"კი" თუ "არა"
ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაც საკითხი ეჭვს და გაუგებრობას ბადებს ჩვენში. ხანდახან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს, ხან ამა თუ იმ საქმიანობასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ გაგვაჩნია და არც არავინ არ გვეგულება გარშემო, ვინც ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე, მოკლე და კონკრეტულ პასუხს გაგვცემს.
თუ თქვენ მსგავს სიტუაციაში ხართ, მაშინ ეს გაშლა სწორედ, რომ თქვენთვისაა. ონლაინ გაშლა - "კი თუ არა" დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ტაროს კარტი ხომ, ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი მრჩეველია. იმისათვის, რომ პასუხი მიიღოთ საჭიროა, თვალები დახუჭოთ, კონცენტრირდეთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე და დასვათ კითხვა იმ სახით, რომ მასზე პასუხი გაეცემა შესაძლებელი იყოს "კი" ან "არა" -ს ფორმატში. მაგ: "დავთანხმდე მას შეხვედრაზე?" "წამოვიდე სამსახურიდან?
ეს გაშლა დაგეხმარებათ არამარტო პასუხის გაგებაში, არამედ მიგითითებთ ყველა შესაძლო დაბრკოლებასა და წარმატებაზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი გირჩევთ თუ როგორ მიიღოთ სასურველი შედეგი.
როგორ გავშალოთ ტარო ონლაინ?
- სანამ გამოიყენებდეთ უფასო ონლაინ გაშლას გაუკეთეთ ფორმულირება კითხვას.
- მოდუნდით, თვალები დახუჭეთ, კონცენტრირდით თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე და თემაზე. მიენდეთ მას და დააკლიკეთ კარტს.
- კარგი იქნება თუ თქვენს კითხვას მოაქცევთ დროით ჩარჩოში ანუ სვამთ კითხვას დროის გარკვეულ მონაკვეთზე. იქნება ეს დღე, კვირა, თვე, წელი და ა.შ.
- კარტებს არ უყვართ ხშირად განმეორებადი კითხვები და ერთ თემაზე ორიენტირებული შეკითხვები. ნუ გამოსცდით მათ რათა არ მიიღოთ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები.
- გახსოვდეთ, რომ არ არსებობენ ცუდი კარტები. ჩვენს ცხოვრებაში არსებული სიტუაცია არის გაკვეთილი, განვითარებისთვის და პიროვნული ზრდისთვის.
- როგორი სასიხარულო ან ნეგატიური პასუხიც არ უნდა მოგცეთ გაშლამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედისწერა თქვენს ხელშია - კარტები კი მხოლოდ თქვენი მრჩეველია.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა: ონლაინ გაშლებისთვის გამოიყენება არკანების უნივერსალური ინტერპრეტაციები, რომლებივ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვას. პერსონალიზირებული ინტერპრეტაციებისა და პირადი კონსულტაციებისთვის მიმართეთ პროფესიონალ ტაროლოგებს.