იმპერატორი

ალტერნატიული სახელი: ჯადოქრის ქუდი.
არკანის აღწერა:
ახალგაზრდა კიკინებიანი ჯადოქარი დახრილია დიდ წვეტიან ქუდთან. მას არ აწუხებს ქარი – რომელიც ფოთლებს აფრიალებს. ჯადოქარი დაკავებულია საქმით და არ სურს წვრილმანებზე გადაიტანოს ყურადღება. ყორანი, რომელიც ქუდზე ზის, ყურადღებით აკვირდება ჯადოქრობის პროცესს.
საკვანძო სიტყვები:
ავტორიტეტი. პრაქტიკულობა. მოგება. წარმატება. თავდაჯერებულობა. კანონი. ამხანაგი. მენტორი. განსჯა.
სიმბოლიზმი:
ჯადოქრის ქუდი – სიბრძნისა და გამოცდილების მანიშნებელია. ზოგი ჯადოქარი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ზოგი ტრაბახობს და ყოველმხრივ ხაზს უსვამს ჯადოქრების სამყაროს კუთვნილებას. ამ არკანში ქუდს აქვს ჰიპერტროფიული (გადაჭარბებული) მნიშვნელობა: ახალგაზრდა ჯადოქარმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის, მაგიას კი ჩვეულებრივ გასართობად აღიქვამს. დროთა განმავლობაში, გართობა გაქრება და გამოცდილება დაიკავებს მის ადგილს. ხოლო ნიჭი დაიხვეწება, როგორც ქვა, რომელზეც ჯადოსნური ქუდი დევს.
ყორანი – დააკვირდება, წაახალისებს და დაიცავს შესაძლო შეცდომებისგან.
ქვა – შინაგანი სულისა და ოსტატობის სიმბოლოა. მართალია ბევრი ჯადოქარია, თუმცა ნიჭიერი ცოტა.
სამი კიკინა – ქალურობის, სიბრძნისა და სამმაგი ქალღმერთის სიმბოლოა.
პროგნოზი:
აკონტროლეთ თქვენი ბედი. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა გონების სიმტკიცე გამოავლინოთ. თქვენ გაქვთ უნარი გააკონტროლოთ თქვენი ემოციები – მაგრამ არა თქვენი სურვილები. არ შეწყვიტოთ თქვენი სურვილების მიყოლა: მწარედ ინანებთ, თუ არ ისარგებლებთ ყველა არსებული შესაძლებლობით.
მოამზადა: Onlinetarot.ge