მონეტების ტუზი – ლოდების ტუზი

ალტერნატიული სახელი: გათვლა.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ზის ქვის ლოდზე, მას მუხლებზე უდევს ჩიტის საკვებით სავსე ჩანთა. ეს არის ანაზღაურება პატარა დამხმარესთვის, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ძველი ხელნაწერი – საიდუმლო ნიშნებით.
საკვანძო სიტყვები:
კარგი ამბავი. შემოსავალი. კეთილდღეობა. მოგება.
სიმბოლიზმი:
ღია ფერის ქუდი – სიმბოლოა იმ ძალაუფლების, რომელსაც ჯადოქარი ფლობს.
ბუ და უძველესი გრაგნილი – არის შეტყობინების სიმბოლო, რომელიც მოდის ჯადოქართან.
ქვის ლოდი – არის საფუძველი და საყრდენი. ის მიუთითებს, რომ ჯადოქარს კარგი ბაზა აქვს.
პროგნოზი:
კარგი ამბები და მნიშვნელოვანი შეტყობინებები გელით. რომლებიც მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებს, რისთვისაც მოგიწევთ მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე – ყოველთვის შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც გეხმარებათ.
მოამზადა: Onlinetarot.ge