ისწავლე მანარა

ცეცხლის შვიდიანი – მანარას განმარტებები

ცეცხლის შვიდიანი მანარას ტაროს კარტი

ცეცხლის შვიდიანი

ცეცხლის შვიდიანი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მარსი ლომი (დემონსტრაციული აქტივობა).
ნუმეროლოგია: 7.

საკვანძო სიტყვები:

ინტერესის დაკარგვა. დაღლილობა. იმპოტენცია. პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში. დაავადება. პრობლემები. შეუსაბამო პოზიცია. შეთავაზებები.

ზოგადი დახასიათება:

ცეცხლის შვიდიანი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ყელში აქვს ყველაფერი. დაიღალა ურთიერთობებით, ეზიზღება ყურადღება, რომელსაც სხვები იჩენენ. ან ბევრი შემოთავაზება აქვს, მაგრამ შანსი არ არის. შეიძლება იყოს ურთიერთობის განვითარების მცდელობა, მათში ახალი სიცოცხლის ჩასუნთქვა.

პირდაპირ:

ადამიანი გამოფიტულია როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ან დაღლილობის ზღვარზეა. ზედმეტად აქტიური ცხოვრება ჰქონდა, ჰყავდა ძალიან ბევრი პარტნიორი, რასაც მთელ ძალებს უთმობდა – შედეგად, კი მიიღო გამოფიტვა. ახლა უკვე ვეღარაფერ სასარგებლოს ვეღარ აკეთევს. ასევე, ამ არკანმა შეიძლება მიუთითოს, რომ ადამიანი წარმართავს ძალიან მანკიერ ცხოვრების წესს და მასზე დახარჯავს მთელ ძალას. გახსოვდეს, რომ მხოლოდ გარე გარემოებებს შეუძლია მისი შეჩერება.

ამოტრიალებული:

შებრუნებულ მდგომარეობაში, ცეცხლის შვიდიანის არკანი მიუთითებს ადამიანზე, რომელიც სულელურ სიტუაციაშია. მას არ აქვს არც სურვილები, არც მისწრაფებები. მაგრამ სინამდვილეში ეს არაა დიდი პრობლემა, ეს არის მისი ნორმალური მდგომარეობა, სრული დასვენებისა და აქტიურობის პერიოდებს შორის.

დეტალური აღწერა:

არ არის ბალანსი. სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა. დაღლა ყველასგან და ყველაფრისგან.

გრძნობები და ურთიერთობები:

ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან ზედმეტი ყურადღებაა, ის ფაქტიურად ახრჩობს გრძნობებით. ძალიან ბევრი რამ ხდება და ამ დროს ვერ ხვდება, რომ ის ჩუმად იწყებს მის სიძულვილს. მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული ტემპერამენტი. არ გაქვთ სურვილი ხშირად იყოთ პარტნიორთან.

ფიზიკური მდგომარეობა:

განსხვავებული ტემპერამენტი, განსხვავებული მოთხოვნილებები, სურვილები და შესაძლებლობები.

რეკომენდაცია:

თქვენ უნდა იყოთ უფრო ყურადღებიანი პარტნიორის მიმართ, მეტი ყურადღება მიაქციოთ მის სურვილებს. უარესი მაინც ვერ მოხდება, მაგრამ არის შანსი, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

გაფრთხილება:

თუ თქვენი პარტნიორი არ არის მზად დიდი სიყვარულის გამოხატვისთვის, მაშინ თქვენ უნდა აიღოთ სიყვარულის გამოხატვის სადავეები. გახსოვდეთ, რომ კოვზის დოზა წამალია, ხოლო მთლიანი ჭიქის მიღება – შხამი. თუ გადააჭარბებთ, შეგიძლიათ მოკლათ ყველა გრძნობა.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანი ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით და იღებს ყველაფერს, რაც სურს. ის ხშირად ხდება ზარმაცი ადამიანების შურის ობიექტი. მაგრამ ის ამას ყურადღებას არ აქცევს.

არკანის უარყოფითი მხარე:

ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპი არ აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდეს საკითხების არსს. ადამიანი უბრალოდ აღწევს მწვერვალებს, არ ჩადის სიღრმეებში და აკლია ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ეს არკანი მიუთითებს კრიზისზე, რომელიც უკვე მოვიდა ან ძალიან ახლოს არის. რთული იქნება და შეცვლის ადამიანის ცხოვრებას. დადებითი აქ ის არის, რომ მისი გაუთავებელი და შეუზღუდავი სწრაფვა სიამოვნებისკენ შეჩერდება. ცოტა ხნით მაინც.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

აპათიის მდგომარეობა გამწვავდება, სასოწარკვეთა დაეუფლება ადამიანს. მას შეუძლია იზოლირება მოახდინოს მთელი სამყაროსგან და ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს თვითმკვლელობის რისკიც.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge