ცეცხლის ოთხიანი – მანარას განმარტებები
ცეცხლის ოთხიანი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვენერა ვერძში.
ნუმეროლოგია: 4.
საკვანძო სიტყვები:
ფარული ურთიერთობა. სამსახურეობრივი რომანი. მანიპულირება.
ზოგადი დახასიათება:
ცეცხლის ოთხიანი არის ყველაზე ბნელი არკანი ცეცხლის მასტიდან. ის მოქმედებები, რომლებზეც არკანს შეუძლია მიუთითოს, უნდა იყოს დამალული ყველასგან, ფარულად შესრულებული.
პირდაპირ:
ჩვეულებრივ მიუთითებს საიდუმლო ურთიერთობაზე. ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობა, საოფისე რომანი ან უთანასწორო ურთიერთობა. რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, იყოთ ერთად და ყველასთვის ცხადად. შესაძლოა უბრალოდ ადამიანებს არ სურდეთ ურთიერთობის აფიშირება. გარდა ამისა, ერთ-ერთ პარტნიორს შეუძლია მეორეზე მანიპულირება სექსუალურობის გამოყენებით. მაგრამ ეს პოზიცია შეიძლება მოერგოს ორივეს პარტნიორს, რადგან ორივე მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება.
ამოტრიალებული:
არის ძალადობა ურთიერთობებში (ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური გაგებით). ერთ-ერთ პარტნიორს ძალიან დიდი ძალა აქვს და არ ერიდება გამოყენებას. მას არ აქვს მუხრუჭი, ამის გამო მის პარტნიორს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, ფაქტობრივად მისი მონაა.
დეტალური აღწერა:
ადამიანი აცნობიერებს თავის შინაგან სურვილებს და პარტნიორი სიხარულით აძლევს ამის განხორციელების საშუალებას. სექსუალური მანიპულირება. არსებობს დიდი სურვილი, არ გახდეს სააშკარაო არსებული მდგომარეობა და ბევრი მომენტი დაიმალოს. სხვათა შორის, თუ ხუთშაბათს ცეცხლის ეს არკანი ამოვარდა, მაშინ ადამიანს (ვისთვისაც გაშლილია) შეუძლია უარყოს აშკარა რამ, თითქოს არ სჯერა.
გრძნობები და ურთიერთობები:
ერთმანეთზე ძლიერი დამოკიდებულებაა. მაგრამ ურთიერთობა შეიძლება იყოს არათანაბარი, უბრალოდ არსებული სურვილების დასაკმაყოფილება, მომავალზე ფიქრის გარეშე. დიდი მღელვარება, იმის გამო, რომ ურთიერთობა საიდუმლოა. სურვილები ხშირად არასწორია.
ფიზიკური მდგომარეობა:
შესაძლოა იყოს დარღვევები სასქესო ორგანოში. მიდრეკილება გარყვნილებისკენ, რომელიც საგულდაგულოდ იმალება.
რეკომენდაცია:
თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ, თქვენ არ ხართ ვალდებული მასში უცხო ადამიანები ჩარიოთ.
გაფრთხილება:
ყველა საიდუმლო მაინც გაცხადდება და ეს შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზი გახდეს საყვარელი ადამიანებისთვის. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ არ გჭირდებათ დამალვა, ადრე თუ გვიან მაინც ყველა გაიგებს.
არკანის დადებითი მხარე:
ამ არკანში დადებითი მხარე არ არის. ერთი ადამიანი მეორეზე მანიპულირებს და ყველანაირად იყენებს მას. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე იძენს ამით გარკვეულ სიამოვნებას, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ურთიერთობა “ბატონი და მონას” ფორმატშია.
არკანის უარყოფითი მხარე:
მსხვერპლს აქვს შანსი, გააკეთოს განსხვავება. ბატონი შეეგუება იმას, რასაც აკეთებს და ასევე შეეგუება თავის მონას. შემდეგ კი, სიყვარულის გამოყენებით, ქვეშევრდომს ადვილად შეუძლია ბატონის მანიპულირება.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ვინც დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია, მიიღებს თავმდაბლად თავის ბედს. ის დაივიწყებს თვითშეფასებას და გადაწყვეტს, რომ თუ ეს მოხდა, მაშინ ეს არის ბედი, რომელსაც უნდა შეეგუოს.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ძალადობა შობს ძალადობას. პატრონი ვერ შეაჩერებს და ამან შეიძლება საშინელი დასასრული გამოიწვიოს. მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ყველაფერი შეიცვალოს.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge