ისწავლე მანარა

განდეგილი – მანარას ტაროს კარტი

განდეგილი მანარას ტაროს კარტი

განდეგილი

განდეგილი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ქალწული (მე ვაანალიზებ. კრიტიკა. დეტალებზე ორიენტირება)
ნუმეროლოგია: 9.
კი/არა: არა – თუ კითხვა ეხება ქოწინებას ან ინტიმური ურთიერთობებს. ხოლო თუ თქვენ გჭირდებათ დრო ფიქრისთვის მაშინ კი – რადგან ეს არის სხვებისგან იზოლირების პერიოდი.

საკვანძო სიტყვები:

მარტოობა. ბრაზი. კომპლექსები. ჩაკეტილობ. ასოციალურობა. სიყვარულისა და სიხარულის მინიჭების შეუძლებლობა.

ზოგადი დახასიათება:

განდეგილი მიუთითებს სამყაროსგან იზოლაციაზე, რასაც ხშირად აიძულებენ. ეს არკანი საუბრობს მტრულ გარემოში ცხოვრებაზე, მარტოობაზე და სიბრაზეზე. მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს (რთული ბავშვობიდან დაწყებული), მაგრამ ერთი რამ არის უცვლელი: ადამიანი უფრო და უფრო ღრმად მიჰყავს საკუთარ მეს მარტოობაში და სურს შური იძიოს მთელ სამყაროზე. მას არ ესმის, რომ ეს გზა ჩიხია.

პირდაპირ:

ადამიანს ეშინია სამყაროსი. ადამიანი ყველაფერს უყურებს ნეგატიური კუთხით, რომელთა შორის დომინირებს უარყოფა და აგრესია. დროთა განმავლობაში, ის შეიძლება გადაიქცეს მარტოხელა მხეცად და ეს ფაქტობრივად გარდაუვალია, რადგან მას დამოუკიდებლად არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ის უარს ამბობს დახმარებაზე და რეალურად არავინ არის, ვინც მას დეხმარება – რადგან ის მარტოა.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, განდეგილის არკანი მიუთითებს ადამიანს, რომელიც ზედმეტად ღიაა სამყაროს მიმართ. მას ჰყავს უამრავი ნაცნობი, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ განსხვავებული ადამიანები. მისთვის ცხოვრება ახალი შეხვედრები და შთაბეჭდილებებია. ასეთი ადამიანი იშვიათად აქცევს ყურადღებას პრობლემებს, ის უბრალოდ ცხოვრობს ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდა.

დეტალური აღწერა:

ადამიანი განიცდის დისკომფორტს საზოგადოებაში. ის სრულ მარტოობაშია და სჯერა, რომ ვერავინ გაუგებს მას. ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს მისი კომპლექსებით. ასევე, ხშირად მას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ პარტნიორს ცუდი რამ გაუკეთოს. ეს მისთვის ბევრად ცუდი იქნება, მაგრამ ამან შეიძლება გარკვეული შვებაც კი მოუტანოს ადამიანს.

გრძნობები და ურთიერთობები:

განდეგილის არკანი მიუთითებს მარტოობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა არ არსებობს. შეიძლება არის, მაგრამ ეს ისეთი ურთიერთობის კატეგორიაა, როცა ორივე თავის თავშია ჩაკეტილი. ანუ ადამიანები თითქოს ერთად არიან, მაგრამ ამავდროულად შინაგანად მარტო გრძნობენ თავს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორის შინაგანი სიძულვილი. მას შურს კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანების, რომლებმაც იციან როგორ დატკბნენ ცხოვრებით.

ფიზიკური მდგომარეობა:

კომპლექსები, დაბრკოლებები და სირთულეები სექსში. არასრულფასოვნების გრძნობა, რომელიც იწვევს ბრაზსა და აგრესიას სხვა ადამიანების მიმართ.

რეკომენდაცია:

ღირს გარკვეული დროის მარტო გატარება, სიღრმისეული ფიქრი თქვენს ცხოვრებაზე და ქმედებებზე. ეცადეთ, არ აურიო სხვა ადამიანების ცხოვრება, ისინი ამას არ იმსახურებენ.

გაფრთხილება:

არ ღირს ზედმეტად საკუთარ თავში ჩაკეტვა და ყველაფერში სხვა ადამიანების დადანაშაულება. ხშირ შემთხვევაში მიზეზი თავად თქვენ ხართ. ხოლო თუ ამას არ აღიარებთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს.

არკანის დადებითი მხარე:

ძნელია განდეგილის არკანის კარგი მხარეების პოვნა, რადგან ეს მიანიშნებს სერიოზულ კონფლიქტზე საზოგადოებასთან და სამყაროსთან. სანამ ადამიანი არ დაიწყებს მიზეზების გაანალიზებას და არ გააცნობიერებს მათ, მის ცხოვრებაში კარგი არაფერი მოხდება.

არკანის უარყოფითი მხარე:

გაბრაზება და სასოწარკვეთილება სულ უფრო მეტად აშორებს ადამიანს სამყაროსგან. სხვების დახმარების გარეშე, ის ვერ შეძლებს ხელახლა ისწავლოს ცხოვრებით ტკბობა.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანს ემუქრება მძიმე დეპრესია, რომელიც მანამ გაძლიერდება, სანამ არ მიიღებს დახმარებას სხვა ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, თუ ამას შესთავაზებენ.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც ცუდი სიტუაციაა, ის კიდევ ვეღარ განვითარდება უარყოფითი მიმართულებით. ადამიანს მხოლოდ საყვარელი ადამიანების დახმარება სჭირდება და მის ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად უკეთესი გახდება.

ასევე:

ის თვლის, რომ ცივი ხარ ან ემოციურად დადისტანცირებული.
რომანტიული ურთიერთობები ამჟამად თქვენთვის პრიორიტეტული არ არის.
ურთიერთობას დროებით პაუზა სჭირდება. არა დაშორება, არამედ გარკვეული დრო – პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად.
ზოგჯერ განდეგილს შეუძლია მიუთითოს სექსუალურ პრობლემებზე.

მოამზადა: Onlinetarot.ge