ისწავლე მანარა

ეშმაკი – მანარას ტაროს კარტი

ეშმაკი მანარას ტაროს კარტი

ეშმაკი

ეშმაკი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: თხის რქა (მე ვიყენებ. სწრაფვა. წინდახედულობა)
ნუმეროლოგია: 6.
კი/არა: არა. თავი შორს დაიჭირე.

საკვანძო სიტყვები:

გადამეტება. ცდუნება. პროსტიტუცია. მოტყუება. ვნება. ფუფუნება. ფლობა. ეჭვიანობა. ფიზიკური სასიცოცხლო ძალა. ინსტიქტური ქცევა. სექსუალური ფანტაზიებით შეპყრობა. პარტნიორის გამოყენება. იდეალიზმის არ არსებობა. დიდი ორმხრივი ვნება. სექსუალური მიზიდულობა. ფანტაზიები. მანკიერებები.

ზოგადი დახასიათება:

ეშმაკი ხშირად საუბრობს სექსში შეზღუდვების არარსებობაზე, ყველაფერი ხდება ინსტინქტების დონეზე (ეს შეიძლება ითქვას ურთიერთობებზეც). ასევე ის ზოგჯერ მიუთითებს პროსტიტუციაზე, ტყუილზე ან დიდ ცდუნებაზე. ადამიანს შეუძლია პარტნიორი გამოიყენოს საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის. ზოგადად, ეს არკანი მთლიანობაში საუბრობს ეგოიზმზე.

პირდაპირ:

სექსუალური კავშირი ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის უმთავარესი ურთიერთობაში, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება ამ მხარის იგნორირება. ეშმაკის არკანი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ერთ-ერთი პარტნიორისთვის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ამიტომ არსებობს რისკი, რომ დაიწყოს ორ ადამიანს შორის ურთიერთობის დამახინჯებული აღქმა – ვნებების და სურვილების პრიზმაში.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ეშმაკის არკანი მიუთითება იმაზე, რომ სექსუალური კავშირი არ არის მთავარი ურთიერთობაში. თუ ვსაუბრობთ მეგობრებზე ან ბიზნეს პარტნიორებზე, მაშინ ეს სავსებით ბუნებრივია, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პირად ურთიერთობებზე, მაშინ არკანი მიანიშნებს, რომ ეს ფაქტორი არ არის აქტიური. ალბათ მიზეზი კომპლექსებშია.

დეტალური აღწერა:

დიდი შინაგანი სურვილია, ყველაფერი აქ და ახლავე მიიღოს და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთოს. ადამიანი ამას ხშირად ასეც აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ფანტაზიებში. სწორედ იქ ხდება ის – რაზეც, რეალობაში ვერც კი იოცნებებს. ადამიანი მიყვება თავის საწყის ინსტინქტებს, ის იშვიათად ეცდება იმპულსების მოთოკვას.

გრძნობები და ურთიერთობები:

პარტნიორები მზად არიან განახორციელონ ყველაზე გიჟური და მოულოდნელი სექსუალური სურვილები. არის ძლიერი ვნება, მაგრამ რეალური გრძნობები ამ ურთიერთობაში ხშირად არ არის აქტუალური. სექსის კუთხით ძალიან ძლიერი მიზიდულობა და გაგებაა. ხშირად, ასეთი ურთიერთობის დროს, ადამიანი იაზრებს, რომ ეს ის ადამიანი სულაც არ არის ვისთანაც ურთიერთობაც სჭირდება, მაგრამ ჰორმონები ყველა ასეთ ფიქრს უკუაგდებენ. ადამიანს მხოლოდ საწოლში უნდა, რომ მასთან ერთად იყოს. შესაძლოა, ხშირად პარტნიორები განსხვავდებოდნენ სოციალური სტატუსით, ინტერესებითა და ჰობებით, მაგრამ სექსში ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. სექსში, მათ აქვთ სერიოზული დამოკიდებულება, მაგრამ ეს ყველაფერი სადამდე მივა, უცნობია.

ფიზიკური მდგომარეობა:

ლიბიდო იპყრობს გონებასა და ლოგიკას. სექსში ძალიან დიდი პოტენციალია. ხშირად არის ზოგადად მიღებული ნორმების მკაფიო უგულებელყოფა.

რეკომენდაცია:

ხანდახან საკუთარ თავს უნდა მისცე უფლება, გააკეთო ის, რაც გსურს და არ მოექცე საზოგადოებრივ აზრისა და მორალის ჩარჩოებში. არ შეიძლება ყველასთვის კარგი იყო. შესაძლოა ზოგჯერ თქვენთვისაც ძალიან სახალისო იყოს, საკუთარი თავის ,,ცუდის” ამპლუაში დანახვა. ფანტაზიების რეალიზება და აკრძალვების დარღვევა ხშირად ეხმარება პიროვნებას გახსნაში. ამიტომ, არ არის საჭირო ამაში ნეგატივის ძიება.

გაფრთხილება:

სექსუალური ურთიერთობების ,,აუზში” თავით გადაშვებისას ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება თქვენი სექსუალური ფანტაზიების, სურვილებისა და არარეალიზებული ენერგიის მონა გახდეთ. თუ ძალიან ბევრს ,,შესცოდავთ”, მაშინ ადრე თუ გვიან მოგიწევთ ამისთვის გადახდა – ამის ფასი კი შეიძლება ძალიან ძვირი აღმოჩნდეს.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს სექსს, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ურთიერთობაზე დადებითად მოქმედებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პარტნიორი, სრულად არ იზიარებს მის სურვილებს, დიდადაც არ ეწინააღმდეგება.

არკანის უარყოფითი მხარე:

ამ სიტუაციის უარყოფითი მხარე არის ის, რომ ურთიერთობის სექსუალური ასპექტი უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ მას ყოველთვის არ შეუძლია გამოიწვიოს ხანგრძლივი ურთიერთობა. როდესაც სექსის გარდა ურთიერთობაში მეტი არაფერია საინტერესო – ასეთ კავშირს ნორმალურს ვერ ვუწოდებთ.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანი გააცნობიერებს თავის ბუნებას, ეს იქნება მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მხარე. მისი ბუნებრივი სურვილები და მოთხოვნილებები საკმაოდ ნორმალურია და მათი რეალიზება შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ ის თავად არის ვინმესთვის მნიშვნელოვანი.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

თუ თქვენ ვერ ანხორციელებთ თქვენს სექსუალურ მოთხოვნილებებს პარტნიორთან, ამას შესაძლებელია მოყვეს ღალატი ან ურთიერთობის გაწყვეტა.

ასევე:

არკანი სექსუალური ენერგიითა გაჯერებული.
ადამიანს ბევრი სურს და მაშინვე, თუმცა მხოლოდ ფანტაზიებში აძლევს თავს ყველაფრის უფლებას. სწორედ აქ ხდება ისეთი გრძნობების და სურვილების რეალიზება, რაზეც ეშმაკსაც კი არასდროს უოცნებია.
ცხოველური ინსტინქტები. პირველ რიგში დგას საკუთარი მინდა და ვიქნები.
არკანი აფრთხილებს ფანტაზიებსა და სექსუალურ ენერგიებზე დამოკიდებულების საშიშროებაზე.
ურთიერთობის დროს ინტენსიური კავშირი, რომელშიც პარტნიორებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი სექსუალური ფანტაზიები.
ადამიანები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სოციალური ფენიდან, შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული ცხოვრებისეული მიზნები და ინტერესები, მაგრამ როცა საქმე სექსს ეხება, ყველაფერი უკანა პლანზე გადადის, ყველაზე დიდი ღირებულებებიც კი უმნიშვნელო ხდება.
მნიშვნელოვანი სექსუალური პოტენციალი. სექსზე დამოკიდებულება.
სოციალური ნორმების უგულებელყოფა. ლიბიდო იპყრობს გონებას.
მდგომარეობა, როდესაც გრძნობები არ არის საჭირო და სიტყვები უძლურია.
გიჟური მიზიდულობა. სიყვარული, როგორც აკვიატება. მომენტი როცა იცი, რომ ეს სულაც არ არის ის ადამიანი, ვისი ნახვაც შენს გევერდით ყოველთვის გინდა. მაგრამ ყველა კამათი ქრება საწოლში.
ურთიერთობის დანაკარგის გარეშე დასრულება არ მოხდება. შეიძლება დიდი ხნით ჩაიძირო და ჩაითრიო კიდევ სხვა ბევრი ადამიანი. იფიქრეთ ურთიერთობის საფასურზე, თუ რისი გადახდა მოგიწევთ სანაცვლოდ და დამდენად გიღირთ.
აკვიატება ისეთი ადამიანის, რომელიც რაიმე მიზეზით მიუწვდომელია ან შეუფერებელი.
მიჯაჭვულობა, რომლისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობს. ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ურთიერთ მანიპულირება.
შესანიშნავი სექსი, მაგრამ შინაგანი სიმშვიდის დაკარგვის სანაცვლოდ.
შესაძლო იყოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ან არასასურველი ორსულობა.
!გახსოვდეთ, აკრძალული ხილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტკბილი, არამედ შხამიანიც!


მოამზადა: Onlinetarot.ge