შეყვარებულები

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: გარტერი.
არკანის აღწერა:
ორ ახალგაზრდა ჯადოქარს სურს ბიჭის ყურადღების მიპყრობა. ერთ-ერთი მათგანი ეყრდნობა სექსუალურობას და ყოველმხრივ ავლენს თავის ქარიზმას. მეორე კი ავლენს თავის გრძნობებს და არ ცდილობს ვინმე აცდუნოს. ბიჭის უკან მოფრინავს ღამურა და აგდებს კაკალს.
საკვანძო სიტყვები:
განსაზღვრულობის ნაკლებობა. სილამაზე. ელეგანტურობა. ფლირტი. კრეატიულობა. სასიყვარულო სამკუთხედი. მიმზიდველობა. არჩევანი.
სიმბოლიზმი:
ღამურა – უსინათლოა და მხოლოდ ბგერებზე რეაგირებს. ის ენდობა თავის შეგრძნებებს და დაფრინავს მოხდენილი ჩიტივით. ეს მიგანიშნებთ, რომ თქვენ უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და შინაგან გრძნობებს. აუცილებლად გაითვალისწინეთ გასული გამოცდილება – სწორედ ამაზე მიუთითებს კაკალი.
ჯადოქრები რომლებიც სხვადასხვა ფერის ტანისამოსში არიან გამოწყობილი ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი შინაგანი სამყაროა მნიშვნელოვანი.
ახალგაზრდა ბიჭი – არის თავდაჯერებულობის ნაკლებობა და სხვების მხრიდან ზეწოლის სიმბოლო.
პროგნოზი:
ყოველ დღე იძულებული ხართ აირჩიოთ და მიიღოთ გადაწყვეტილებები. თითოეული არჩეული ვარიანტი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, არის დამატებითი ცხოვრებისეული გამოცდილება (ის დაგეხმარებათ მომავალში). ნუ შეგეშინდებათ თქვენი დაუცველობის. როგორც ჩანს, უბრალოდ გამოცდილება გაკლიათ. ყოველთვის არ არის საჭირო რაციონალურად ფიქრი, ზოგჯერ სწორედ ის არის საჭირო, რომ მოუსმინოთ თქვენ შინაგან ხმას და მიჰყევთ ემოცია-განცდებს.
თქვენი სული გეუბნებათ, რომ ისწავლეთ მისი მოსმენა.

მოამზადა: Onlinetarot.ge