ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

ხმლების ხუთიანი – ცოცხების ხუთიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: დანაკარგი.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი აკბირდება არეულობას მის ფეხებთან. ამის მიზეზი არის – ჩანთა, რომელიც მიწაზე დევს, ხოლო მასში არსებული ნივთები დაიმსხვრა და გაფუჭდა.
საკვანძო სიტყვები:
განადგურება. უარყოფა. შეურაცხყოფა. კრიზისი. სინანული. გაურკვევლობა.
სიმბოლიზმი:
იასამნისფერი მოსასხამი – მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციას აქვს ინტელექტუალური ელფერი. ჯადოქარი აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ რაღაც მომენტში მას გამორჩა რაღაც.
დანგრეული შენობა – იმ დიდი დანაკარგების სიმბოლოა, რომლებიც გამოწვეულია მცირე პრობლემებით (რომლებზეც კონტროლი დაიკარგა).
გატეხილ ნივთებს – ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი – ჯადოქარმა დაკარგა გარკვეული ძალა. მეორე – ყოველთვის არის დამატებითი შესაძლებლობები პრობლემის გადასაჭრელად.
პროგნოზი:
წარუმატებლობა, რომელიც განიცადეთ, არის თქვენი წარსულიც და აწმყოც. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სიტუაცია – შეგიძლიათ მხოლოდ გააცნობიეროთ და გამოიტანოთ გარკვეული დასკვნები. ამის გამო ტირილს აზრი არ აქვს – უნდა ადგეთ ფეხზე და გააგრძელოთ გზა.

მოამზადა: Onlinetarot.ge