ძალა – მანარას ტაროს კარტი
ძალა
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: სასწორი (მე ვაბალანსებ. ჰარმონია.)
ნუმეროლოგია: 2 .
კი/არა: შესაძლოა. საჭიროა თქვენი მხრიდან გარკვეული ძალისხმევა.
საკვანძო სიტყვები:
არაადეკვატურობა. შეუსაბამობა. ძალა, რომელის გამოყენებაც შეუძლებელია. დაბრკოლების გადალახვა. ნება და სურვილი. არასტაბილურობა.
ზოგადი დახასიათება:
არკანი ძალა მიუთითებს ენერგიისა და ძალების არსებობაზე – სხვადასხვა გამოვლინებებში. თუმცა, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია შესაფერისი გამოხატულების პოვნა. ასევე, არკანი მიუთითებს გამბედაობაზე, თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეზე. ის ასევე გვიჩვენებს პარტნიორებს შორის განსხვავებაზე, რაც იწვევს თანასწორობის ნაკლებობას. განსხვავებები შეიძლება იყოს სოციალურ სტატუსში, ტემპერამენტში, ინტელექტში… ასევე მიუთითებს ძლიერ სექსუალურ სურვილზე.
პირდაპირ:
ადამიანში აქვს შინაგანი კონფლიქტი, რადგან მას ძალიან ბევრი ენერგია აქვს, თუმცა არ იცის, სად და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ასევე, არკანი ძალა ხშირად მიუთითებს, იმაზე რომ პარტნიორებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ამიტომ ერთ-ერთი მათგანი იძულებულია დათრგუნოს საკუთარი პოტენციალი. ეს აუცილებელია, რათა მიაღწიოთ ერთ დონეს, მაგრამ რეალურად პიროვნული დეგრადაციაა.
ამოტრიალებული:
ადამიანი ყველა ღონეს ხმარობს მიზნის მისაღწევად. მისი მონდომება და ნებისყოფა საშუალებას მისცემს მიიღოს ის, რაც სურს. პრობლემა არის ის, რომ მას ხშირად შეუძლია შეცდომის დაშვება საკუთარ სურვილებში, ამიტომ შესაძლოა მიიღოს ის, რაც საერთოდ არ სჭირდება და მთელი ენერგია ამას მოახმაროს.
დეტალური აღწერა:
ადამიანს უჭირს ემოციების კონტროლი, ამას დიდი შინაგანი ენერგია სჭირდება. ან უბრალოდ მას აქვს ძალიან დიდი ძალა, რისთვისაც ძნელია იპოვნოს შესაფერისი გამოყენება.
გრძნობები და ურთიერთობები:
ურთიერთობები ადამიანებს შორის ძალიან განსხვავებულია. მათ სურთ ერთად იყვნენ, მაგრამ ხშირად არ ესმით, რომ ეს შეუძლებელია. ურთიერთობის დასაწყისშივე შესაძლოა ყურადღება არ მიაქციონ წვრილმანებს, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ და გადაუჭრელ პრობლემებად გადაიქცევა. ამავდროულად, ძალის არკანი მიუთითებს უზარმაზარი სექსუალური ენერგიის არსებობაზე. თუმცა, მისი გამოყენება იშვიათად არის შესაძლებელი. ვნება შეიძლება იყოს უიმედო, გრძნობებმა კი შეიძლება მოიცვას მთელი სამყარო, თუმცა მხოლოდ პარტნიორი ვერ აღიქვამს და არ აქცევს ამას ყურადღებას.
ფიზიკური მდგომარეობა:
განსხვავებული ტემპერამენტი და შეუთავსებლობა სექსში.
რეკომენდაცია:
ზოგჯერ მოგება არაფრის მომტანია და მნიშვნელოვანი მხოლოდ მონაწილეობის მიღებაა. უთანასწორო კავშირებიც კი შეიძლება იყოს მომგებიანი. მაგალითად, მიიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას.
გაფრთხილება:
დიდი ალბათობით, მიზანი მიუღწეველია და თქვენ უბრალოდ დახარჯავთ ენერგიას. დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თქვენს პარტნიორს და თავი კომფორტულად იგრძნოთ მის გვერდით?
არკანის დადებითი მხარე:
ადამიანს დიდი პოტენციალი აქვს, უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, თორე სხვაგვარად ვერ შეძლებს პოტენციალის რეალიზებას. თუ მას ესმის ეს, მაშინ ადრე თუ გვიან მიაღწევს წარმატებას ყველაფერში, რასაც წამოიწყებს.
არკანის უარყოფითი მხარე:
ადამიანს შეუძლია აირჩიოს ისეთი მიზნები, რომლებსაც ვერასოდეს მიაღწევს. მაგრამ წარუმატებლობა მას ვერაფერს ასწავლის – ის ახალ მსგავს მიზნებს დაისახავს და ამ ყველაფრით ხელიდან გაუშვებს რეალურ შესაძლებლობებს – მიუღწეველის გაუთავებელ დევნაში.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
წარუმატებლობა ადამიანს აძლიერებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ისწავლის და დასკვნას გამოიტანს შეცდომებიდან. ყოველი ფიასკოს შემდეგ ის უფრო ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი გახდება.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი ჯიუტად მიდის იმისკენ, რომ მიზნისკენ მიმავალი მისი შემდეგი კამპანია სრული მარცხით დასრულდება. აქ არკანი ძალა მიუთითებს უძლურებაზე – სიტყვის ყველა მნიშვნელობით.
ასევე:
ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც თავს დახვეწილად თვლის ყველაფერში. საკუთარ თავს წარმოაჩენს ყველა ღირსებითა და სიამაყით. ის უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.
როგორც წესი, ამ ტიპის ადამიანები გაღიზიანებულნი არიან, რადგან გარედან ჩანან, რომ ისინი რეალურად არ არიან ისეთი მაღალი დონის, როგორადაც საკუთარ თავს წარმოაჩენენ.
თუმცა, ის არასდროს რჩება მარტო – ყოველთვის არის ვიღაც, ვისთანაც არის ის ვინც უნდა რომ რეალურად იყოს.
შინაგანი ძალებისა და სურვილების კოლოსალური მარაგი, რომლის რეალიზება შეუძლებელია და შინაგან კონფლიქტს წარმოქმნის.
რეალურ დროში ადამიანს არა მხოლოდ „სურს“, არამედ ყველა ღონეს ხმარობს, რომ მიიღოს ის, რაც სურს. თავდადება და მიწოლა მისასალმებელია, თუმცა თუ ადამიანი მიზანს “ცდება”, მისი ყველა მცდელობა უშედეგო იქნება.
სიტუაცია შეიძლება შეფასდეს როგორც “უპასუხო სიყვარული”, მაგრამ მხოლოდ ერთ ასპექტში. ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შენიშნოს თავისმა რჩეულმა. მაგალითად, შესაძლოა მის რჩეულს უკვე ჰყავდეს შეყვარებული/მეუღლე, თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევს და იბრძვის მისთვის.
შეიძლება ასევე მიუთითებდეს პარტნიორებს შორის დიდ (ასაკობრივ, ვიზუალურ, ინტელექტუალურ, სოციალურ…)განსხვავებაზე. შემდეგ კი ერთ-ერთი პარტნიორი ერგება მეორეს და იძულებულია შეიზღუდოს თავი, დათრგუნოს თავისი პოტენციალი.
მოამზადა: Onlinetarot.ge