მაგი – პრაქტიკული მნიშვნელობა

მაგი რაიდერის ტარო
ტაროს დასტა – Rider Waite



სტიქია: ჰაერი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: – მერკური.
ჩაკრა: ვიშუდჰა (ყელის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 1.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: X – ბედის ბორბალი და XIX – მზე.
ებრაული ასო: ალეფი.
ცხოველი/ფრინველი: მერცხალი. მაიმუნი. იბისი.
არკანის სხვა სახელწოდებები: მაგი. ოსტატი. დიდი მერლინი. ალქიმიკოსი. მკურნალი. შემოქმედი. ილუზიონისტი. ჯადოქარი. ჟონგლიორი. პროფესიონალი. თაღლითი. ავანტიურისტი. მანიპულატორი.

არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:

ახალგაზრდა და ბრძენი თვალების მქონე მამაკაცი მარტო დგას. წითელ სამოსშია გამოწყობილი, რაც მოქმედების სურვილზე მეტყველებს. მისი თეთრი პერანგი კი გამოხატავს აზროვნების სიწმინდეს. ქამრად შემოხვეული გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს არის – ,,ორობურუსი”. რომელიც არის სამყაროსა და ცოდნის უსასრულობის ალქიმიური სიმბოლო, მაგს კი ქამრად ემსახურება. მას იცავს შეძენილი სიბრძნე. ცისკენ აწეულ მარჯვენა ხელში (მამაკაცური ენერგია) უჭირავს კვერთხი, რომელიც ორმაგი სანთლის წვერის მსგავსია – რაც ძალაუფლების სიმბოლოა. მისი მარცხენა ხელი კი (ქალური ენერგია) დედამიწისკენ მიუთითებს. წონასწორობის კანონი: „რაც ზევით, ისე ქვეით“. დედამიწაზე ცხოვრება ასახავს უმაღლეს პრინციპებსა და იდეალებს. მაგის თავის ზემოთ არის უსასრულობის ნიშანი – ცნობიერისა და არაცნობიერის შერწყმა. ლემნისკატი (უსასრულობის სიმბოლო) წარმოადგენს ენერგიის გაცვლას სამყაროებს შორის.

მაგის წინ, ალტარზე, ოთხი საგანია. ეს არის დაბალი არკანების სიმბოლოები, ოთხი სტიქია, რომელიც მის ხელთაა: თასები, კვერთხები, მონეტები და ხმლები.

კვერთხები (ცეცხლი) – ნება, იმპულსი.
პენტაკლები (დედამიწა) – მატერია.
ხმლები (ჰაერი) – გონება.
თასები (წყალი) – ემოციები.

გარშემო ყვავილებია: წითელი ვარდები და თეთრი შროშანები. ვარდი – ქალის სიმბოლოა, ხოლო შროშანი/ლილია – მამაკაცის. მამაკაცურობისა და ქალურობის კომბინაცია. ასევე, შროშანები/ლილიები წარმოადგენს მისი საწყისი ენერგიის სისუფთავესა და სისპეტაკეს. ვარდები კი განასახიერებენ ვნებასა და ექსპანსიას, იმ ძალაუფლების რომელიც მაგს გააჩნია.

საკვანძო სიტყვები:

გავლენა. ნებისყოფა. კონცენტრაცია. ბალანსი. უპირატესობა. შესაძლებლობები. ლოგიკა. კონტროლი. ინტელექტი. უნარი. ფიზიკური ძალა. უნარი. თავდაჯერებული. ვნებიანი. შემოქმედებითი. ჩამოყალიბებული. გამოცდილი. ნიჭიერი. ჭკვიანი. კომუნიკაბელური. მაგი. მოქმედება. სურვილი. შესაძლებლობების გამოყენება. პროფესიონალი. შინაგანი ძალა. ენერგიის მოზღვავება. ყველაფრის ქონა – რაც მიზნის მისაღწევად სჭირდება ადამიანს.

გონების სიცხადე. ცნობისმოყვარეობა. დაკვირვება. თვითშემეცნება. კონცენტრაცია. ცოდნა. Შთაგონება. იდეა. გამომგონებლობა. ორიგინალურობა. ინიციატივა. გეგმები. სამიზნე. ახალგაზრდული თავდაჯერებულობა. რისკების აღების სურვილი. ოპტიმიზმი. ენერგია. მჭევრმეტყველება. საჯარო გამოსვლა/შესრულება. კომუნიკაცია. კარგი კავშირები. დიპლომატია. მოქნილობა. მანიპულირება. ცბიერება. მოქმედება. უნარი. ხელის დახვეწა. ოსტატობა. მოძრაობა. პროგრესი. წარმატებები. თვითრეალიზაცია. იმუშავე შენთვის. გამართლებული რისკი. მომავლის პროგნოზი.

ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:

მანიპულირება. ეგოიზმი. სიხარბე. გამოუყენებელი შესაძლებლობები. არასაიმედოობა. ამაოება. თაღლითობა. შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება. სიძუნწე. ეშმაკობა. ილუზია. სირცხვილი. ნარცისიზმი. მოტყუება. ცუდი გეგმები. დაბალი ნებისყოფა. გაუბედაობა. წუხილი/შფოთვა. გაურკვევლობა. არაკეთილსინდისიერება. სისუსტე. უძლურება. თვითდისციპლინის ნაკლებობა. არაკვალიფიკაციურობა. არაადეკვატურობა. ნდობის/თვითრწმენის ნაკლებობა. გაფანტულობა. მოუთმენელობა. ცუდი დრო/პერიოდი. რესურსების არ ქონა. მოქმედება გეგმმების გარეშე. საქმის გადადება. მომაბეზრებელი. კრიმინალი. ტრაბახა, ამპარტავანი ადამიანი. პიროვნული აშლილობა. ილუზიონისტი. შარლატანი. გაუწონასწორებელი. კომუნიკაციის პრობლემები.

საქმიანობის სფეროები:

კომუმიკაციების მასტერი. მეთოდისტი. პოლიტიკოსი. ექიმი. მაგი. ილუზიონისტი. მარიონეტის ოსტატი. ჟუნგლიორი. მკერავი. მეწაღე. გაყიდვების წარმომადგენელი. მარკეტინგის სპეციალისტი. ოკულტისტი. მეცნიერი. თეორიტიკოსი  მკვლევარი. ლექტორი. მწერალი. ექიმი – ქირურგი. წარმატებული ადვოკატი. ფინანსური კონსულტანტი.

მაგი – ეს არის შესაძლებლობა, გააკეთო ის რაც გინდა. ასევე შეგრძნება, იმის რომ ყველა შესაძლებლობა შენს ხელშია.
ეს არის თავისუფალი ნების გამოხატულება და შესაძლებლობა, რათა კონცენტრირდე იმაზე რაც ხდება.

გაშლაში მაგი ამოსდის ადამიანს – რომელსაც აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი, აქვს მზაობა იმოქმედოს აქ და ახლა და შესწევს უნარი, მიყვეს თავის სიმართლეს ბოლომდე.
ეს არკანი მიუთითებს – დიდ სასიცოცხლო ძალაზე და პოტენციალზე, მათ შორის შემოქმედებითი თვალსაზრისით.
მაგს აქვს უნარი, მტკიცედ და ენერგიულად განახორციელოს თავისი გეგმები პრაქტიკაში. ის არის პროფესიონალიზმის სიმბოლო. აქვს შესაძლებლობა, გახსნას კვანძები, გადალახოს წინაღობები და დაძლიოს გაურკვევლობები.

პროგნოზირებისას:

თუ მაგი ამოვიდა “მზესთან” ერთად – ეს ნიშნავს, პრიფესიონალიზმის სრულ აღიარებას.
ხოლო “კვერთხების ექვსიანთან” კი – დასახული მიზნებისაკენ აქტიურ სვლას ნიშნავს.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:

ასტროლოგიური მნიშვნელობა: მზე – როგორც ძალისა და სითბოს სიმბოლო.
მერკური – როგორც საზრიანობისა და მოქნილობის სიმბოლო.

მაგი – აღნიშნავს გონებას, გონებამახვილობას, ცხოვრების აქტიურ მდგომარეობას. ეს არის პერიოდი, როდესაც რთული პრობლემების წინაშე ვდგებით. საჭიროა გავუძლოთ წინაღობის სახით მოვლენილ გამოცდას. ამასთან, ჩვენში არსებული ცნობიერების სრული სიცხადე და ცხოვრებისეული ალღო გვეხმარება წარმატებით გავუმკლავდეთ მათ. მიუხედავად იმისა, რომ კარტი  მიუთითებს ცნობიერის დიდ პოტენციალზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეცნობიერის ძალები და ინტუიციის შესაძლებლობა ამ დროს უნდა უკუვაგდოთ. პირიქით, თვისებები, რომელზეც მიგვითითებს არკანი მაგი: მზაობა მოქმედებისთვის, წარმატების მიღწევისთვის, სწორედაც რომ ეფუძნება ცნობიერისა და ქვეცნობიერის ჰარმონიულ კავშირს. მხოლოდ და მხოლოდ თვითრწმენის წყალობით, რომელიც წარმოიქმნება ზემოთხსენებული ჰარმონიის შედეგად, ჩვენ მთების გადაადგილებასაც კი შევძლებთ.

მოამზადა: Onlinetarot.ge