ისწავლე მანარა

ჰაერის ცხრიანი – მანარას განმარტებები

ჰაერის ცხრიანი მანარას ტაროს კარტი

ჰაერის ცხრიანი

ჰაერის ცხრიანი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მარსი ტყუპებში.
ნუმეროლოგია: 9.

საკვანძო სიტყვები:

იმედი. სიახლეები. ოცნებების და სურვილების ასრულება. განახლებული ურთიერთობები. ინტუიცია. იღბალი. მიზანზე ორიენტირება.

ზოგადი დახასიათება:

ჰაერის ცხრიანი საუბრობს სურვილების ასრულებაზე. რისი იმედიც გაქვთ განხორციელდება, მთავარია გქონდეს დიდი სურვილი. და ამ შემთხვევაში ხელს არაფერი შეგიშლით მიზნის მიღწევაში, ვერანაირი წინაღობა ვერ გახდება სერიოზულ დაბრკოლებად. მაგრამ გახსოვდეთ, თავისით არაფერი ხდება, ამიტომ აუცილებლად უნდა სცადოთ, დაიწყოთ თუნდაც მცირე ნაბიჯით, რაც შეიძლება იყოს გრძელი გზის დასაწყისი – სასურველი მიზნისკენ.

პირდაპირ:

ოცნებები იწყებენ ახდენას, რაც ილუზიებს ჰგავდა, რეალობა ხდება. ჩვეულებრივ, ჰაერის ცხრიანი დადებითად არკანად ითვლება, რადგან თუ ის არ გვპირდება სურვილების ასრულებას, იმედს მაინც იძლევა.

ამოტრიალებული:

ადამიანი ამანიპულირებენ თავისი სურვილებით. მას ეუბნებიან, რომ ისინი შეიძლება გახდნენ რეალური, მაგრამ სინამდვილეში ეს თითქმის შეუძლებელია. უბრალოდ, მანიპულატორი ამას ოსტატურად იყენებს და ადამიანს საკუთარ თავზე დამოკიდებულს ხდის. ამ დროს ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მას სურს თავისი სურვილების ასრულება. ამიტომ შეიძლება ვერ გააცნობიეროს, რომ ეს შეუძლებელია.

დეტალური აღწერა:

სურვილების ასრულებით ადამიანი იდეალს უახლოვდება. რაც მხოლოდ ფანტაზიაში იყო – რეალობაში ხელშესახები ხდება.

გრძნობები და ურთიერთობები:

ურთიერთობა, რომლიც გსურდათ, მალე დაიწყება. თუ ის დიდი ხნის წინ დაიწყეთ მაშინ იქნება მცდელობები სიახლეების მოსინჯვის (ადრე დაწესებული საზღვრების მიღმა). ანუ გრძნობების გაღვიძების მცდელობები, რაღაც ახალის და საინტერესოს შეტანა ურთიერთობაში. თუმცა, გაშლაში უარყოფით არკანებთან ერთად ეს ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი პარტნიორი წინააღმდეგობას უწევს სიახლეებს და არ სურს ბარიერებს გასცდეს. ეს არ ნიშნავს, იმას რომ ის კმაყოფილია – არსებული მდგომარეობით, უბრალოდ მას ეშინია ცვლილების.

ფიზიკური მდგომარეობა:

ინტიმურ ურთიერთობაში ფანტაზიების რეალობად ქცევის ფრთხილი მცდელობები.

რეკომენდაცია:

თუ ცდი, სურვილები შეიძლება რეალობად იქცეს.

გაფრთხილება:

ცუდი აზრები და ფიქრები (რომლებიც არანაირ სარგებელს არ მოიტანს) შეიძლება რეალობად იქცეს.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანს სჯერა თავისი აზრებისა და ინტუიციის, აქვს საკუთარი სიმართლის განცდა. მან იცის, რომ მისი ოცნებები საკმაოდ რეალურია. საჭიროა მხოლოდ ძალისხმევა და ისინი რეალობად იქცევა. ზოგჯერ ის მზად არის სიტყვასიტყვით გააკეთოს ყველაფერი მათი განხორციელებისთვის.

არკანის უარყოფითი მხარე:

ასეთი იდეალისტი ადამიანები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი თავიაანთ სურვილებზე, ისინი სურვილების მონები ხდებიან. ძნელია ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან, რადგან მთლიანად არიან ორიენტირებულნი თავიანთ გეგმებზე და სხვა ადამიანების ინტერესები მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ისინი ყველაფერს აკეთებენ თავიაანთი მიზნების მისაღწევად, მაგრამ ხშირად გაუცნობიერებელ ზიანს აყენებენ სხვა ადამიანებს.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ბედი უღიმის ადამიანს. ეს არკანი მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს შანსი. მაგრამ ეს შესაძლებლობები სწორად უნდა იყოს გამოყენებული. ჭკვიანი და მშვიდი ადამიანი ამას შეძლებს და დიდ სარგებელს მიიღებს ამ შესაძლებლობით. მაგრამ, ზედმეტად ემოციური ადამიანი ხელიდან უშვებს შანსს. მართალია, ეს არ გააღიზიანებს პიროვნებას, რადგან იმის გაცნობიერება, რომ ძალიან ახლოს იყო ოცნებასთან, მისცემს დიდ ძალას – შემდგომი მცდელობისთვის.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

პიროვნებას შეუქმნეს ხაფანგი – საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მას სჯერა იმის – რასაც ეუბნებიან. ფიქრობს, რომ ყველა ცუდი მოვლენა სრულიად შემთხვევით მოხდა, თუმცა სინამდვილეში ეს შორს არის რეალობისგან. ხალხი ისარგებლებს მისი ნდობით.

ასევე:

გაცოცხლებული სურათი – ილუზიიდან გოგონა დგამს ნაბიჯს რეალურ სამყაროში. იმიჯი იქცევა რეალობად და ფრთხილად ცდილობს შევიდეს ახალ სამყაროში. ის რაც ფორმულირდა და მომწიფდა გონებაში, ვლინდება და გვამცნობს საკუთარ თავზე. ოცნებები სასწაულზე. გაცოცხლებული აზრფორმები. თუ კი ძალიან ისურვებ ახდება!

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge