ღრუბელი
ლენორმანის დასტა: Lenormand Oracle Cards

კარტის სიმბოლო: ჯვრების დედოფალი.
ზოგადი იმპულსი: ნეგატიური.
ნუმეროლოგია: 6.
პლანეტა: მთვარე.
ზოდიაქო: კირჩხიბი.
დრო: 6 დღე, კვირა ან თვე. მეექვსე დღე. ივნისი. შეფერხებები. გაურკვეველია. დაგეგმის პროცესი.

საკვანძო სიტყვები:
დაბნეულობა. კრიზისი. სევდა. გართულებები. ცუდი ამინდი. დეპრესია. გაურკვევლობა. მოწიფული მამაკაცი ყავისფერი თმით. ინტელექტუალური.  ღრუბლიანი, ცუდი ამინდი. დაბურული გონება.  საიდუმლოებები. გაურკვევლობა. დეზორიენტაცია. გაურკვეველი პოზიცია. ხელმძღვანელობის ან მითითებების ნაკლებობა. დაბნეულობა. გაუგებრობა. თავის მოტყუება. დაუცველობა. გაურკვევლობა. ეჭვები. სასოწარკვეთა. უიმედობა. გულგრილობა. უსაქმურობა. მოწყენილობა. უმიზნობა.

ზოგადი მნიშვნელობა:
მიუთითებს შეშფოთებულ გონებასა და გართულებებზე. ეს ბარათი ხშირად მიუთითებს თქვენს ცხოვრებაში ისეთ სფეროებზე, სადაც არ იცით, რომელ მხარეს წახვიდეთ. როდესაც ღრუბლების ბარათი გამოჩნდება გაშლაში, ის მიგვითითებს საკუთარ თავთან გულწრფელობისა და გამოღვიძების/აზრზე მოსვლის საჭიროებაზე. მიაქციეთ ყურადღება და დააკვირდეთ ყველაფერ იმას – რაშიც არ ხართ დარწმუნებული. ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ღრმა აზრებზე და იყავით ღია ტრანსფორმაციისთვის. როდესაც ამას გააკეთებთ, ღრუბლები გადავა და მზე გამოჩნდება. ეს ბარათი არის შეხსენება, რომ ყველა განცდა და მდგომარეობა დროებითია.

რჩევა:
მოეშვით თავის მოტყუებას. აღიარეთ თქვენი უცოდინრობა ან დაბნეულობა. ითხოვეთ რომ გაგარკვიონ სიტუაციაში და დაგემხარონ. ყველაფერს თავისი დრო აქვს – დაელოდეთ შესაფერის დროს.

კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას ღრუბლებთან:

  • რატომ მინდა ის, რასაც ვაკეთებ?
  • რამდენად შორს წავალ იმის მისაღწევად რაც მინდა?
  • რაც მსურს ის ჩემთვის აკრძალულია?
  • ჩემი სურვილი მაკონტროლებს?

სიყვარული:
სიყვარულის გაშლებში ღრუბლების ბარათის გამოჩენა მიუთითებს პრობლემებზე. თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ თქვენს სასიყვარულო ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს გაურკვევლობა შეიძლება იყოს ვინმეს თხოვნიდან ან ურთიერთობის დასრულებიდან გამომდინარე. შეიძლება თქვენი სასიყვარულო ცხოვრება რთული და შემაშფოთებელი იყოს მანამ, სანამ არ გაერკვევით.

კარიერა:
კარიერის შესახებ გაშლებში ღრუბლები მიუთითებს არასტაბილურობაზე. შენ არ ხარ მშვიდად იმაზე რაც ხდება. გაურკვეველ მდგომარეობაში ხარ და არ იცი რა უნდა გააკეთო. თქვენ არ ხართ დარწმუნებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ხშირად, ეს ბარათი ჩნდება მაშინ, როდესაც ვინმე ფიქრობს ახალ სამსახურზე ან კარიერაზე.

ჯანმრთელობა:
ღრუბლების ბარათი ხშირად მიუთითებს ფსიქიკურ სტრესზე. ის დაკავშირებულია დამოკიდებულებებთან: მოწევასთან, სასმელთან და დეპრესიასთან. როდესაც ფილტვებთან ან სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებია, ღრუბლები ხშირად ჩნდება ჯანმრთელობის გაშლაში.

ღრუბლები, დანარჩენ 35 ბარათთან კომბინაციაში:

ღრუბლები და მხედარი: შეტყობინებას მოაქვს სიცხადე. ფარული შეტყობინება. ცუდი შეტყობინება. დამაბნეველი ამბები.

ღრუბლები და სამყურა: ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მუშაობს. იღბალი. დაბნეულობა. შანსის ხელიდან გაშვება. უიღბლობა.

ღრუბლები და გემი: გაურკვეველი მოგზაურობა. ქარიშხალი ზღვაზე. დაბნეულობა მოგზაურობასთან დაკავშირებით. მოგზაურობა დანიშნულების გარეშე.

ღრუბლები და სახლი: ოჯახური პრობლემები. გაურკვეველი საცხოვრებელი. დაბნეულობა ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ოჯახთან ურთიერთობის ნაკლებობა ქმნის დაბნეულობას.

ღრუბლები და ხე: ნარკომანია. ალკოჰოლიზმი. გონებრივი დისბალანსი. სულიერი და ჯანმრთელობის პრობლემები.

ღრუბლები და გველი: მთავარი პრობლემები და გართულებები. დაბნეულობამ გამოიწვია მანიპულირება.

ღრუბლები და კუბო: პრობლემების მოგვარება. სიცხადე. დასასრული გაურკვეველია. მწუხარება ქმნის დაბნეულობას.

ღრუბლები და თაიგული: მატყუარა სოციალური წრე. დაბნეულობა სოციალურ წრეში. ცრუ მადლიერება.

ღრუბლები და ცელი: დაბნეულობა. ცუდი გადაწყვეტილებები. უეცარი დაბნეულობა.

ღრუბლები და ცოცხი/მათრახი: შეურაცხყოფა. შევიწროება. მუქარა. დაბნეულობა – აგრესიის ან ძალადობის შესახებ. ფარული ძალადობა.

ღრუბლები და ჩიტები: ცილისწამება. გაუგებრობა. არასწორი კომუნიკაცია. ჭორები და წუხილი ქმნის დაბნეულობას.

ღრუბლები და ბავშვი: არასტაბილური ბავშვი. ეჭვები. დაბნეულობა გამოუცდელობისგან.

ღრუბლები და მელია: მოტყუება. მანიპულირება. იყავით ფრთხილად – როდესაც არ გაქვთ სიცხადე.

ღრუბლები და დათვი: ცუდი მენეჯმენტი. ცუდი დიეტა. ფინანსური პრობლემები. ძლევამოსილი დაბნეულობა. დაბნეულობა ლიდერის შესახებ.

ღრუბლები და ვარსკვლავები: ფანტაზია. სიზარმაცე. ცხოვრების აზრის დაკარგვა. სამყაროსადმი ნდობის დაკარგვა. უიმედობა.

ღრუბლები და წერო: გაურკვეველი ცვლილება. სარისკო მოქმედება. დაბნეულობა ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის შესახებ.

ღრუბლები და ძაღლი: ღალატი. ორგულობა. დაბნეულობა მეგობარსა და მეგობრობაზე. დაბნეულობა ერთგულებაზე.

ღრუბლები და კოშკი: ფსიქიატრიული დაწესებულება. სარეაბილიტაციო ცენტრი. მატყუარა ავტორიტეტული ფიგურები.

ღრუბლები და ბაღი: ცუდი ამინდი ღონისძიებაზე ან მოსაწყენი ღონისძიება. საზოგადოების მოტყუება. დაბნეულობა სოციალურ ცხოვრებაში.

ღრუბლები და მთა: გაფრთხილება. საფრთხე. შეფერხებები. უამინდობა. გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევები. დაბნეულ სიტუაციაში ჩარჩენა.

ღრუბლები და გზაჯვარედინი: გაურკვევლობა. დაბნეულობა. გაჭიანურება. კარგი არჩევანის გარეშე ყოფა. ყოყმანი.

ღრუბლები და თაგვები: წუხილი. ეჭვები. დაბნეულობა. შიში. კორუფცია.

ღრუბლები და გული: გაურკვეველი რომანი. მოტყუება. სიყვარული ქმნის დაბნეულობას. გაურკვევლობა სიყვარულში.

ღრუბლები და ბეჭედი: ცუდი გარიგება. მოტყუება. პრობლემების მოგვარება. დაბნეულობა ვალდებულების ან დაპირების შესახებ.

ღრუბლები და წიგნი: საიდუმლოებები. გაყალბება. სიმართლე იმალება. დაბნეულობა კვლევებთან დაკავშირებით.

ღრუბლები და წერილი: ცილისწამება. სიყალბე. კომუნიკაციის პრობლემა.

ღრუბლები და კაცი: დაბნეულობა კაცთან დაკავშირებით. ან მამაკაცი, რომელიც რაღაცას მალავს. არასტაბილური კაცი. არასანდო კაცი. შარლატანი.

ღრუბლები და ქალი: დაბნეულობა ქალის შესახებ. ან ქალი რომელიც რაღაცის მალავს. გაუწონასწორებელი ქალი. თაღლითი ქალი. არასანდო.

ღრუბლები და ლილია: ხანდაზმული. ალცჰეიმერის დაავადება. დაბლოკილი კომუნიკაცია სექსის შესახებ. დაბნეულობა ეთიკის შესახებ.

ღრუბლები და მზე: ყველაფერი კარგად მიდის. გამარჯვება. პრობლემები თქვენს სასარგებლოდ წყდება. დაბნეულობა იმის შესახებ, თუ რა გხდით ბედნიერს. ვერ ხედავთ სიხარულს ცხოვრებაში.

ღრუბლები და მთვარე: განწყობის ცვალებადობა. დაბნეულობა. ჰორმონალური დისბალანსი. გრძნობებში დაბნეულობა. ემოციების გაგების უუნარობა.

ღრუბლები და გასაღები: გარჩევადობა. ყველაფერი მუშაობს. დაბნეულობა ახლად აღმოჩენილ თავისუფლებაზე. დაბნეულობისგან გამოსავლის პოვნა.

ღრუბლები და თევზი: შავი ბაზარი. უკანონო საქმიანობა. გაურკვეველი ფინანსები. დაბნეულობა ფინანსებთან დაკავშირებით. დაბნეულობა იმის შესახებ, თუ რა არის ძვირფასი – რას აფასებს.

ღრუბლები და ღუზა: თქვენ მიაღწევთ თქვენს მიზანს, მიუხედავად თქვენი წუხილისა. სტაბილურობის ნაკლებობა.

ღრუბლები და ჯვარი: სასოწარკვეთა. უიმედობა. წუხილი. რელიგიური დოგმებისგან დაბნეულობა. გაურკვევლობა იწვევს ტანჯვას.


მოამზადა: Onlinetarot.ge