ისწავლე მანარა

წყლის სამიანი – მანარას ტაროს კარტი

წყლის სამნიანი მანარას ტაროს კარტი

წყლის სამიანი

წყლის სამნიანი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მერკური კირჩხიბში.
ნუმეროლოგია: 3.

საკვანძო სიტყვები:

აღფრთოვანება. თავისუფლება. გრძნობების გამოხატვა. უშიშარი. ნეტარება. თვითკმარი. გრძნობებში თავით გადაშვება.

ზოგადი დახასიათება:

წყლის სამიანი გვეუბნება, რომ ადამიანი მზად არის ჩაეფლოს ემოციებსა და გამოცდილებების სამყაროში. მას მოსწონს თავისი მდგომარეობა და სხვა არავინ სჭირდება, რადგან შინაგანად ჰარმონიას გრძნობს.

პირდაპირ:

ადამიანმა იცის, რომ უყვარს და მარტო არ არის. ის აღფრთოვანებულია იმ გრძნობებით, რასაც განიცდის. ირგვლივ ჰარმონიაა და კმაყოფილია ამ მდგომარეობით. მას ძალიან უნდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ზოგჯერ ეს შეიძლება ნიშნავდეს მარტო ყოფნით სიამოვნებიდ მიღებას ან მიუთითებდეს ურთიერთობაზე, რომელიც დასრულებულია.

ამოტრიალებული:

მარტოხელა, რომელისაც არავის ესმის. ახლობელ ადამიანებს არ შეუძლიათ მასი თანაგრძნობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ მთელმა სამყარომ ზურგი აქცია.

დეტალური აღწერა:

ადამიანი თვითკმარია. ის ცხოვრობს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და მის გარშემო არსებულ სამყაროსთან. შეიძლება არსებობდეს შინაგანი ბარიერები და შეზღუდვები, მაგრამ ისინი გადაილახება დიდი ძალისხმევის გარეშე. არ არის დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობაც მშვიდია, ან ძალიან ახლოსაა სიმშვიდესთან. ადამიანი ტკბება თავისი გრძნობებით და მზად არის სამუდამოდ დარჩეს მათში.

გრძნობები და ურთიერთობები:

წყლის სამიანის არკანი შეიძლება მიუთითებდეს მარტოხელა ადამიანზე, რომელიც ბედნიერია, ისე როგორც არის. მას ნამდვილად არ სჭირდება არავინ, იმისთვის რომ იყოს ბედნიერი. ან შეიძლება საუბრობდეს საკმაოდ თავისუფალ ურთიერთობაზე, რომელშიც ყველაფერი ჰარმონიულია და არის სრული ურთიერთგაგება. პარტნიორები კი იღებენ სიამოვნებას ასეთი ურთიერთობით. პარტნიორები შესაძლოა ცალ-ცალკე უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ერთად.

ფიზიკური მდგომარეობა:

ადამიანი უსმენს საკუთარ თავს, სწავლობს თავის გრძნობებს. მარტოობისგან ის მხოლოდ სიამოვნებას იღებს, რადგან არავინ აწუხებს მას საკუთარ თავში მოგზაურიბისას.

რეკომენდაცია:

თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ საკუთარი თავი, პრეტენზიების გარეშე. ახლა არავინ გჭირდებათ.

გაფრთხილება:

ძალიან შორს არ უნდა შეცურო, რადგან შეიძლება ვერ გაუმკლავდე იმას, რასაც სულის სიღრმეში აღმოაჩენ.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანი ღიაა სამყაროს მიმართ, ხედავს მას მთლიანობაში, ამჩნევს ყოველ წვრილმანს და ეს მას ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს. ასეთ მდგომარეობაში მას სხვა პიროვნება ნამდვილად არ სჭირდება.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი ყველაფრისთვის ზედმეტად გახსნილია. ამ მდგომარეობაში ის ადვილად მოსანადირებელი მსხვერპლია მათთვის, ვისაც სურს ისარგებლოს მისი გულუბრყვილოებით. ეს შეიძლება მშვენივრად იცოდეს, მაგრამ საერთოდ არ ეშინოდეს ამის.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

საბოლოო პერსპექტივები ძალიან მაცდურია. ეს შეიძლება იყოს ნამდვილი სიყვარული, საიმედო მეგობრები, სერიოზული პრობლემების არარსებობა ცხოვრებაში. ამ კუთხით, წყლის სამიანის არკანი მომავალს გვიჩვენებს ნათელ და სასიამოვნო ფერებში.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანს ცხოვრებაში რთული პერიოდი ელის, რაც მარტო ყოფნის სურვილით იქნება გამოწვეული. მაგრამ ეს დაეხმარება მას საკუთარი თავის გაგებაში და შემდეგ შეძლებს იმას, რაც სურს.

ასევე:

მოამზადა: Onlinetarot.ge