ისწავლე მანარა

წყლის მეფე – მანარას ტაროს კარტი

წყლის მეფე მანარას ტაროს კარტი

წყლის მეფე

წყლის მეფე მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მორიელი.
ნუმეროლოგია: არ აქვს.

საკვანძო სიტყვები:

გრძნობებით თამში. მანიპულირება. ნარცისიზმი.

ზოგადი დახასიათება:

წყლის მეფე მიუთითებს დონ ჟუანზე, ნამდვილ მაცდუნებელზე, რომელიც თამაშობს ქალების გრძნობებზე, მაგრამ ტოვებს მათ შედეგებზე ფიქრის გარეშე. ყველაზე ხშირად ეს არის მამაკაცი, რომელიც გაიზარდა არასრულყოფილ ოჯახში, მას მხოლოდ დედა ჰყავდა. ან დედა იყო ოჯახის უფროსი, მამა კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.

პირდაპირ:

ადამიანი, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას უთმობს გარეგნობას. გარეგნობა მისი მთავარი იარაღია და მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გარშემომყოფებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა. უფრო მეტიც, მის გარეგნობას და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოველთვის ითამაშებს გმირი/მოსიყვარულეს როლს.

ამოტრიალებული:

მიუთითებს კაცზე, რომლის ქცევა ემთხვევა ნამდვილ ჟიგოლოს. მას სურს მიიღოს ყველაფერი ცხოვრებისგან, მაგრამ არა საკუთარი ხარჯებით. ხანდახან შეიძლება თავი ნიჭიერ ხელოვან ადამიანად ჩათვალოს და ეს ერთგვარი საბაბიც იქნება, რომ მუშაობა თავიდან აიცილოს.

დეტალური აღწერა:

გულგრილობა სხვა ადამიანების ემოციების მიმართ, მაშინ როდესაც არსებობს სრული გაგება იმისა, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი. წყლის მეფე ძალიან კარგად იყენებს სხვა ადამიანების სისუსტეებს საკუთარი ინტერესებისთვის.

გრძნობები და ურთიერთობები:

ერთგვარი სპორტული ინტერესია ურთიერთობაში, არის მღელვარება. ასევე, ეს არკანი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომლის დასრულებაც სერიოზული დანაკარგების გარეშე შეუძლებელი იქნება. თქვენს პარტნიორს ურთიერთობა მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის სჭირდება.

ფიზიკური მდგომარეობა:

ინტიმური ურთიერთობებით ხდება ქალის დამცირება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გრძნობებით თამაში იყოს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო სერიოზულიც.

რეკომენდაცია:

ღირს თქვენი უპირატესობებით ისარგებლოთ და ხალხი მოხიბლოთ. ისინი თქვენს ქსელში გახვიოთ და ისე, გამოიყენოთ როგორც გსურთ. სხვა ადამიანების გრძნობებზე თამაში ზოგჯერ შეიძლება ძალიან სახალისოც კი იყოს.

გაფრთხილება:

ვიღაცას თქვენი შეცდენა სურს. დიდი ალბათობით მას არ აქვს კარგი ზრახვები და თქვენს გრძნობებს ცუდად გამოიყენებს. უახლოეს მომავალში ფხიზლად უნდა იყოთ და ყოველი კომპლიმენტის შემდეგ არ იჩქაროთ მის მკლავებში მოქცევა.

არკანის დადებითი მხარე:

ქალების გულის მოგების უნარი არასდროს იქნება ზედმეტი. ეს არ ეხება მხოლოდ ურთიერთობებს ან ინტიმურ მხარეს, ეს უნარი სასარგებლო იქნება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

არკანის უარყოფითი მხარე:

სუსტი ინტელექტი, მომავლის წინასწარმეტყველების უნარის ნაკლებობა და მოვლენების განჭვრეტის არ არსებობა ადამიანს არ მისცემს საშუალებას გახდეს ლიდერი.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

მამაკაცი მიიღებს საკუთარს და სხვაზე გადავა, ყოველ ჯერზე ეძებს ახალ ობიექტს, რომელიც უნდა დაიპყროს. მას ნადირობა აინტერესებს და როცა ნანადირევი ხელშია, ინტერესს კარგავს.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

აქ სიტუაცია დიდად არ განსხვავდება პოზიტიურისგან, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში წყლის მეფის არკანი მიუთითებს, რომ ნაკლები იღბალი იქნება და წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. მამაკაცს მოუწევს სერიოზულად შეამციროს მსხვერპლის არჩევის კრიტერიუმები, დაკმაყოფილდეს არა იმით, ვინც მას სურს, არამედ იმით, ვინც მისთვის ხელმისაწვდომია.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge