კვერთხები (სხვა სახელი: სკიპტრები, ჯოხები, მაკები). ეს მასტი შეესაბამება ცეცხლის სტიქიას და ატარებს იანის, მამაკაცურ საწყისს. კვერთხები თავის თავში წარმოადგენს ენერგიასა და მოძრაობას. ეს მასტი არის სოციალური, კრეატიული, აქტიური, კონსტრუქციული. კვერთხები იძლევა გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ინიციატივას, გამბედაობას. ეს გახლავთ დაბალი არკანების ყველაზე სწრაფი მასტი. გაშლებში კვერთხების სიმრავლე მიგვითითებს იმაზე, რომ მოვლენები სწრაფად და დინამიურად განვითარდება და თავად კითხვის ავტორი არ არის უკან დახევისკენ მიდრეკილი, არ ეშინია კონკურენციის და მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები.
დევიზი: მე ვმოქმედებ! შეისწავლე საკუთარი თავი. ყოველთვის ეცადე სრულყო საკუთარი თავი. განვითარდი და რეალიზდი.