ცეცხლის დედოფალი – მანარას განმარტებები
ცეცხლის დედოფალი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვერძი (ენერგია. იმპულსი. აქტიურობა.)
ნუმეროლოგია: არ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
გამოუცდელობა. სექსუალური ენერგიის გაღვიძება. მასტურბაცია. მოწიფულობა. სქესობრივი აქტის მზაობა. ლტოლვა.
ზოგადი დახასიათება:
ცეცხლის დედოფალი ხშირად მიუთითებს გოგონაზე, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს და ის პარტნიორისგან ელოდება ინიციატივას. ის შეძლებს გახდეს ცეცხლოვანი ქალი, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება რამდენიმე გაკვეთილი ვინმესგან, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება. ასევე, არკანი ხშირად მიუთითევს ადამიანზე, რომელშიც იღვიძებს სექსუალობა ან პირველი გამოცდილება ინტიმურ სფეროში.
პირდაპირ:
ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც დიდი ვნება და ენერგია აქვს, მაგრამ მან არ იცის, სად და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება. მან არ იცის რა სურს ცხოვრებისგან, მაგრამ სხვა ადამიანებისგან ელის საკუთარი თავის მიმართ ადეკვატურ დამოკიდებულებას. მისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას გრძნობენ სხვები მის მიმართ.
ამოტრიალებული:
ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ეს არკანი მიუთითებს გამოცდილ ქალზე, რომელსაც შესანიშნავად ესმის, რისი მიღება სურს ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. უფრო მეტიც, მან კარგად იცის როგორ მიაღწიოს მათ, მას აქვს საკმარისი ძალა და ავტორიტეტი. ხანდახან მას შეიძლება ეწოდოს ძუ, რადგან ყველა არ ელის ქალისგან ასეთ ქცევას.
დეტალური აღწერა:
სექსუალურობის გაღვიძებას მხარდაჭერა სჭირდება. ის ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ გასახსნელად დახმარება სჭირდება.
გრძნობები და ურთიერთობები:
პირველი სექსი. ხანდახან ეს არკანი მიუთითებს ქალებს შორის ინტიმურ ურთიერთობებზე. სექსუალურობა იღვიძებს, შესაძლოა არის ვინმე, ვინც გამოუცდელ პარტნიორს სწორი მიმართულებით წარმართავს.
ფიზიკური მდგომარეობა:
პარტნიორისგან ელიც ინიციატივას, ის თავად არ გადადგამს პირველ ნაბიჯს. მასტურბაცია.
რეკომენდაცია:
დროა გაიზარდოთ და ისწავლოთ თქვენი სექსუალობის გამოყენება.
გაფრთხილება:
ღირს ფრთხილად ყოფნა, არ იჩქაროთ სერიოზული გადაწყვეტილებები. რათა მოგვიანებით არ შეგრცხვეთ. მაშინაც კი, თუ სექსუალური ენერგიების მოჭარბება გაქვთ, თქვენ უნდა ისწავლოთ მისი კონტროლი და სწორი მიმართულებით წარმართვა.
არკანის დადებითი მხარე:
ძლიერი სურვილები და ვნება არ არის სისუსტე. ხშირად პირიქით, ისინი არიან მამოძრავებელი ძალა ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იცით, როგორ აკონტროლოთ და მართოთ. მათი სწორად გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს.
არკანის უარყოფითი მხარე:
ვნებამ და სურვილებმა შეიძლება მთლიანად დაიპყროს ადამიანი, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. ეს იწვევს ქმედებებს, რომლებიც ყოველთვის არ არის მიზანმიმართული და სარგებელის მომტანი.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
საბოლოო ჯამში, ეს არკანი გვეუბნება, რომ ადამიანი მიიღებს ყველაფერს, რაც მას სურს. ეს სულაც არ იქნება მარტივი, მაგრამ არც ძალიან რთული. რაც მთავარია, მიზნების მიღწევა საკმაოდ რეალურია.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
კონფლიქტი სხვა ადამიანებთან. ადამიანს არ ესმის თავისი გრძნობების და ვერ აკონტროლებს სურვილებს. რის გამოც შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში თვითონ აღმოჩნდეს ან სხვა ადამიანები ჩააყენოს.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge