად ურთიერთობები თამაშს ჰგავს, არის დიდი ვნება, პროვოკაციები როგორიცაა – „დაამტკიცე რომ მართლა გიყვარვარ თორემ წავალ“. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც იწყებს ასეთ თამაშს ან მონაწილეობს მასში, ნამდვილად სჯერა, რომ ეს ყველაფერი სიმართალეა. ასეთი სახის ურთიერთობის მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია. მათში განსაკუთრებული ლოგიკა არ არის და ბევრი სპონტანური სიტუაციაა. დიდი ალბათობით, წყვილს ბევრი გაკვეთილის გავლა მოუწევს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ერთად და ბედნიერად იყვნენ. ასევე, წყლის ორიანის არკანი შეიძლება მიანიშნებდეს ურთიერთობების განახლების აუცილებლობაზე, ასევე ძველი ურთიერთობის ბორკილებზე, რომლებიც აფერხებენ განვითარებას.

ფიზიკური მდგომარეობა:

სექსუალურ ურთიერთობებში ჰარმონია არ არის. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტემპერამენტის ბრალი.

რეკომენდაცია:

გახსოვდეს, თუ ნაბიჯს გადადგამ, მაშინ უფრო შორს უნდა წახვიდე, სხვა არჩევანი არ არის. ხოლო თუ ნაბიჯი ჯერ არ გადაგიდგავს, მაშინ ალბათ ახლა არის სწორედ ამის დრო, რომ დაიწყო მოძრაობა.

გაფრთხილება:

ნამდვილად მზად ხარ ემოციებისა და გრძნობების მორევში ჩაიძირო, რათა თავისუფლება მისცე შენს სურვილებს? ნამდვილად გსურს ეს თუ უბრალოდ შოუს ნაწილია?

არკანის დადებითი მხარე:

დადებითი ასპექტები მოიცავს კომუნიკაბელურობას და ღიაობას. ადამიანი არ მალავს თავის სურვილებს და გრძნობებს მანამ, სანამ თავად სურს. მაგრამ ნებისმიერ მომენტში მას შეუძლია შეცვალოს თავისი ქცევა. ან უბრალოდ მისი ახირებები და პრეტენზიები ხაზს გადაუსვამს მის ყველა კარგს.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი ზედმეტად არასტაბილურია და ამით ბევრს აწუხებს. მას არ შეუძლია გაიგოს რა სურს სინამდვილეში. ის ერთიდან მეორეზე სწრაფად გადაერთვება, მაგრამ საბოლოოდ ვერასდროს ვერაფერს აღწევს. მხოლოდ იმ მიზნის მიღწევა შეუძლია, რომელიც ჯერ უცნობია.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანს შეეძლება ისწავლოს საკუთარი თავის კონტროლი და შეძლებს თავის თავის გაყვანას სტუაციიდან. მაგრამ ეს ერთ ღამეში არ მოხდება, იქნება ხანგრძლივი პერიოდი, სადაც მეგობრების ან პარტნიორის დახმარება ძალიან დაგეხმარება. მათ უნდა გამოიჩინონ ნამდვილი მოთმინება და დაეხმარონ ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

წყლის ორიანი ასახავს ​​იმას, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ბოლო მეგობრებიც. ისინი უბრალოდ ვერ გაუძლებენ მის უცნაურ და არაპროგნოზირებად ქცევას. მისი სურვილი, დაიცვას თავისი უდანაშაულობა ნებისმიერ სიტუაციაში, გააღიზიანებს ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებსაც კი.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:
შესაძლოა პარტნიორი ხელს უშლიდეს სწავლაში, განვითარებაში, სხვების გაცნობაში. ზღუდავს მას – საკუთარ ვიწრო სამყაროში.

მოამზადა: Onlinetarot.ge