ცეცხლის რვიანი

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მერკური მშვილდოსანში (სისწრაფე. ინფორმაცია).
ნუმეროლოგია: 8.
საკვანძო სიტყვები:
უსაფრთხო სექსი. დისტანციური სიყვარული. აგზნება. ფანტაზიები.
ზოგადი დახასიათება:
ცეცხლის რვიანი ამბობს, რომ ადამიანი არ ცხოვრობს რეალურ სამყაროში, მას ფანტაზიები მართავენ. ფანტაზიებში ცხოვრებას ამჯობინებს, რეალობა კი ზედმეტად მოსაწყენია მისთვის. ჩვეულებრივი ურთიერთობები მისთვის ძალიან მოსაწყენია. ამიტომ ხშირ შემთხვევებში უყვარს ეგზოტიკური ან არატრადიციული ტიპის ურთიერთობები (მაგალითად როგორიცაა სატელეფონო სექსი). ის არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, რადგან მაშინ მას მოუწევს დაემშვიდობოს ფანტასტიკურ სამყაროს, სადაც ის ცხოვრობს.
პირდაპირ:
დისტანციური ურთიერთობები. ინტერნეტით, სატელეფონო ან ვირტუალური სექსი. სიზმრები, ფანტაზიები, ილუზიები. ადამიანს არ სურს ურთიერთობების რეალობაში გადმოტანა, ის ისეც თავს კარგად გრძნობს.
ამოტრიალებული:
ადამიანი მიხვდა, რომ ფანტაზიებსა და ოცნებებში კარგია, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის საჭიროა ძალისხმევა და კონკრეტული ქმედებები. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ შეყვარებულები ერთმანეთისგან შორს არიან და მათი ურთიერთობა (იძულებით) დისტანციურად ვითარდება.
დეტალური აღწერა:
ეგზოტიკური შეგრძნებების განცდის ძლიერი სურვილი, სექსუალური თავგადასავლების ძიება. მაგრამ, როგორც წესი, ეს ძიება ხდება მხოლოდ გონებაში და ძალიან იშვიათად ხორციელდება რეალურ ქმედებებში.
გრძნობები და ურთიერთობები:
ეს არკანი თითქმის ყველა შემთხვევაში მიუთითებს იმაზე, რომ არ არის პირდაპირი კონტაქტი პარტნიორებს შორის, ურთიერთობები დისტანციურია. ასევე შესაძლოა მხოლოდ ერთმა პარტნიორმა იცოდეს ამ ურთიერთობების შესახებ, რადგან მისი ფანტაზიის ნაყოფია. არსებობს მიდრეკილება ვნებათაღელვისკენ, რაც შესაძლოა სხვა მანკიერებების გასაღები იყოს. მარტივ გამოვლინებაში, ეს უბრალოდ მიუთითებს საინტერესო და უვნებელი ფანტაზიების მქონე ადამიანზე.
ფიზიკური მდგომარეობა:
სექსი ფიზიკური კონტაქტის გარეშე.
რეკომენდაცია:
დროა გააცნობიეროთ თქვენი სექსუალური ფანტაზიები. მიეცით თქვენს ფანტაზიებს გასაქანი.
გაფრთხილება:
თუ ძალიან ბევრს ფანტაზიორობ, მაშინ შეგიძლია “სრულად გადახვიდე გამოგონილ სამყაროში”, უბრალოდ ამის შემდეგ რეალობაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ხანდახან ეს არკანი მიუთითებს იმაზე, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ჭორებთან. ისინი შეიძლება თქვენ თავადაც მოყვეთ და გაავრცელოთ საკუთარ თავზე. თუმცა ამ ყველაფერს იშვიათად ექნება რეალური საფუძველი (გამოგონილი იქნება).
არკანის დადებითი მხარე:
ოცნებისა და ფანტაზიის უნარი დადებითი თვისებაა. ყველა დიდ ადამიანს ჰქონდა განვითარებული წარმოსახვა. ამის გარეშე შეუძლებელია სამყაროს შეცვლა. ეს არის ადამიანის დადებითი და ხშირად ყველაზე გამორჩეული თვისება, რომელიც ეხმარება მას მიაღწიოს წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
არკანის უარყოფითი მხარე:
მდიდარი ფანტაზია ადამიანს შესანიშნავ ნახატებს უხატავს, რაც თანდათან აშორებს რეალობას. მას აღარ შეუძლია საღად შეაფასოს თავისი ქმედებები და კარგავს კონტროლს თავის აზრებზე. თუ ის ღრმად ჩაიძირება გამოგონილ სამყაროში, მაშინ მისი რეალობაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
რეალობა მაინც იმარჯვებს. გამოგონილ სამყაროში სამუდამოდ ვერავინ იცხოვრებს. მართალია, ამ სამყაროს ნგრევა და რეალობაში დაბრუნება შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მაგრამ საბოლოოდ ეს სარგებელს მოუტანს ადამიანს. მაშინაც კი, თუ რეალური სამყარო მისთვის ძალიან უფერული ჩანს.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი ზედმეტად პრაგმატულია, პირდაპირ აზროვნებს და ყოველთვის ლოგიკას ეყრდნობა. ეს ხელს უშლის მას ცხოვრების გემოს შეცნობაში. მისი არსებობა ძალიან უსუსურია და მისი სურვილები კი მარტივი. ეს ყოველთვის ცუდი არ არის, ვიღაც ალბათ კმაყოფილია ასეთი ცხოვრებით (ან ასეთი პარტნიორით) მაგრამ… ძალიან მოსაწყენია.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge