ხმლების ტუზი – ცოცხების ტუზი

ალტერნატიული სახელი: სადილი.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ხეზე ზის და ქვევით იყურება. მას ხელში უჭირავს ვაშლი და დიდი დანა. იქვე ზის თეთრი კურდღელი და თავს აჩვენებს, რომ თითქოს მას არ ეშინია. მაგრამ ამ თავის მოჩვენებას ძალიან ცუდად ახერხებს.
საკვანძო სიტყვები:
თავდაჯერებულობა. დინამიკა. ხიბლი. დამორჩილება. ზეწოლა სხვებზე.
სიმბოლიზმი:
ხე – ბუნებრივი დასაწყისის სიმბოლოა, რომელსაც ჯადოქარი იყენებს საკუთარი მიზნებისთვის.
დანა – არის ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს გარკვეულ წერტილამდე – დიდი სიზუსტით.
კურდღელი – ჩვეულებრივი, უდანაშაულო ადამიანია, რომელსაც თავისი მომავლის ეშინია.
პროგნოზი:
ჯადოქარს შეუძლია მიაღწიოს სასურველ მიზანს. ამისათვის მას აქვს დრო, საშუალება და უნარები. სხვა პირებს მაგიის ეშინიათ, მაგრამ ეს მათთან არაფერ შუაშია. ჯადოქარი მისდევს საკუთარ, უნიკალურ მიზნებს. გსურთ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ? ამისთვის დაისახეთ მიზანი და მიაღწიეთ შედეგებს. თუ გაგეფანტებათ ყურადღება – მაშინ ყველაფერი კარგად იქნება!
მოამზადა: Onlinetarot.ge