ხმლები შეესაბამება ჰაერის სტიქიას. ისინი წარმოადგენენ სულს, სულიერ ენერგიებს, დაკვირვებას, ცნობიერებას, ცოდნას, ინტელექტს, მეცნიერებასა და ხელოვნებას. ხმლების სამყარო იგივეა, რაც ცნობიერებისა და გადაწყვეტილებების, კონცეფციების, მნიშვნელობებისა და შეფასებების სამყარო. ხმლები არის იდეები, წესრიგი და სტრუქტურა, სამყაროს კრიტიკული აღქმა, ორიგინალურობა, განთავისუფლება, სწავლის პროცესი და სიცხადე. სიბრძნე და ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას აისბერგის მწვერვალზე ავიდეთ. თქვენ ხდებით ერთი მთლიანობის ნაწილი.
თუ ცხოვრებაში ჩხუბი ან განადგურება ჭარბობს, მაშინ ფუნდამენტური ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ხმლების მასტი სიმბოლიზირებს ბრძოლას, სირთულეების დაძლევას, აგრესიას, ვიწროდ ორიენტირებული მოქმედებას. წინ რთული და დახვეწილი გამოცდაა და მანამ სანამ ამ ყოველივესთან მარტო ბრძოლას გადაწყვეტთ ღირს კარგად დაფიქრდეთ. რადგან რამდენადაც მაღლა ასვლის შეიძლებლობას იძლევა ეს მასტი, იმდენადვე არის შანსი იმისა რომ ძალიან ღრმად დაეცეთ.

იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც საკუთარ თავს მაღალ მიზნებს უსახავს, განსაცდელები უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წვრილმანებით კმაყოფილი ადამიანის ცხოვრებაში.ამიტომაც საჭიროა გაიმიჯნოს თუ, რა არის "შუა გზა", "ზედა გზა" და "ქვედა გზა"...

ზოდიაქოს ნიშანი: ტყუპები, სასწორი, მერწყული.

პლანეტები: მერკური, ვენერა, ურანი.
ტემპერამენტი: ქოლერიკი.
მოძრაობა, ქცევა: თავდაჯერებული.
მაღალი არკანები:

დევიზი: იყავი აკრობატი, ნუ გამოიყენებ ძალასა და სისასტიკეს.