ცეცხლის ექვსიანი – მანარას განმარტებები
ცეცხლის ექვსიანი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: იუპიტერი ლომი (კეთილგანწყობილი დიდგვაროვანი, რომელსაც უყვარს ფუფუნება და სიამოვნება. ის საკუთარი ნებით უთმობს სხვებს თავისი ბედნიერების ნაწილს).
ნუმეროლოგია: 6.
საკვანძო სიტყვები:
გართობა. მარტივი გამარჯვება. არასწორი სამიზნე. მოწყენილობა. ლეთარგია. შეუსაბამო პარტნიორი. დათმობა. ცნობისმოყვარეობა. ზედაპირული გრძნობები.
ზოგადი დახასიათება:
ცეცხლის ექვსიანი ჩვეულებრივ საუბრობს უთანასწორო ურთიერთობაზე. ადამიანები სხვადასხვა სოციალურ ფენაში არიან და განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ერთ-ერთი პარტნიორისთვის ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მხოლოდ გართობის საშუალება, მოწყენილობისგან თავის დასაღწევად. მან მშვენივრად იცის, რომ ერთობლივი მომავალი არ არსებობს და ვერც იქნება. მეორე პარტნიორმა შეიძლება იცოდეს ამ ბარიერების შესახებ, რომელსაც უთანასწორობა ქმნის და ამის გამო ძალიან იტანჯება.
პირდაპირ:
ადამიანი მოწყენილია და ვერ პოულობს გასართობს. ეს კი მას ახალი ურთიერთობისკენ უბიძგებს, მაგრამ ამ ყველაფერში სერიოზული არაფერი იქნება. ხშირად ის ირჩევს მარტივად დასაპყრობ სამიზნეს, რომელიც უფრო დაბალი სტატუსისაა. პარტნიორებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რაც არ მისცემს მათ საშუალებას ურთიერთობა უფრო სერიოზულ დონეზე გადაიყვანონ. თუ ორივეს ესმის ეს ყველაფერი, მაშინ განშორების შემდეგ სევდა არ იქნება.
ამოტრიალებული:
ადამიანი სხვაგან ეძებს კავშირებს და თავის პარტნიორთან უკეთესი ურთიერთობის სურვილი აქვს. მას უბრალოდ სურს მიიღოს რაიმე კონკრეტული (მაგალითად სექსში), მაგრამ რატომღაც ის არ ცდილობს ეს მიიღოს პარტნიორისგან, ამჯობინებს სხვაში ეძებოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს ურთიერთობების გაწყვეტას. ასევე, ეს არკანი ხშირად მიუთითებს ასაკთან დაკავშირებულ კრიზისებზე, როდესაც ადამიანი აწყდება იმ ფაქტს, რომ მისი შინაგანი ძალები არ შეესაბამება ფიზიკურ შესაძლებლობებს.
დეტალური აღწერა:
ზედაპირული გრძნობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უხერხულობა. ასევე, სიტუაციაში არის გაურკვევლობა.
გრძნობები და ურთიერთობები:
ურთიერთობები გართობისთვის არის. მიზეზი ყველაზე ხშირად მოწყენილობა და ერთფეროვნებაა. პარტნიორებს შორის თანასწორობის საკითხი არ არის, რაც ასევე თავის კვალს ტოვებს ურთიერთობაში. ასეთ კავშირებს მომავალი არ აქვს და დროებითია.
ფიზიკური მდგომარეობა:
სპორტში ამ მდგომარეობას ცალ კარში თამაშს ეძახიან. ერთ-ერთმა იცის ყველაფერი, ხოლო მეორე გაურკვევლობაშია და არ იცის რა მოიმოქმედოს.
რეკომენდაცია:
ზოგჯერ შეგიძლიათ უბრალოდ გაერთოთ და მიიღოთ ნამდვილი სიამოვნება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უჩვეულო სიტუაციები და გადაამოწმოთ თქვენი პარტნიორი. თუმცა აქ მთავარია გარკვეული საზღვრების დაცვა. არ გადაამეტოთ!
გაფრთხილება:
მთავარია, არ დაკარგოთ სტატუსი და შეინახოთ თქვენი რეპუტაცია. ზოგიერთი კავშირი შესაძლოა არ იყოს სწორი.
არკანის დადებითი მხარე:
ადამიანი ყველაფერს აკეთებს მოწყენილობისგან თავის დასაღწევად. სტაბილურობა მისთვის ზედმეტად უაზრო და მოსაწყენია. მოქმედებს ისე, როგორც შესაძლებლობაც ექნება.
არკანის უარყოფითი მხარე:
ამ არკანში უარყოფითი ის არის, რომ მოწყენილობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იშვიათად არის შერჩევის პროცესში. ის იჭერს ყველაფერს, რაც ხელში ხვდება. ეს კი ხშირად მითვის საზიანოა. ის არ ფიქრობს წესიერებასა და სხვა ადამიანების მოსაზრებებზე. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას, რომლის შექმნაზეც შრომობდა.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
საბოლოდ ადამიანი აქტიურობის წყურვილს სრულად მოიკლავს, მოწყენილობას განდევნის და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება. მას აღარ სჭირდება წარმავალი თავგადასავლები. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ცოტა ხნით. ადრე თუ გვიან ისევ მობეზრდება ერთფეროვნება და დაიწყებს თავიდან.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
თავგადასავლების ძიება დიდხანს გაგრძელდა. პიროვნებას მოეწონა ეს და საერთოდ არ სურს გაჩერება. მასში ყველა ცნება შეიცვალა. წარსულ ცხოვრებას ვეღარ უბრუნდება. ეს კარგია თუ ცუდი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
ასევე:
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge