ხმლების ცხრიანი – ცოცხების ცხრიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: სასჯელი.
არკანის აღწერა:
სტალაქტიტებით სავსე მღვიმე დასჯის ადგილად იქცა. რქიანი არსება ჯადოქარს საკუთარი ცოცხით სცემს.
საკვანძო სიტყვები:
ბილწსიტყვაობა. მსხვერპლი. დასჯა. გაუქმება. სევდა. იმედგაცრუება. პრობლემები.
სიმბოლიზმი:
რქიანი არსება – სიმბოლურად არის ადამიანი, რომელსაც ჯადოქარზე ძალაუფლება აქვს.
სტალაქტიტები – იმის მანიშნებელია, რომ პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. პრობლემას აქვს ფესვები და მიზეზობრივი კავშირი.
ცოცხი – არის თავისუფლება, რომელიც აღარ ეკუთვნის ჯადოქარს. ახლა მისი ბატონი რქიანი არსებაა.
პროგნოზი:
არკანი მიუთითებს დამსახურებულ სასჯელზე. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია – თქვენ მხოლოდ მისი მიღება შეგიძლიათ. ბედმა ძალიან ბევრი გაპატიათ და ახლა ანაზღაურება უნდა. როგორც კი მიხვდებით, რომ ცდებით, გექნებათ შესაძლებლობა, კონფლიქტი მცირე სისხლისღვრით მოაგვაროთ.

მოამზადა: Onlinetarot.ge