ჰაერის რვიანი

ჰაერის რვიანი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: იუპიტერი ტყუპები.
ნუმეროლოგია: 8.

საკვანძო სიტყვები:

შიში. ილუზიები. ცუდი ამბავი. პრობლემების ძიება. პესიმიზმი. გაზვიადება. ნეგატიური ხედვა. რეალობის აღქმის არარსებობა. კომპლექსები. ნეგატიური ფიქრები. უკონტროლო ემოციები.

ზოგადი დახასიათება:

ჰაერის რვიანი ძალიან ხშირად საუბრობს შიშებისგან თავის დაღწევის მცდელობაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს – ისინი წარმოსახვის ნაყოფია. ასევე ხშირად ასახავს ცუდ ამბებს. ზოგადად, ეს არკანი მიგვითითებს გაზვიადებაზე, პრობლემების ნულიდან გამოგონებაზე და მისი გამწვავებისკენ მიდრეკილებაზე.

პირდაპირ:

ყველაზე ჩვეულებრივ და ყოველდღიურ მოვლენებშიც კი ადამიანი ცუდ ნიშნებს ეძებს. ყველაფერში მისი ნეგატიური დამოკიდებულებაა დამნაშავე. ყველაზე პოზიტიურ მოვლენებშიც ხედავს პრობლემას.

ამოტრიალებული:

ადამიანი სწორად არ აფასებს არსებულ მდგომარეობას, ის ზედმეტად უყურადღებოა. საფრთხე რეალურია და იმაზე სერიოზული, ვიდრე მას ჰგონია. ნუ იქნებით ზედმეტად ამპარტავანი, ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეთ.

დეტალური აღწერა:

რთული ბრძოლა შიშებთან. საფრთხის მუდმივი გაზვიადება. შესაძლოა, არსებობს ცუდი ბედის განცდა, რომელიც ადამიანს მუდმივად თან სდევს – ამიტომ მას აღარ სჯერა, რომ რაღაც კარგი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში.

გრძნობები და ურთიერთობები:

არსებობს პარტნიორის შეშინება – მაშინ როცა მას შეუძლია მართლაც დაიჯეროს ყველაფერი, რასაც ეუბნებიან და საბოლოოდ დაკარგოს კავშირი რეალობასთან. პარტნიორებიდან ერთ-ერთს აქვს ძალიან მდიდარი წარმოსახვა, ბევრი შიში და შინაგანი გამოცდილება. ეს ხელს უშლის ურთიერთობების განვითარებას. მუდმივი უბედურების მოლოდინი არავისთვის არ არის კარგი. თქვენ არ გჭირდებათ პარტნიორის მხარდაჭერა ასეთ ნეგატიურ აზროვნებაში.

ფიზიკური მდგომარეობა:

შეიძლება იყოს ინტიმური ურთიერთობის შიში. მიზეზი შეიძლება იყოს კომპლექსები ან შიში – იმის რაც ადრე იყო.

რეკომენდაცია:

განთავისუფლდი ცუდი ფიქრებისგან, ნეგატიური დამოკიდებულება არცერთ საქმეში წარმატებას არ მოიტანს. დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ ცუდ წინასწარმეტყველებებს და ეცადეთ იპოვოთ მზე – მოწმენდილ ცაზე.

გაფრთხილება:

მეორეს მხრივ, ამ არკანს ნამდვილად შეუძლია მიუთითოს მომავალი შესაძლო პრობლემები და მოსალოდნელი უბედურების წინასწარმეტყველება შეიძლება სრულიად გამართლებული იყოს. ფხიზელად უნდა შეაფასოთ სიტუაცია და რეაგირება მოახდინოთ მხოლოდ რეალურ საფრთხეებზე.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანს შეუძლია მოუსმინოს საკუთარ თავს, შეაფასოს თავისი შიშები და წინათგრძნობები. თუ ლოგიკას გამოიყენებს, თავთავისგან ხორბალს გამოყოფს და ყველაფრის გარკვევას შეძლებს. მთავარია, თავი დააღწიოთ ჰაერიდან მოტანილ შიშებს.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი ხდება თავისი შიშების მონა და ვერ აკონტროლებს ემოციებს, არ იცის რა გააკეთოს. შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა, ვერავის ენდობა.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

რეალური სიტუაციის გაუგებრობის გამო ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს. მისი შიშები რეალური ხდება – მხოლოდ მისი ქმედებების გამო, რაც გამოწვეული იყო რეალობის დამახინჯებული სურათის დანახვით. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არკანი სიტუაციის დადებით განვითარებას გვპირდება, მაგრამ ადამიანი მაინც დარწმუნდება, რომ ტყუილად არ ეშინოდა. კარგი იქნება, თუ გაიგებს, რომ მან მთელი თავისი შიში რეალობად აქცია.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანმა ვერ შეამჩნია პრობლემები, სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია და გაუჭირდა. უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. მაგრამ ახლა გასაკეთებელი არაფერია.

ასევე:

საშიშრეობის გადამეტებული აღქმა. ბრძოლა საკუთარ გამოგონილ ქვეცნობიერ შიშებთან. საკუთარი შიშებისგან და წარმოსახვებისგან გაქცევა. არასასიამოვნო ამბავი.

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge