ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

ძალის არკანი თინეიჯერი ჯადოქრის ტაროს განმარტებები

ძალა

ძალის არკანი 
თინეიჯერი ჯადოქრის ტაროს განმარტებები
იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: მანდრაგორა.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ჩამუხლულია, კატასა და ძაღლს ებრძვის. მისი იარაღი არის მანდრაგორას დიდი ფესვი.
საკვანძო სიტყვები:
ძალა. სიმშვიდე. შიში. ბრძოლა. ძალის დემონსტრირება. დაპირისპირება.
სიმბოლიზმი:
მანდრაგორას ფესვი – უნიკალური თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეა. გამოუცდელ და არასწორ ხელში – ის ნამდვილი შხამია. ხოლო გამოცდილის ხელში – წამალი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.
კატა და ძაღლი – არის შიშები, რომლებიც ცხოვრობენ ყველა ადამიანის სულში. ეს შიშები კი უბრალოდ არ გაქრებიან – ისინი უნდა დაამარცხო და განდევნო.
პროგნოზი:
ფსიქიკური ჭრილობები ბევრად უფრო რთული და საშიშია, ვიდრე ფიზიკური. მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როცა ისინი თვითშეფასებას აქვეითებენ და ხელს უშლიან ადამიანს ცხოვრებით ტკბობაში. გახსოვდეთ, რომ ყოველი ჭრილობა ღირებული გამოცდილებაა. საჭიროა გარკვეული დასკვნების გამოტანა და წინსვლა. რაც უფრო მეტად გაამახვილებთ ყურადღებას წარსულ პრობლემაზე, მით უფრო უარესია ის თქვენთვის.
ჩვენ უნდა შევხედოთ მომავალს და რაც შეიძლება ნაკლებად გავიხსენოთ წარსული. რადგან, წარსული არის ჩრდილი, რომელიც ქრება აწმყოს ნათელი შუქის წინ.
ებრძოლე შინაგან შიშებს, ისწავლე საკუთარი თავის კონტროლი. თქვენი შიშები თქვენი სისუსტეა. თუ მათ დაამარცხებ, გაძლიერდები.

მოამზადა: Onlinetarot.ge