ისწავლე მანარა

მაგი – მანარას ტაროს კარტი

მაგი

მანარა
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მერკური (აზროვნება. ინტელექტი.)
ნუმეროლოგია: 1.
კი/არა: რა თქმა უნდა კი. განსაკუთრებით თუ რაიმეს გაკეთებას ეხება.

საკვანძო სიტყვები:

ინტელექტი. მიზადასახულობა. მუდმივობა. გამომგონებლობა. გონებრივი შესაძლებლობები.

სიუჟეტი:

მოქმედება ხდება ერთგვარი ლაბორატორიის ან სახელოსნოს შიგნით, გისოსებით გარშემორტყმულ გარემოში. ეს ადგილი ექსპერიმენტებისთვის განკუთვლინი რომ არის, ამას გოგონას ჩაცმულობაც მოწმობს, რომელიც თეთრ ხალათს მოგვაგონებს. თუმცა ის ბევრად გამომწვევად გამოიყურება, ვიდრე ტრადიციული ლაბორანტი ქალბატონები. მას თავდაჯერებულად ერთი ხელით უჭირავს ხრახნისი, ხოლო მეორეთი კი გიგანტური, მექანიკური რკინის მხეცის სასქესო ორგანო. მან აშკარად იცის რას აკეთებს. რაც შეეხება რკინის მხეცს ის არც კი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს.

ზოგადი დახასიათება:

მანარას დასტაში მაგის არკანის მთავარი სიუჟეტი ლიდერისა და მონის ურთიერთქმედებაა. ლიდერი და მთავარი მანიპულატორი არის გოგონა, ხოლო ვინც მას ემორჩილება და მანიპულირების საშუალებას აძლევს – რკინის მხეცი. სიტუაცია მარტივია: გოგონა ჭკვიანი და გამოცდილია, აქვს განვითარებული ინტელექტი და კარგად იცის, თუ როგორ მიიღოს ის, რაც სურს. ხოლო მას სურს გააკონტროლოს საკუთარი ცხოვრება და ამისთვის იყენებს გონებას – მატერიის შესაცვლელად. ექსპერიმენტის ობიექტი მთლიანად ენდობა თავის შემქმნელს (შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს გადასცემს იმას – ვინც იზრუნებს მასზე) და მიაჩნია, რომ ის აუცილებლად ყველაფერს სწორად გააკეთებს.

როგორც ჩანს, უცნაური წყვილის ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურადაა: თითოეული მათგანი იკავებს იმ ადგილს, რომელიც შეეფერება. მაგრამ თუ ყურადღებას მივაქცევთ ფანჯრებზე არსებულ გისოსებს, დავინახავთ, რომ სახელოსნო ამავდროულად ციხეცაა: ანუ დადგება მომენტი, როდესაც ქმნილება დააღწევს თავს შემქმნელის ხელიდან და დაიწყებს თავის ცხოვრებას. ჩვენ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს: პინოქიო, კალაბოკი, გალათეა, დორიან გრეის პორტრეტი… უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ამბავს მომავალში აუცილებლად ექნება გაგრძელება, რასაც ჩვენი შემოქმედი ქალბატონი ვერც კი იეჭვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანარას არკანებზე პერსონაჟებს შეუძლიათ ადგილები გაცვალონ და ქალი სულაც არ იქნება მაგის – მანიპულატორის როლში. შესაძლოა ის აღმოჩნდეს იმ როლში, ვინც მისდევს მანიპულატორის მითითებებს.

ფსიქოლოგიური მდგომარეობა:

არკანზე ჩვენ ვხედავთ ორ პერსონაჟს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი განვიხილოთ.
ქალი მიუთითებს მოწიფულ, გამოცდილ, ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანზე, რომელსაც სურს ააშენოს სამყარო საკუთარი შაბლონების მიხედვით. სურს ირგვლივ მყოფების დამორჩილება და ინიციატივის საკუთარ ხელში აღება… ერთი სიტყვით, ნებისმიერ სიტუაციაში მთავარსარდლობა სურს. როგორც წესი, სხვის აზრი არ აინტერესებს: ის აკეთებს იმას, რასაც მიზანშეწონილად თვლის. ფსიქოლოგიური მდგომარეობა: – კონტროლის, მართვის, დამორჩილების და ხელმძღვანელობის სურვილი, ზოგჯერ – კვლევების ინტერესიც.

რკინის მხეცი ამოძრავებს პიროვნებას, იგი მზადა არის ამ მომენტში დამორჩილებისთვის, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, შეუძლია ომის წამოწყება იმის წინააღმდეგ, ვინც მისით მანიპულირებს. მართალია სულელის არკანშიც მანიპულირება ხდება, თუმცა მსხვერპლი მხოლოდ გულუბრყვილო ხის თოჯინაა, რომელსაც არ აქვს საკუთარი ნება. მაგის არკანზე კი ჩვენ ვხედავთ ფუნდამენტურად განსხვავებულ სიტუაციას: ადამიანი თავის თავს უფლებას აძლევს რომ მართონ, მაგრამ ამავე დროს მას აქვს უზარმაზარი შინაგანი ძალა და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, განთავისუფლდეს და გადალახოს ყოველგვარი დაბრკოლება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა – დამორჩილებისკენ ლტოლვაა.

ურთიერთობის მახასიათებლები:

ამ არკანის ურთიერთობაში ჩვეულებრივ თამაშობენ იმ სცენარის მიხედვით, რომელიც ზევით არის აღწერილი: ერთი ადამიანი ხელმძღვანელის პოზიციაშია, იღებს გადაწყვეტილებებს და მანიპულირებს, მეორე კი მას ემორჩილება. მართალია, ეს არათანაბარი კავშირია, მაგრამ ჯერჯერობით ორივე პარტნიორი ყველაფრით კმაყოფილია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდეს.

არკანზე აღწერილი გრძნობები:

ამ არკანაში ემოციები არ არის – აქ გრძნობებს მხოლოდ გონება აკონტროლებს. წყვილიდან ერთ-ერთი მეორეს არასრულყოფილად მიიჩნევს და თვლის, რომ „გაუმჯობესებას საჭიროებს“. ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს მის „გამოსწორებას“ და მისგან სხვა პიროვნების „გამოძერწვას“. მეორე თანახმაა სრულად დაემორჩილოს, აღიარებს პარტნიორის ლიდერობას და ავტორიტეტს – თუმცა, მხოლოდ ამ მომენტში.

სექსუალური ასპექტი:

ამ არკანის თქმით, სექსუალური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს ჩვეულებრივ კარგავს. მაგრამ ყველაზე ხშირად ერთ-ერთი მათგანი ხდება ინიციატორი – მეორე კი მორჩილად ეთანხმება და ერთვება თამაშში. სხვა სიტუაციაში კი ქალის როლის შემსრულებელი აშკარად ლიდერობს საწოლში: ის არ ითხოვს და არც სთავაზობს რაიმეს, უბრალოდ უბრალოდ იღებს და აკეთებს, რადგან თვლის, რომ ეს აუცილებელია. არკანის სემანტიკური ველი შეიძლება მოიცავდეს ვნებას, თეორიით გატაცებას – სერიიდან “მე წავიკითხე კამა სუტრა – და მინდოდა მეცადა”, მაგრამ ვერ გავაცნობიერე, მოეწონებოდა თუ არა ეს იდეა პარტნიორს.

ასტროლოგოური შესაბამისობა:

ასტროლოგიის მიხედვით, მაგის არკანი შეესაბამება პლანეტა მერკურს, რომელიც ასოცირდება აზროვნებასთან, ინტელექტუალურ განვითარებასთან და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნართან. უარყოფითი მხარე კი არის თაღლითობის, მოტყუების და მანიპულირების ტენდენცია. გაიხსენეთ კლასიკური ტაროს არკანი მაგი, რომელსაც ბევრი რამ აქვს საერთო მანარას არკანთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უარყოფით მხარეს ეხება.

არკანის რჩევა და გაფრთხილება:

კლიენტისთვის, რომელიც ქალის როლში აღმოჩნდება:
რჩევა: იმოქმედე მტკიცედ, დაიჭირე “ხარი რქებით”.
გაფრთხილება: თქვენი ქმედებებით რისკავთ პარტნიორის შიგნით არსებული “მხეცის” გაღვიძებას.

ხოლო ადამიანისთვის, რომელიც მონსტრის პოზიციაში აღმოჩნდა:
რჩევა: ენდეთ საყვარელ ადამიანს, რადგან მან უკეთ იცის.
გაფრთხილება: საშიშია “პლასტელინის არასწორ ხელში” ყოფნა.

მაგი – ტაროს კარტ მანარაში:

მაგი ჩვეულებრივ მიუთითებს ადამიანში ნებისყოფის არსებობაზე. მას ასევე აქვს მიზანდასახულობის განსაკუთრებული გრძნობა და მზად არის ნებისმიერი მოქმედებისთვის – რომელიც დაეხმარება მას მიზნის მიღწევაში. თუმცა, აქ სერიოზული საფრთხეა, რადგან მიზნების მიღწევის სასტიკი სურვილით, ასეთი ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ მასთან სიახლოვემ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანებს. მაგის ქმედებები შეიძლება იყოს დამანგრეველი.

პირდაპირ:

ჯიუტი ადამიანი, რომელიც მზად არის ყველაფრისთვის თავისი მიზნის მისაღწევად. მის უზარმაზარ ნებისყოფას შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი დაბრკოლება მის გზაზე. (მაგრამ ამაში სერიოზული საფრთხეა). ასეთი ადამიანები ხშირად ხელმძღვანელობენ დევიზით „შენ ვერ შეწვავ კვერცხს, გატეხვის გარეშე.“ მაგრამ უფრო ხშირად ისინი არც კი ხედავენ და ვერც ხვდებიან თავიანთი ქმედებების შედეგებს.

შებრუნებული:

ადამიანის ნებისყოფა სუსტია, ან ინფანტილური და ნაზი. არ აქვს მისწრაფებები, სურვილები, ის სრულიად მოუმზადებელია ყოველგვარი მოქმედებისთვის. მას ცხოვრებიდან მხოლოდ ერთი რამ უნდა: ყველამ თავი დაანებოს და მარტო იცხოვროს.

დეტალური აღწერა:

მიზეზები და ლოგიკა ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ემოციებს, გრძნობებს და ბუნებრივ ინსტინქტებს. ასეთი ბრძოლა არასოდეს არ არის ადვილი და თუ გონება წააგებს, მაშინ ის ემოციები და ინსტინქტები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში დათრგუნული იყო, გათავისუფლდება ნამდვილი ზვავიდან და წალეკავს ყველაფერს თავის გზაზე. და ეს შეიძლება იყოს საშინელი.

გრძნობები და ურთიერთობები:

გონება ბატონობს გრძნობებზე, ურთიერთობები თანაბარია. პარტნიორს ხშირად აღიქვამენ როგორც თვითგამოხატვის ობიექტს, მათ შეუძლიათ დაინახონ მისი არასრულყოფილება, მაგრამ სრულიად მშვიდად მიიღონ ეს, რადგან გონებას ესმის, რომ იდიალურები არ არსებობენ და ყოველას აქვს ნაკლი. მეორეს მხრივ, მაგის არკანზე ნათქვამია, რომ შეიძლება იყოს პარტნიორის აღიარება-ლიდერის მიერ, რომელიც ყველაფერში აღმატებულია. შედეგად – სრული დამორჩილება და დამოუკიდებლობის დაკარგვა.

ფიზიკური მდგომარეობა:

ერთ-ერთ პარტნიორს აქვს მიდრეკილება იყოს მკაფიო ლიდერი, ხოლო მეორე მზადაა დაემორჩილოს. ასეთი ალიანსი არ შეიძლება იყოს თანაბარი, მაგრამ ხშირად ეს მდგომარეობა ორივე მხარეს სჭირდება.

რეკომენდაცია:

ღირს სიტუაციის საკუთარ ხელში აღება. გადამწყვეტილად და შიშის გარეშე მოქმედება. ზღვის პირას ამინდს არ უნდა დაელოდოთ, სიტუაცია საკუთარ ხელში თავად უნდა აიღოთ. ან უნდა ენდოთ თქვენს პარტნიორს, რადგან ის საბოლოოდ ყველაფერს სწორად გადაწყვეტს. ეს დამოკიდებულია ურთიერთობაში თქვენს პოზიციაზე .

გაფრთხილება:

საუკეთესო განზრახვის შემთხვევაშიც კი, ამან შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. ზოგჯერ თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი ზეწოლა თქვენს პარტნიორზე, მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ სრული ნდობა თქვენი ქმედებების სისწორეში. სხვა შემთხვევაში, თქვენ სრულად არ უნდა დაემორჩილოთ, თქვენ უნდა დარჩეთ საკუთარი თავი. არ გახდეთ მისი მორჩი, და არ გააკეთოთ ის რისი გაკეთებაც მას სურს თქვენგან.

არკანის დადებითი მხარე:

ძლიერი ადამიანი, რომლისთვისაც ნებისმიერი დაბრკოლება მხოლოდ გადალახვის საბაბია. ის ყოველთვის აღწევს თავის მიზნებს, არის ლიდერი და შემოქმედი. მას არ სჭირდება დახმარება და სირთულეები საერთოდ არ აშინებს.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი სცილდება საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოებს და მიდის თავის მიზნებისკენ თავაუღებლად, ამ გზაზე ის არაფერს არ აქცევს ყურადღებას. მისი დარწმუნების/გადარწმუნების მცდელობა, რა თქმა უნდა, მარცხისთვის იქნება განწირული.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რაც უნდა და მიაღწევს თავის მიზნებს. მაგრამ გზის ბოლოს აღმოაჩენს, რომ სრულიად მარტო დარჩა, ყველა ნათესავისა და მეგობრის გარეშე, რომელიც სავალ გზაზე დარჩა. ის მარტო ისიამოვნებს გამარჯვებით.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

გარემოებები დაამარცხებს ადამიანს, ის გააკეთებს მხოლოდ იმას, რაც მას გარემიცვას სურს. ის მშვენივრად აცნობიერებს ყველაფერს, რაც მის თავს ხდება, მაგრამ მისი ნება არ იქნება საკმარისი სერიოზული წინააღმდეგობისთვის.

ინიციატივა:

საქმე ლაპარაკის ნაცვლად. განსაზღვრა. ცნობისმოყვარეობა. კონკრეტულ აზრამდე მისვლის სურვილი. საშიში. ექსპერიმენტი. ინდივიდუალობა. ვცდილობ, საქმე საკუთარ თავზე ავიღო. როდესაც კითხვაში მაგის არკანი ჩნდება, ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცდილობთ მიიღოთ რაიმე სახის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება ურთიერთობაში ან აკონტროლოთ თქვენი გრძნობები. დიდი ალბათობით, გადაწყვიტეთ თქვენი ურთიერთობის გარკვევა. ეს შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ ორივე პარტნიორს აქვს მზადყოფნა. თუ ერთ-ერთი პარტნიორი მაინც ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ურთიერთობაში, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყოს. თქვენი მონდომება დასაფასებელია, მაგრამ გრძნობების სფერო ძალიან მყიფეა, არსებობს ტრავმის მიღების საშიშროება.

სასიყვარულო ურთიერთობა:

ოსტატი და მასალა – ექსპერიმენტი გონების ხელმძღვანელობით. ცნობიერება ცდილობს გააკონტროლოს გრძნობები, მაგრამ ადვილი არ არის ასე შორს წასვლა. რაღაც დროის შემდეგ კი – დიდი ხნის განმავლობაში დათრგუნული ლიბიდო ცეცხლოვანი ლავით გათავისუფლდება, დაამსხვრევს ყველაფერს რაც გზაზე შეხვდება და გადაიქცევა საშიშ ურჩხულად.

არკანის რჩევა:

ბუნებისგან მოწყალებას ნუ დაელოდებით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რა გსურთ და შეგიძლიათ მიიღოთ კიდეც.

მოამზადა: Onlinetarot.ge