ცეცხლის ათიანი – მანარას განმარტებები
ცეცხლის ათიანი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: სატურნი მშვილდოსანში (სისუსტის გამოვლენის შიში).
ნუმეროლოგია: 1.
საკვანძო სიტყვები:
ძალადობა. სისასტიკე. აგრესია. ტირანია. დაშინება. დრამა. აკრძალვა. დამცირება. იძულება. ვნებების დუღილი. გაუპატიურება.
ზოგადი დახასიათება:
ცეცხლის ათიანი მიუთითებს გაზრდილ აგრესიულობაზე, სისასტიკეზე. ვნებები დუღს და ნებისმიერი წინააღმდეგობა მხოლოდ აგრესორს იწვევს. ადამიანი ინსტინქტურად მოქმედებს, ზოგჯერ სასოწარკვეთითაც კი. მისი რაიმეში დარწმუნება უბრალოდ შეუძლებელია, ის არ მოუსმენს ყველაზე გონივრულ არგუმენტებსაც კი. ეს არკანი ხშირად მიუთითებს ტირანზე, რომელიც ატერორებს პარტნიორს და ამძიმებს მის ცხოვრებას.
პირდაპირ:
ადამიანი მსხვერპლია და მისი ყველა მცდელობა შეწყვიტოს ყოფნა, მხოლოდ მონადირის პროვოცირებას ახდენს. წინააღმდეგობა უფრო გაამძაფრებს ვნების სურვილს. ეს არკანი ხშირად მიანიშნებს მორალურ ძალადობაზე და თუ სხვა არკანებიც ადასტურებს, ეს შეიძლებქ აფრთხილებდეს გაუპატიურების რეალურ საფრთხეზე.
ამოტრიალებული:
ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ეს არკანი მიუთითებს მოძალადესა და ტირანზე. ადამიანს სურს ყველას გაკონტროლება, თუ წარმატებას მიაღწევს, მაშინ ტკბება თავისი ძალით. ასეთი ქცევა შეიძლება ძალიან საშიში იყოს ყველასთვის, ვინც გაბედავს წინააღმდეგობის გაწევას.
დეტალური აღწერა:
ადამიანი ძლივს აკონტროლებს თავის ქმედებებს ან აღარ შეუძლია ამის გაკონტროლება. ის უკიდურეს ზღვარზეა, რაც შეიძლება ძალიან ცუდი იყოს. მოქმედებს ინსტინქტურად, იწვევს კონფლიქტებს და გრძნობს სიბრაზეს. ადამიანი ცხოველს ჰგავს, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული.
გრძნობები და ურთიერთობები:
ადამიანს შეუძლია პარტნიორი თავის საკუთრებად მიიჩნიოს. ის საჭიროდ ჩათვლის თავისი ძალაუფლების დემონსტრირებას და ვაი ყველას, ვინც გაბედავს და წინააღმდეგობის გაუწევას. უკმაყოფილების გრძნობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრაზი. ხანდახან ეს არკანი მიუთითებს გაუპატიურებაზე.
ფიზიკური მდგომარეობა:
არ არის თვითკონტროლი. ადამიანების უხეში მეთოდებით იძულების ტენდენცია.
რეკომენდაცია:
ზოგჯერ მიზანი ნამდვილად ამართლებს საშუალებებს და თუ ეს ღირს, მაშინ შეგიძლია მიაღწიო დასახულ მიზანს – ნებისმიერი საშუალებით. მთავარია არ გადააჭარბოთ და სწორად შეაფასოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გაფრთხილება:
ღირს სიფრთხილე, ასეთმა ქცევამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს საპასუხო ძალადობა. თქვენ შეიძლება დაკარგოთ კონტროლი სიტუაციაზე და ჩავარდეთ ინსტინქტების უფსკრულში, რომელშიც ფრენა შეიძლება იყოს ძალიან გრძელი, ხოლო დაშვება კი მტკივნეული.
არკანის დადებითი მხარე:
ამ არკანს არ აქვს დადებითი მხარე. ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი მეთოდია, განსაკუთრებით მსხვერპლის გადმოსახედიდან.
არკანის უარყოფითი მხარე:
ზოგჯერ მსხვერპლი თავად პროვოცირებს ძალადობას. მათ არ ესმით, რომ ქცევებით და ადამიანის მიმართ დამოკიდებულებით, ყველაფერს აკეთებენ მის გასაბრაზებლად და გამოსაწვევად. ეს არ ამართლებს მოძალადეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ მცირე ბიძგი სჭირდება, შემდეგ კი მას ვეღარ აჩერებენ.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ძალადობა უკვე ხდება ან განხორციელდება ადამიანის მიმართ. ეს უნდა იქნას გაგებული და აღქმული, როგორც გაფრთხილება საკუთარი თავის დასაცავად – საკუთარუ ინტერესების დასაცავად. ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერ ფასად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლს ემუქრება ასეთი სიცოცხლის რისკი. ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრნი არიან, უბრალოდ, ერთ დროს მათ ვერ გაბედეს ოდნავი წინააღმდეგობის გაწევა.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
მოძალადეს განსაკუთრებული პერსპექტივა არ აქვს. ის გააგრძელებს იმის კეთებას, რაც სურს და ამით დიდ კმაყოფილებასაც მიიღებს. მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უფრო დიდი ძალის დახმარებით, რადგან ის არასოდეს შეაჩერებს საკუთარ თავს.
ასევე:
გაიარეთ თქვენი გზა – ნებისმიერი გზით. თქვენ იმყოფებით სიტუაციაში, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებებას.
გაშლისას კითხვებზე:
მოამზადა: Onlinetarot.ge