
დაბალი არკანების ოთხი მასტი თავდაპირველად განასახიერებდა შუა საუკუნეების საზოგადოების ოთხ მთავარ კლასს. გარკვეული სახეცვლილებებით ამ საზოგადოებრივი კლასების ხილვა თანამედროვე სამყაროშიც არის შესაძლებელი. დრო იცვლება, ტექნოლოგიები ვითარდება თუმცა ხალხი იგივე რჩება.
ხმლები განასახიერებენ თავადაზნაურობასა და არისტოკრატიას თავისი აბსოლუტური საერო ძალაუფლებითა და მისწრაფებებით. ისინი აწარმოებდნენ ომებსა და ავტოკრატიულად აკონტროლებდნენ ყველა სხვა კლასის სიკვდილ – სიცოცხლის საკითხებს. ტაროს კარტით პროგნოზირებისას ხმლები განასახიერებენ ძალაუფლებას, სიძულვილსა და ძალადობას. ხმლის მასტები აღწერენ თქვენს მტრებს, იქნებიან ეს ცალკეული პიროვნებები, ორგანიზებული ჯგუფები თუ რაიმე ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ცდილობენ მოგაყენონ ზიანი ან გმართონ თავიანთი ნების შესაბამისად.
თასები განასახიერებენ შუა საუკუნეებში გავლენის მიხედვით მეორე საფეხურზე მდგარ კასტას. უპირველესყოვლისა იგულისხმება ადგილობრივი სამღვდელოება, რომლებიც შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ მრევლისთვის მდგომარეობის შეემსუბუქებას. თასების მასტი იქცა სიყვარულის, ნდობისა და ერთგულების გამომხატველად. ამ მასტის არკანების არსებობა პროგნოზირებისას მიუთითებს იმაზე რომ არის პიროვნება, ადამიანთა ჯგუფი ან ძალები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და თქვენს კეთილდღეობაზე.
პენტაკლები სიმბოლირიზებენ ვაჭართა კლასს. ვაჭრები ყიდულობდნენ და ყიდდნენ, აფართოვებდნენ სავაჭრო გზებს. აფინანსებენ სხვადასხვა სარისკო პროექტებს და გამოიმუშავებდნენ ფინანსებს. მათი ძალაუფლება იყო ფულში შესაბამისად ეს მასტი წარმოადგენს მატერიალურ ზეგავლენას ( კარგს ან ცუდს) თქვენს ცხოვრებაში.
სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ გლეხები ან ყმები, მათ სიმბოლიზირებას კი ახდენს კვერთხების მასტი. გლეხები და ყმები ფაქტობრივად განწირულნი იყვნენ მონობისთვის. მათ თითქმის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრება, გარდა იმისა რომ წასულიყვნენ მონასტერში ან როგორმე მოეხერხებინათ გაქცევა, ერთიც და მეორეც ძალიან იშვიათად ხერხდებოდა ხოლმე. პროგნოზირებისას კვერთხები აღწერს შესაძლებლობას თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას მიუხედავად წარმოუდგენელი სიძნელეებისა.
ამრიგად, დაბალი არკანები ყოფენ გარე სამყაროს ოთხ მთავარ კატეგორიად: ძალები, რომლებიც თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობენ, ძალები, რომლებიც თქვენს საკეთილდღეოდ მუშაობენ, მატერიალური რესურსების გავლენა და შესაძლებლობა ან უნარი მიაღწიო წარმატებას. ერთი შეხედვით ზემოთ თქმული ყველაფრის ზედმეტად გამარტივებას ჰგავს . ყველაფრის მიუხედავად ეს სამყარო არ არის შეზღუდული სიძულვილით, სიყვარულით, ფინანსებით და ამბიციებით
მაგრამ ეს ოთხი ელემენტი წარმოადგენს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ბაზისს. ამრიგად არსებობენ ძალები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ თქვენზე განურჩევლად იმისა ეს ძალები თქვენმიერვეა მომართული თქვენზე თუ სხვამ მომართა თქვენკენ. მაღალი არკანების მსგავსად, დაბალი არკანებიც პირველ რიგში მომართულია პიროვნებისკენ. მიუხედავად იმისა თქვენ რამდენად კარგად გაქვთ დაგეგმლი თქვენი მიზნისკენ მიმავალი გზა. დაბალი არკანები მაინც გეუბნებიან, რომ თქვენს გარშემო, მაინც არსებობენ გარეშე ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეგიშალონ მიზნის მიღწევაში ან პირიქით დაგეხმარონ და გაგიმარტივნო საქმე.
მოამზადა: ONLINETAROT.GE