ჰაერის ექვსიანი

ჰაერის ექვსიანი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვენერა მერწყულში.
ნუმეროლოგია: 6.

საკვანძო სიტყვები:

ზედაპირულობა. იდეალიზმი. ილუზიები. გაფანატება. რეალობის ვერ აღქმა. ილუზორული სიყვარული. ვიზუალი პირველ პლანზეა.

ზოგადი დახასიათება:

ჰაერის ექვსიანი საუბრობს აღქმის ილუზორულ ბუნებაზე. ადამიანი მხოლოდ ზედაპირს ხედავს, სიღრმე კი აკლია. ის აიდიალებს თაყვანისცემის ობიექტს, ცვლის რეალობას იმ მიმართულებით, როგორც თავად სურს.

პირდაპირ:

ადამიანი ყველაფერს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყურადღებას აქცევს მხოლოდ ვიზუალს და საერთოდ არ ფიქრობს მის შინაარსზე. ასე უქმნიან საკუთარ თავს კერპებს, რომლებიც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებიან – რაც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე სულაც არ არის.

ამოტრიალებული:

ხედავს იმაზე მეტს, ვიდრე სხვები ხედავენ. მას შეუძლია ჩაუღრმავდეს თავად არსს, მისი გონება საშუალებას აძლევს დაინახოს ყველაზე ფარული სურვილები და გაიგოს მოტივები. ასეთი ადამიანი ყოველთვის ყველაფერს ობიექტურად და რეალისტურად აფასებს, მისთვის ილუზიები უბრალოდ არ არსებობს. მისი აზრის მოსმენა ყოველთვის ღირს.

დეტალური აღწერა:

ის დაკავებულია საკუთარი თავით და თავის სტილს ქმნის. ასევე, შეგვიძლია ვისაუბროთ მიუწვდომლის მიმართ აღფრთოვანებაზე – შორეულ სიამოვნებაზე.

გრძნობები და ურთიერთობები:

ბრმა, ენთუზიაზმით თაყვანისცემა ვიღაცისადმი, რომელიც რეალურადაც მიუწვდომელია. ეს საქციელი მოგვაგონებს თინეიჯერ გოგონას, რომელსაც კერპი ჰყავს. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ის არასოდეს იქნება მასთან, თუმცა ეს ხელს არ უშლის რომ აღფრთოვანებული იყოს მისით და შეხვედრის იმედი ჰქონდეს. თუ ვსაუბრობთ გრძნობებზე, მაშინ ეს არკანი გვეუბნება, რომ მათ უყვართ არა თავად ადამიანი, არამედ მისი ვიზუალი. ეს შეიძლება იყოს გამოსახულება ან სურათი, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაში წარმოიქმნა.

ფიზიკური მდგომარეობა:

ზედმეტად არის დამოკიდებული ვიზუალით კმაყოფილებაზე. ეს ირიბად მიუთითებს კოსმეტოლოგებზე, სტილისტებზე და ა.შ.

რეკომენდაცია:

ჯერ ადამიანი მუშაობს სახელისთვის, შემდეგ კი სახელი მუშაობს პიროვნზე. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოთ თქვენი იმიჯის შესაქმნელად. მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

გაფრთხილება:

თქვენ ვერ ხედავთ რეალურ ადამიანს. რასაც ხედავ, სხვა არაფერია, თუ არა ილუზია, რეალობა სულ სხვაა. ნორმალურ ადამიანს კი არ უნდა ჰყავდეს კერპები, რომელთაც ვერ მიუახლოვდება და მისი ქცევა გონივრულად ვერ შეაფასდება.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანი ყველაფერს ზედმეტად აიდიალიზირებს. გარედან ეს შეიძლება ჯანსაღ ოპტიმიზმს ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში, მთავარი მიზეზი რეალობის მცდარი შეფასებაა. ადამიანებს სურთ გარშემომყოფებში სიკეთის დანახვა. ეს, ჩვენს რეალობაში სერიოზული დაბრკოლებაა და საშიშიც კი.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი ვერ ხედავს სხვა ადამიანებში არსებულ მანკიერებებს. ცუდს საერთოდ ვერ ამჩნევს. მაგრამ ისინი არიან, ვინც ხშირად მართავენ ადამიანებს, აიძულებენ ცუდი საქმეებისკეთებას. საბოლოო ჯამში, ასეთი პიროვნება შეიძლება იმედგაცრუებული იყოს ადამიანებით, რადგამ ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგირც ფიქრობდა.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანს შეექმნება სიტუაცია, რომელიც გაანადგურებს მის ილუზიებს და მიუთითებს მის ყველა შეცდომაზე. ის დაინახავს ადამიანებში ყველა იმ ცუდ მხარეს, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება, რადგან ის არ შეცვლის თავის შეხედულებებს.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანს შეეძლება გაუმკლავდეს იმას, რაც ხდება, მისი მოტყუება არ გამოვა. ის ძალიან კარგად ხედავს სხვა ადამიანებს და არ არის მზად, დაუჯეროს მათ საპატიო მიზეზის გარეშე.

ასევე:

თაღისა და ქალაქის ზემოთ, ვარსკვლავებს შორის ჩნდება უზარმაზარი გოგონას ფანტომი. მამაკაცები მას აღფრთოვანებულები შესცქერიან და ვერ ამჩნევენ პატარა გოგონას, რომლის პროექციაცაა ფანტომი. ეს არკანი გვესაუბრება სიყვარულზე, რომელიც არ არის მიმართული უშუალოდ პიროვნებაზე, არამედ საკუთარ წარმოდგენაზე პარტნიორის მიმართ.

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge