მთვარე

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: გომბეშო.
არკანის აღწერა:
ორი ჯადოქარი ერთმანეთს უყურება, მათ თან ახლავთ ერთგული დამხმარეები – უზარმაზარი ძაღლები. მათ უკან მოჩანს ნაწილობრივ დანგრეული ქვით ნაშენები კოშკები. ტბაში, რომლის სიახლოვესაც ჯადოქრები დგანან, ჩანს ლოტუსის ფოთლები, ერთ-ერთ მათგანზე გომბეშო ზის. ხოლო მის მახლობლად, ულამაზესი ლოტუსი ყვავის – თითქოს ხაზს უსვამს მეზობლის ნაკლოვანებებს.
საკვანძო სიტყვები:
ფანტასტიკა. ილუზიები. მოგონებები. სევდა, სევდიანი ფიქრები. სურვილის ნაკლებობა. ოცნებები.
სიმბოლიზმი:
მთვარის შუქი – არის საიდუმლო სამყარო, რომელიც არ ჩანს მზის სხივების ქვეშ. ის არსებობს ნაცნობ სამყაროში და მზადაა გამოიჩინოს თავი ნებისმიერ შემთხვევაში.
გომბეშო – არის ცვლილებების და გამძლეობის სიმბოლო.
ლოტუსი – აღორძინების სიმბოლოა.
ძაღლები – კარგი მეგობრობის სიმბოლოა, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებიან. მაგრამ მათი აზრები ყოველთვის სადღაც შორს იქნება თქვენგან.
პროგნოზი:
მთვარე მალავს სიმართლეს. ის უხმობს და აჯადოვებს, მისი შუქი სამყაროს დამახინჯებულად აჩვენებს. ის მალავს ყველა მკვეთრ კუთხეს. მთვარის შუქზე ყველაფერი განსხვავებული და უჩვეულოა. გომბეშოც კი მშვენიერი ჩანს – ის გახდება ნამდვილი პრინცესა.
სინათლეს, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ ჩნდება, არ შეიძლება ენდო. სიმართლის დასანახად, გათენებას უნდა დაელოდოთ.

მოამზადა: Onlinetarot.ge