ისწავლე მანარა

წყლის დედოფალი – მანარას ტაროს კარტი

წყლის დედოფალი მანარას ტაროს კარტი

წყლის დედოფალი

წყლის დედოფალი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: კირჩხიბი.
ნუმეროლოგია: არ აქვს.

საკვანძო სიტყვები:

ძიება საკუთარ თავში. გახსნილობა. მეგობრულობა. შინაგანი მწუხარება. პატიოსნება.

ზოგადი დახასიათება:

წყლის დედოფალი სიმბოლოა სიყვარულის, ნამდვილი მეგობრობის, გახსნილობისა და პატიოსნების. ზოგჯერ ის საუბრობს რბილ მწუხარებაზე უსიამოვნო მოვლენების შემდეგ.

პირდაპირ:

მიუთითებს სენტიმენტალურ ადამიანზე, თუმცა, ის არ აპირებს გრძნობების გაზიარებას, ურჩევნია ყველა გამოცდილება და აზრი თავისთვის დაიტოვოს. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს ადამიანზე, რომელიც გადის გარკვეულ გზას ცხოვრებაში – რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს მწუხარებას. მაგრამ საკმაოდ რბილი ფორმით – ოპტიმიზმით.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, წყლის დედოფლის არკანი მიუთითებს ქალზე, რომელმაც საერთოდ არ იცის როგორ მართოს და გააკონტროლოს ემოციები. მის ქმედებები ხშირად ლოგიკასთან ახლოსაც არ დგას. იგი ხან ადიდებულ მდინარეს ჰგავს, ხან კი მშვიდ და წყნარ წყალს (ყველაფერი მხოლოდ განწყობაზეა დამოკიდებული). ამიტომ, ყველასთვის ადვილი არ არის მასთან საერთო ენის გამონახვა, მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ემოციების კონტროლი სჩვევია.

დეტალური აღწერა:

გადახედეთ ცხოვრებას, ეცადეთ დააკვირდეთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებს. ზოგჯერ მიუთითებს ადამიანზე, რომელიც განიცდის მძაფრ შეგრძნებებს.

გრძნობები და ურთიერთობები:

სიყვარული გარკვეულწილად ეგოისტურია. თუ წყვილზე ვსაუბრობთ, მაშინ გრძნობები ღრმაა, მაგრამ ისინი ცალ-ცალკე განიცდიან ამ გრძნობებს.

ფიზიკური მდგომარეობა:

წყლის დედოფლის არკანი სხეულის გაწმენდაზე მეტყველებს.

რეკომენდაცია:

არსებულ ვითარებაში უნდა იყოთ მშვიდი და იცხოვროთ დღევანდელი დღით. წყალი ჩამორეცხავს ყველა მწუხარებასა და ნეგატივს, ის გაქცევთ უფრო ჭკვიან და გამოცდილ ადამიანად.

გაფრთხილება:

თქვენ უნდა გქონდეთ საკმარისი შინაგანი სითბო, რომელიც გაგათბობთ ,,ცივ და წვიმიან პერიოდში”.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანი ძალიან ბუნებრივად იქცევა, მას შეუძლია სამყაროს აღქმა ემოციების და შეგრძნებების დონეზე.

არკანის უარყოფითი მხარე:

სამყაროს აღქმა შეიძლება იყოს ძალიან ცალმხრივი და პრიმიტიული. თუ ადამიანს რაღაც მოსწონს – კარგია, თუ არა – მაშინ ცუდი. არ არის საჭირო ყველაფრის განხილვა გრძნობებისა და ემოციების პრიზმაში.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

მოღრუბლული ამინდი გაივლის, ან ადამიანს ცხოვრებაში სხვა რამ გამოჩნდება, რაც წვიმიან პერიოდს დაავიწყებს. გახსოვდეთ, რომ ტანჯვა და სევდა სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი შეიძლება მიეჩვიოს სევდის მდგომარეობას, ტანჯვას. გახდეს ერთგვარი მაზოხისტი, რომელსაც ნამდვილად მოეწონება ეს ყველაფერი.
P.S ასეთ დროს სხვისი დახმარების გარეშე, ის ვერ შეძლებს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge