ცეცხლის მეფე

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ლომი.
ნუმეროლოგია: არ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
მამაკაცური ენერგია. ეგოისტობა. ბუნებასთან ერთიანობის განცდა. პიროვნული ძალა. ქარიზმა. პარტნიორების ხშირი ცვლა. თავდაჯერებულობა. სიხარული. მექალთანეობა.
ზოგადი დახასიათება:
ცეცხლის მეფე ხშირად საუბრობს დღესასწაულებსა და სიხარულზე. ის ასევე განასახიერებს ნამდვილ მამაკაცს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ქალის გულის დაპყრობა. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ თავში, რაც იზიდავს საპირისპირო სქესს. იცის თავის ლამაზად მოვლა. ხშირად ჩვეულებრივი მექალთანეა, რომელსაც არც ერთ ქვედაკაბას არ ტოვებს.
პირდაპირ:
ეს არკანი პირდაპირ მიუთითებს კაცზე, რომელიც ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რაც მისი ინტერესის ობიექტია. ის ნამდვილი ეგოისტია. არ აქვს განვითარებული ინტელექტი, თუმცა ვუზუალით ნამდვილ მამაკაცს ჰგავს. ამიტომ, მას შეუძლია მოახდინოს სხვებზე შთაბეჭდილება, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასში ძალიან ბევრი თვითკმაყოფილებაა.
ამოტრიალებული:
მიუთითებს მიზანდასახულ პიროვნებაზე, რომელიც მიდის თავისი მიზნებისკენ. ხშირად ის ძალიან ჭკვიანი და ეშმაკია. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, გარშემომყოფი ადამიანები იშვიათად იფიქრებენ, რომ მასზე ჭკვიანები ან ძლიერები არიან.
დეტალური აღწერა:
აქვს სურვილი გამოავლინოს საუკეთესო თვისებები, გამოიყურებოდეს გმირად. არის ძალაუფლებისკენ ლტოლვა. სურს ლამაზი სიყვარული. მამაკაცი თავდაჯერებული და სავსეა მონდომებით.
გრძნობები და ურთიერთობები:
დიდი ყურადღება ეთმობა საკითხის გარეგნულ მხარეს. მამაკაცი ნამდვილ რაინდს, საოცრად გალანტურ შეყვარებულს ჰგავს. ქალი კი ამ დამოკიდებულებას ბუნევრივად თვლის. თითქმის შეუძლებელი იქნება მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ფიზიკური მდგომარეობა:
ხიბლი და გარეგანი მიმზიდველობა. მოზღვავებული ძალა, ადამიანში ენერგია დუღს.
რეკომენდაცია:
განშორებაც კი შეიძლება იყოს ლამაზი, რომ მხოლოდ კარგი მოგონებები დარჩეს. ხანდახან უნდა ეცადო, რომ ყველაფერი ლამაზად გააკეთო.
გაფრთხილება:
ეს არკანი აფრთხილებს ურთიერთობაში უხეშობის და სისაატიკის გამოვლენისგან, რაც იშვიათად არის გააზრებული. ხშირად ადამიანს სტკივა, მაგრამ ამას ვერც კი აცნობიერებს. ქალისთვის გაშლაში არკანი საუბრობს, რომ ბედნიერებისთვის ბევრ რამეზე მოუწევს თვალის დახუჭვა.
არკანის დადებითი მხარე:
ადამიანი პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე, თუ ის ლაპარაკობს, მაშინ ის აკეთებს კიდეც. მამაკაცის ასეთი ქცევა, სხვა თვისებებთან ერთად არცერთ ქალს არ დატოვებს გულგრილს.
არკანის უარყოფითი მხარე:
ქცევაში არის გარკვეული უხეშობა, რომელიც ხშირად გაუაზრებლად ვლინდება. ადამიანი გარკვეულწილად მოუხერხებელია და შეიძლება სხვა ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს, თუმცა ამას შემთხვევით გააკეთებს და არა გააზრებულად და ბოროტად. უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს და არ არის საჭირო ამის გამო განაწყენება, რადგან გააზრებულად არ შეურაცხყოფს.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ასეთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ განვითარდეს და მიაღწიოს თავის მიზნებს. წინსვლა მისი ცხოვრების მთავარი მიზანია.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ცეცხლის მეფემ თუ ძალიან ბევრ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა ან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა (რადგან თავად არ აქცევს ამას ყურადღებას), შეიძლება სერიოზულ სირთულეებს გადააწყდეს.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge