ისწავლე მანარა

წყლის ტუზი – მანარას ტაროს კარტი

წყლის ტუზი მანარას ტაროს კარტი

წყლის ტუზი

წყლის ტუზი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: წყლის სტიქია (ცნობიერების ემოციური მდგომარეობა).
ნუმეროლოგია: 1.
კი/არა: კი.

საკვანძო სიტყვები:

რომანტიკა. ახალ ურთიერთობები. ქალური ქცევები. ემოციურობა. სიახლები. შეყვარება.
საწყისები. სიყვარული. სექსი (ან ამის პერსპექტივა).

ზოგადი დახასიათება:

არკანი წყლის ტუზი ასახავს ახალ სიტუაციებს. ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობები, შთაბეჭდილებები, მოგზაურობა. არკანი შეიძლება პირდაპირ მიუთითებდეს ემოციური გოგოზე, რომელიც ძალიან რომანტიული ხასიათისაა. ის არ ფიქრობს სიტყვებსა და ქმედებებზე, მისთვის ემოციები პირველ ადგილზეა.

პირდაპირ:

ადამიანს სჭირდება ცვლილებები ცხოვრებაში, ამ მომენტში თქვენ უნდა იყოთ გახსნილი ყველა სახის ურთიერთობისთვის. გამოგადგებათ ახალი ნაცნობები, კავშირები, ადგილები, ცოდნა, შთაბეჭდილებები და თუ ასეთი შესაძლებლობები გაჩნდება, არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

ამოტრიალებული:

ადამიანი სულელურ მდგომომარეობაშია. არ განიცდის რაიმე ემოციას, არ სურს კომუნიკაცია ან რაიმეს გაკეთება. ეს მდგომარეობა ხშირად ჩნდება მძიმე ფსიქიკური ტრავმების შემდეგ, რასაც მოჰყვება სრული განადგურება. აპათია და მარტოობის სურვილი.

დეტალური აღწერა:

ადამიანი მზად არის თავგადასავლებისთვის, რაღაც ახალი სწყურია. მას შეუძლია მოითმინოს და დაინახოს შემდეგი პოზიცია, მაგრამ ის ისეც სრულიად დარწმუნებულია წარმატების მიღწევაში.

გრძნობები და ურთიერთობები:

ურთიერთობებში ბევრი რომანტიკაა. ხშირად საუბარია მათზე, რომელთა ურთიერთობაც ცოტა ხნის წინ დაიწყო. ხოლო, თუ ვსაუბრობთ წყვილზე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ერთად არიან, მაშინ წყლის ტუზის არკანი მიუთითებს იმაზე, რომ ერთ-ერთი პარტნიორი უფრო მეტად აფასებს ყურადღების ნებისმიერ გამოვლინებას, ვიდრე მეორე.

ფიზიკური მდგომარეობა:

ადამიანში არის მიზიდულობა, მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს. ის დარწმუნებულია თავის ყველა წარმატებაში, ამიტომ ნელა მოქმედებს.

რეკომენდაცია:

ნამდვილად ღირს თავგადასავლების წყურვილის დაკმაყოფილება, ახალი გამოცდილებებისა და ემოციების მიღება.

გაფრთხილება:

გამოცდილების ნაკლებობა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოხვდებით ცუდ სიტუაციაში. თქვენ უნდა იყოთ ყურადღებიანი და ფრთხილი, არ დაკარგოთ თავი.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანს წინ ბევრი ახალი რამ აქვს, რაც მას ზურგზე აწვება. უბრალოდ გადაწყვეტილების ვერ მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მას წინსვლაში.

არკანის უარყოფითი მხარე:

წინასწარ მომავლის გაგება არ შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი ასევე ცუდიც, წინასწარ რთულია რაიმეს თქმა. ამან შეიძლება შეაშინოს ადამიანი, რაც ხელს შეუშლის მას მოქმედებებში.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

სიკეთეს უნდა ელოდოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კონკრეტულ და მიზანმიმართულ ნაბიჯებს გადადგამს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განვითარება შეჩერდება.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი სულელურ სიტუაციაშია. მართალია მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. ეს დროებითი მდგომარეობაა და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

ასევე:

დიდი გრძნობები, ემოციები და იმედი იმის, რომ ბედნიერი იქნებით იდუმალ პიროვნებასთან ერთად.
ეს არკანი ღრუბლებში ფრენას და ვარდისფერ სათვალით ხედვაზე არ გვესაუბრება, ეს არის თბილი ემოციები და სიყვარულისგან გამოწვეული სიხარული.
გაშლისას კითხვებზე:
,,ვუყვარვარ?” – დიახ ძალიან.
,,არის თუ არა ერთად ყოფნის შანსი?” – დიახ, ამის დიდი შანსია.

მოამზადა: Onlinetarot.ge