წყლის ხუთიანი

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მარსი მორიელში.
ნუმეროლოგია: 5.
საკვანძო სიტყვები:
შიში. ეჭვიანობა. უნდობლობა. ვნება. მანიპულირება. ბრაზი. აგრესია.
ზოგადი დახასიათება:
წყლის ხუთიანი მიუთითებს ბრძოლასა და გონების თამაშის არსებობაზე. არის შიშები, ადამიანს ეშინია მოსალოდნელი უსიამოვნო მოვლენების. უსაფუძვლო ეჭვიანობა, ერთ-ერთი პარტნიორი გამოიცდება. თითოეულ პარტნიორს შეუძლია დაიჯეროს, რომ მისი გრძნობები უფრო ძლიერია და თითოეულს სურს ამის დამტკიცება.
პირდაპირ:
ადამიანი თავს იტყუებს, მისი შიში აკონტროლებს ემოციებს და ამძაფრებს სიტუაციას. თუ ვსაუბრობთ ურთიერთობებზე, მაშინ ეს კარტი მიუთითებს ვნებაზე, რომელმაც მთლიანად დაიპყრო პარტნიორები. თუმცა, ეს ვნება არის ძლიერი შიშის მიზეზი, ადამიანებს ეშინიათ, რომ ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს. ეს იწვევს ორმხრივ წყენას, პრეტენზიებს და ეჭვიანობას.
ამოტრიალებული:
ერთ-ერთი პარტნიორი მეორეთი მანიპულირებს და ის ამას ყველაზე ბინძური გზებით აკეთებს. მაგალითად, შეიძლება დაემუქროს თვითმკვლელობით. მისთვის ამ თამაშში საზღვრები არ არსებობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერასოდეს მოიგებს მას, რადგან მთავარია არა შედეგი, არამედ თავად პროცესია. მეორე პარტნიორისთვის ასეთი ურთიერთობა ძალიან რთული და დამღლელი იქნება.
დეტალური აღწერა:
ძალიან ძლიერი გრძნობებია, თუმცა, არ არის გამორიცხული უფსკრულში ჩავარდნა – მისი შედეგები კი სავალალო იქნება. აგრესია, ბრაზი და უარყოფითი ემოციები. დაშორების შემთხვევაში, ერთ-ერთი პარტნიორი განადგურდება, მეორე კი ამ სიტუაციაში დაიკარგება.
გრძნობები და ურთიერთობები:
არის ბევრი სკანდალი, რომელიც არასოდეს იქნება გამოწვეული ლოგიკით. მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობა. მთლიანობაში ურთიერთობა მტკივნეულია. თუ ეს არკანი განცალკევებითაა, მაშინ ძლიერი უკმაყოფილება დარჩება ურთიერთობის შემდეგ. ის ასევე ხშირად მიუთითებს საპირისპირო გრძნობებს შორის ბრძოლაზე, მაგალითად, სიყვარულსა და სიძულვილზე. ხშირად არის უმიზეზო ეჭვიანობა.
ფიზიკური მდგომარეობა:
ვნებიანი სექსი – ხშირად ჩხუბის შემდეგ. შესაძლოა სადომაზოხიზმის ელემენტებით.
რეკომენდაცია:
ენერგია, რომელიც მიმართულია ურთიერთობის დასანგრევად, დადებითი მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. თქვენ უნდა უპასუხოთ თქვენი პარტნიორის გრძნობებს და არ დაელოდოთ სიტუაციის გაფუჭებას.
გაფრთხილება:
სიძულვილი და ეჭვიანობა – იმ მონეტის მეორე მხარეა, რომელსაც „სიყვარული“ ჰქვია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფრის მოთმენა არ შეიძლება.
არკანის დადებითი მხარე:
წყლის ხუთიანი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ გჭირდებათ ემოციების და ვნებების მძევლად გახდომა. თქვენი გრძნობების კონტროლია საჭირო, რადგან ზოგჯერ მათ შეუძლიათ ტკივილის მოტანა.
არკანის უარყოფითი მხარე:
ეჭვიანობა ცუდი გრძნობაა, ის იშვიათად არი ლოგიკის გვერდით. ამ გრძნობამ შეიძლება გიბიძგოთ ყველაზე სულელური ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ურთიერთობას გაანადგურებს. სამწუხაროდ ადამიანი ვერასდროს გაიგებს, რომ ამის მიზეზები არ არსებობდა.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
პარტნიორები ისწავლიან გრძნობების კონტროლს, გაივლიან უსიამოვნო და რთულ პერიოდს, რის შემდეგაც მათ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ექნებათ. მაგრამ აღმოაჩნენენ, რომ ვნება უკვე გაქრა.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ვნებების ინტენსივობა ისეთია, რომ თუ არ დაიწყებთ გრძნობების კონტროლს, მაშინ დაშორება გარდაუვალი იქნება. სხვა ვარიანტები არ არსებობს, რადგან ადამიანები მხოლოდ მათკენ მიმართულ ვნებებისა და ნეგატიური ემოციების შეზღუდულ რაოდენობას უძლებენ.
ასევე:
მოამზადა: Onlinetarot.ge