ისწავლე მანარა

წყლის რვიანი – მანარას ტაროს კარტი

წყლის რვიანი მანარას ტარო

წყლის რვიანი

წყლის რვიანი მანარას ტარო
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: სატურნი თევზებში.
ნუმეროლოგია: 8.

საკვანძო სიტყვები:

თვალთვალი. ყურადღება. საფრთხე. ინტერესი. გაურკვევლობა. გაფრთხილება.

ზოგადი დახასიათება:

წყლის რვიანი ამბობს, რომ ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ქცევების და ქმედებების მონიტორინგი საგულდაგულოდ არის შესწავლილი. მაგრამ ეს ყველაფერი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ადამიანს ნამდვილად არ აქვს რაიმე დასამალი. ასეთ დროს, თვალთვალი შესაძლოა, მალევე გამოვლინდეს , რადგან დამკვირვებელი დაინტერესებულია საიდუმლოს გარკვევით.

პირდაპირ:

ზედმეტი ყურადღების ნიშნები. ადამიანი ყურადღებით უყურებს პარტნიორს და აანალიზებს მის ქცევას. ზოგჯერ ეს შეიძლება მიუთითებდეს ეჭვიანობაზეც.

ამოტრიალებული:

ახალი ნაცნობობა, ფლირტი, ბევრი კომუნიკაცია. ბედნიერების პოვნა, წვეულებებზე წასვლა.

დეტალური აღწერა:

სხვა ადამიანების ინტერესმა შეიძლება გაგაკვირვოთ. არსებული ცხოვრება ნაცრისფერი და მოსაწყენია, საინტერესოა ვის შეიძლება აინტერესებდეს ეს ყოველივე? – გპირდებათ ახალ ემოციებს და თავგადასავლებს.

გრძნობები და ურთიერთობები:

თუ უკვე არსებობს ურთიერთობა, მაშინ ეს არკანი ძალიან ხშირად მიუთითებს ეჭვიანობაზე. სხვა შემთხვევაში, ის საუბრობს ინტერესზე – მოსალოდნელია ყურადღებისა და ცნობისმოყვარეობის ნიშნების შემჩნევა. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გაურკვევლობის განცდა იმის გამო, რაც მის გარშემო ხდება.

ფიზიკური მდგომარეობა:

პიროვნებას შესაძლოა მოახლოებული ცვლილებების წინათგრძნობა ჰქონდეს. პარტნიორისგან აქტიური მოქმედებების მოლოდინი.

რეკომენდაცია:

უახლოეს მომავალში ყურადღება უნდა მიაქციოთ ნიშნებს. მათ შეუძლიათ შესანიშნავი შანსი მოგცეთ – რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

გაფრთხილება:

ამ არკანზე ჩვენ ვხედავთ ისრებს, რომლებიც აშკარა გაფრთხილებაა, საფრთხის შესახებ. თქვენ ახლოს ხართ საფრთხესთან, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და იმიქმედოთ. ასევე, არკანი ხშირად აფრთხილებს, რომ თქვენ ზედმეტად შეეხეთ ვიღაცის ინტერესებსა და გრძნობებს ან ჩაყავით ცხვირი სხვა ადამიანების ცხოვრებაში. რაც დამეთანხმებით სასიამოვნო ნამდვილად არ არის. თუ თქვენ აღმოჩნდებით ასეთ სიტუაციაში, მაშინ საუკეთესო გზა უბრალოდ უკან დახევაა.

არკანის დადებითი მხარე:

თუ ადამიანი (ან მისი საქმეები) ინტერესს იწვევს, მაშინ ეს შეიძლება ჩაითვალოს დადებით სიგნალად. ეს ნიშნავს, რომ ქმედებები არ არის უშედეგო – ის საინტერესოა გარშემომყოფთათვის. შეგიძლიათ ეს ერთგვარ აღიარებად მიიღოთ. გარდა ამისა, თქვენ აშკარად არ ხართ გულგრილი ადამიანების მიმართ და თუ სხვა არ გისურვებთ ცუდს, მაშინ ეს ყურადღება ყოველთვის კარგია.

არკანის უარყოფითი მხარე:

თვალთვალი ყოველთვის უსიამოვნოა და საფრთხის შეგრძნება ბოლომდე არ არის აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია, რა მოტივები და სურვილებია დამკვირვებლის გონებაში, მაინც ღირს ამ ყველაფრის მიღება – როგორც უარყოფითი ფაქტორი. ხშირად ასეთი მდგომარეობა იწვევს შფოთვის და საფრთხის განცდას – რაც უარყოფითად აისახება ადამიანის განწყობაზე. მაგრამ სჯობს არ ინერვიულოთ, უბრალოდ იყავით უფრო ყურადღებიანი.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

თუ ადამიანი დაკავებულია საჭირო და სასარგებლო საქმიანობით, მაშინ გარე ინტერესი ხშირად სავსეა განვითარების ახალი გზებით. ეს შეიძლება იყოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, კარგი რჩევები და სხვადასხვა შესაძლებლობები. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამკვირვებლის მოლოდინები გამართლებულია – მაგრამ რამდენად სწორია დაკვირვებები, უცნობია.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

აქ, ამ არკანს შეუძლია სხვა ადამიანების ინტერესის დაკარგვა უწინასწარმეტყველოს. ხოლო თუ ადამიანი აღარ არის დაინტერესებული სხვებით, მაშინ შეიძლება რამდენიმე დასკვნის გაკეთება. ან უბრალოდ ყურადღების ღირსი არ არის, ან დროს გაუსწრო და უბრალოდ ვეღარ უგებს მათ. ასევე შესაძლებელია, რომ პიროვნება საკუთარ თავში ზედმეტად იყოს ჩაკეტილი – ასეთი ადამიანები კი იშვიათად იწვევენ სხვების ინტერესს. ეს არ გახლავთ ყველაზე სასიამოვნო პერიოდი კომუნიკაციისთვის, რის შემდეგაც მოსალოდნელია ცვლილებები.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge