კვერთხების ტუზი – ცეცხლების ტუზი

კვერთხების ტუზი ტაროს კარტის განმარტებები ქართულად
იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: წმინდა წრე.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ემზადება ცერემონიისთვის: ის დგას წმინდა წრესთან ანთებული ჩირაღდანით და საცეცხლურით ხელში.
საკვანძო სიტყვები:
აღებული ვალდებულებები. დაპირება. რიტუალი. რაღაც მოქმედების/საქმის დასაწყისი.
სიმბოლიზმი:
იასამნისფერი ტანსაცმელი – სიმბოლოა ჯადოქრის განზრახვების. მან ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ და რატომ. ჩვენს წინაშე არის არა მოსწავლე, არამედ მისი ხელობის ნამდვილი ოსტატი.
ჩირაღდანი – მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს სურს თავისი გეგმის განხორციელება.
საცეცხლური – არის ინსტრუმენტი, რომლითაც შიდა სივრცე იხსნება – გარე გავლენისგან.
პროგნოზი:
კარგი საქმის შესასრულებლად, საჭიროა ყურადღებით და წინასწარ მოემზადოთ. თქვენ უნდა განსაზღვროთ მიზანი, ჩამოაყალიბოთ სამოქმედო გეგმა და მოამზადოთ ყველა საჭირო კომპონენტი. თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, მაშინ დროა დაუბრუნდეთ საწყისს და სწორად დაგეგმოთ თითოეული თქვენი მოქმედება. ეს გიხსნით უამრავი პოტენციური პრობლემისგან. მაგრამ რაც მთავარია, პირველ რიგში თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვას: რას გააკეთებთ მას შემდეგ, რაც მიზანს მიაღწევთ?

მოამზადა: Onlinetarot.ge