წყლის ექვსიანი – მანარას ტაროს კარტი
წყლის ექვსიანი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მზე მორიელში.
ნუმეროლოგია: 6.
საკვანძო სიტყვები:
ახალი გრძნობები. ინტერესი. თანაგრძნობა. წინდახედულობა. შთაბეჭდილების მოხდენა. დდაკვირვება.
ზოგადი დახასიათება:
წყლის ექვსიანის არკანი საუბრობს ახალშობილ გრძნობებზე, რომლებიც ძლიერ ინტერესს იწვევს. ადამიანი ნებით იქცევა არასტანდარტულად და ცდილობს საუკეთესო მხარე წარმოაჩინოს. მისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაგრამ ის არასოდეს სცდება ნებადართულ ზღვარს.
პირდაპირ:
ადამიან თანაგრძნობას და ინტერესს იჩენს. მას შეუძლია იმოქმედოს, მაგრამ იჩენს წინდახედულობას – რადგან მას სჭირდება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა.
ამოტრიალებული:
გულგრილობა მეორე ადამიანის მიმართ. მას არ აინტერესებს როგორ ექცევიან, ის უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს სხვებს. არ არსებობს ურთიერთგაგება.
დეტალური აღწერა:
სერიოზული ფიქრი იმაზე, თუ რამდენად სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს პარტნიორი. არის ორმხრივი ინტერესი, მაგრამ ამავე დროს არის პოტენციური სარგებლის აწონ-დაწონვა. ეს საუბრობს გრძნობებსა და რაციონალურ მიდგომას შორის ბრძოლაზე. ამ ბრძოლას შეიძლება არ ჰყავდეს გამარჯვებული, მაგრამ შედეგად კომპრომისი იქნება.
გრძნობები და ურთიერთობები:
არის ცნობისმოყვარეობა, შეუცნობელის მიმართ. პარტნიორის მიერ შეფასება და თვალთვალი. მაგრამ თუ ხანგრძლივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, მაშინ პარტნიორები ერთმანეთზე რაღაც ახალს სწავლობენ. ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო აღმოჩენები, რომლებიც ურთიერთობას ახალ სიცოცხლესა და ნათელ ფერებს მისცემს. შესაძლოა მოხდეს პირიქითაც, იმედები გაუცრუვდეს. ამის შესახებ გარშემო მყოფი არკანები უკეთ გეტყვით.
ფიზიკური მდგომარეობა:
ეს არკანი დიდ სექსუალურ პოტენციალზე მიუთითებს. თუმცა, ის მხოლოდ პოტენციალი არ არის, ხშირად განხორციელდება კიდეც.
რეკომენდაცია:
თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი სექსუალური პოტენციალის რეალიზება, თავისუფლება მიეცით შინაგან სურვილებს, თუნდაც ყველაზე ფარულს. მაგრამ ამავე დროს, თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, რომ ზედმეტად არ გაიტაცოთ.
გაფრთხილება:
ზედმეტად აქტიურად არ იმოქმედოთ, თქვენ უნდა გათვალოთ ყველაფერი.
არკანის დადებითი მხარე:
ადამიანს აქვს მახვილი გონება, რომელიც ეხმარება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. თავისი ინტელექტის გამოყენებით, ის იპოვის გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან და მიაღწევს ნებისმიერ მიზანს. ან დაეხმარება სხვებს გამოსავლის პოვნაში.
არკანის უარყოფითი მხარე:
ამ არკანის უარყოფითი მხარე არის ის, რომ ადამიანი ზედმეტად გატაცებულია თავისი მიზნებით. მან დაივიწყა ყველა წესი და კანონი, შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს ისინი. გარდა ამისა, ის ხშირად ხედავს მხოლოდ დადებითს, ხოლო იგნორირებას უკეთებს ცუდს – რაც ასევე შეიძლება საშიში იყოს როგორც მისთვის, ასევე ზოგადად ურთიერთობისთვის.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ადამიანმა მიიღო ის, რაც სურდა. ის, ვისაც ეძებდა, მას დიდი ყურადღება დაუთმო და მიაქცია. ურთიერთობისთვის საძირკვლი უკვე გათხრილია, უახლოეს მომავალში აუცილებელია მყარი საძირკვლის აშენება. ამიტომ, დასვენებამდე ჯერ კიდევ ძალიან ადრეა.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანმა დაკარგა ის, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ზედმეტად ცივი იყო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის სათანადო ყურადღება მიექცია. მის მიმართ ინტერესი სრულიად დაკარგულია და მისი დაბრუნება თითქმის შეუძლებელი იქნება.
ასევე:
მოამზადა: Onlinetarot.ge