ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

ხმლების ოთხიანი – ცოცხების ოთხიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: სევდა.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ზის მდინარესთან და გლოვობს გატეხილ ცოცხს. გარშემო თაგვები სხედან, ჩუმად მხარს უჭერენ ჯადოქარს და გამოხატავენ თანაგრძნობას.
საკვანძო სიტყვები:
მარტოობა. სევდა. დანაკარგი. უარყოფითი შედეგი. გაუგებრობა. ნოსტალგია.
სიმბოლიზმი:
მდინარე – დროის სიმბოლოა. დრო მიედინება და იცვლება, მისი გაჩერება კი შეუძლებელია.
თაგვები – ნოსტალგიური წარსულის მოგონებები, რომლებიც გიცავენ მწარე რეალობისგან და საშუალებას გაძლევენ ჩაეფლოთ ცხოვრების საუკეთესო დღეებში.
გატეხილი ცოცხი – სიმბოლოა საბოლოო გამოსავალის.
პროგნოზი:
ყველაფერი დასრულდა და რაც უფრო მალე გაიაზრებთ და აღიარებთ ამას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ წარსულზე გლოვა და დარდი. ცხოვრება გრძელდება, შენ უნდა ადგე და განაგრძო გზა. შეწყვიტე ტირილი, მიმოიხედე გარშემო და დაინახე სხვა შესაძლებლობები. ფაქტი, რომ ოცნებები დაგემსხვრათ, არ არის განაჩენი – რომ სიცოცხლე დაასრულოთ.

მოამზადა: Onlinetarot.ge