წყლის მსახური

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: არ აქვს.
ნუმეროლოგია: არ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
მეგობრობა. მფარველობა. მხარში დადგომა. ერთგულება. თანაგრძნობა. გაგება. პრობლემების მოგვარება.
ზოგადი დახასიათება:
ეს არკანი ხშირად მიუთითებს ძლიერ მეგობრობაზე, რომელშიც მცირე სიყვარულიცაა. ერთი ადამიანი ხშირად წყვეტს მეორის ყველა პრობლემას, არის მისი მცველი და მფარველი.
პირდაპირ:
მიუთითებს მეგობარზე, რომელიც მზად არის თქვენს გვერდით იყოს და ნებისმიერ ვითარებაში დაგეხმაროთ. ერთგულია და მას ნამდვილად შეიძლება გაანდოთ ნებისმიერი საიდუმლო. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მისი მხრიდან გაგებისა და თანაგრძნობის იმედი გქონდეთ. გარდა ამისა, მას შეუძლია სასარგებლო და გამოსადეგი რჩევების მოცემა.
ამოტრიალებული:
ამოტირალებულ მდგომარეობაში, წყლის მსახურის აკანი აფრთხილებს ან საუბრობს ღალატზე. მეტიც, ადამიანი, რომელიც ნამდვილ მეგობრად ითვლებოდა, აღმოჩნდება რომ ღალატობს. რა თქმა უნდა ამ ფაქტის გაცნობიერება მტკივნეული იქნება. ამიტომ ეცადეთ, ფრთხილად შეარჩიოთ მეგობრები. ურთიერთობაში შეიძლება იყოს თვალთმაქცობა და სიცრუე.
დეტალური აღწერა:
ურთიერთდახმარება, ნამდვილი მეგობრობა და გულწრფელი თანაგრძნობა.
გრძნობები და ურთიერთობები:
ისეთი სახის მეგობრობა, რომელიც შეიძლება მცირე სიყვარულზე იყოს დამყარებული. ადამიანი ყოველთვის მოვა დასახმარებლად, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და პიროვნებას მხარში დაუდგება ნებისმიერ უბედურებაში. ასეთ მეგობარს (ან პარტნიორს) შეგიძლიათ აბსოლუტურად ყველაფერში ენდოთ.
ფიზიკური მდგომარეობა:
აქ წყლის პაჟი ხშირად მიუთითებს სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებზე ან ჯანმრთელობის პრობლემებზე. როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
რეკომენდაცია:
მოგიწევთ სხვისი პრობლემების მოგვარება, ეს თქვენი მისიაა. გარდა ამისა, არკანი ხშირად მიუთითებს ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ პრობლემებზე, რომლის მოგვარებასაც შეიძლება დიდი ძალისხმევა დასჭირდეს თქვენი მხრიდან. მაგრამ ამისათვის მზად უნდა იყოთ, რადგან ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება, არ შეუძლია თქვენს გარდა სხვისი იმედი ჰქონდეს.
გაფრთხილება:
გახსოვდეთ, ყველას არ სჭირდება დახმარება. ზოგი უღირსია, ზოგის გადარჩენა კი შეუძლებელი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, საჭიროა თუ არა გამუდმებით ვიღაცის წყლიდან ამოყვანა? რადგან ხშირად ისინი ვინც ამოგყავთ ისევ უკან გადახტებიან.
არკანის დადებითი მხარე:
ღირს იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ზოგჯერ ბედი გვიგზავნის ჩვენ და ჩვენს მეგობრებს რთულ სიტუაციებს, რომელშიც საყვარელი ადამიანების დახმარებაა საჭირო. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ მიიღოთ და დაეხმაროთ.
არკანის უარყოფითი მხარე:
როდესაც არსებობს პრობლემების ან მათი ნაწილის სხვა ადამიანის ზურგზე აკიდების შესაძლებლობა, ეს შეიძლება ძალიან დამამშვიდებელი და კარგი იყოს. მაგრამ ადამიანს არ ეცოდინება როგორ გადაჭრას ყველაზე უმნიშვნელო პრობლემებიც კი.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
დროებით შესვენების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ სიტუაცია და იფიქროთ შემდგომ ქმედებებზე. არ არის საჭირო აჩქარება, რადგან სწორი გადაწყვეტილებები კარგი მომავალის გარანტია.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი, ვისი დახმარების იმედიც გქონდა, მიგატოვებს ყველაზე რთულ მომენტში. მაგრამ იმედგაცრუების დრო არ არის, თქვენ უნდა იმოქმედოთ თქვენი ძალებით. შენი საქმეები თავისით არ მოგვარდება.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge