შეყვარებულები

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ტყუპები (მე ვფიქრობ. კომუნკაბელური)
ნუმეროლოგია: 6.
კი/არა: კი. კარგ კომუნიკაციას საჭიროებს სწორი გადაწყვეტილების მიღება.
საკვანძო სიტყვები:
თავგანწირვა. ემოციები. თანაგრძნობა. არჩევანი. კავშირი. დიდსულოვნება. პარტნიორზე დამოკიდებულება. ტანჯვისგან სიამოვნების მიღება. სექსუალური ენერგია. კომპლემენტარულობა (ორმხრივი შესაბამისობა).
ზოგადი დახასიათება:
არკანი შეყვარებულები ხშირად საუბრობს სიყვარულზე, ემოციებსა და ვნებებზე, ასევე თავგანწირვისთვის მზადყოფნაზე. ზოგჯერ ეს მიუთითებს სიყვარულისგან ტანჯვაზე და არა იდიალურ ურთიერთობაზე.
პირდაპირ:
ერთ-ერთ პარტნიორს ნამდვილად უყვარს, მაგრამ მეორე მხოლოდ საშუალებას იძლევა უყვარდეთ – ის თავად არ განიცდის განსაკუთრებულ გრძნობებს. თუ პირველი მზად არის პარტნიორის გულისთვის ყველაფერზე წავიდეს, მთლიანად მიუძღვნას მას თავი და დაივიწყოს საკუთარი ინტერესები, მაშინ მეორე (ამ შემთხვევაში) ზედმეტად ეგოისტია და ის ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
ამოტრიალებული:
ურთიერთობებში არის გაუგებრობა და დისბალანსი. ურთიერთობები დინებას მიყვება, განვითარება არ არის. შეიძლება იყოს ეჭვები ან თუნდაც ეჭვიანობა, შესაძლოა უკმაყოფილების შეგრძნება. ასევე შესაძლოა იყოს უპასუხო სიყვარული ან ღალატი. ასევე შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სიყვარულისგან დაბრმავდეს ადამიანი და ვერ დაინახოს ის რაც ცხადია. ასევე არ ღირს გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს პერიოდში (ცოტა ხნით გადადეთ) რადგან – ისინი არასწორი იქნება.
დეტალური აღწერა:
შეყვარებულების არკანი არის სიუჟეტური არკანი და აქვს ორი მდგომარეობა: მხატვარი და მოდელი. მთავარია, არ აგერიოთ და სწორად განსაზღვროთ თქვენი მდგომარეობა ამ არკანში.
მხატვარი დიდ სიამოვნებას იღებს შემოქმედებითი პროცესით, შესაძლოა ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება და ნარცისიც კი იყოს.
მოდელი კი განიცდის ექსტაზს და შეუძლია მხატვრის თაყვანისცემა.
გრძნობები და ურთიერთობები:
ურთიერთობები სტაბილური და საიმედოა, მაგრამ ისინი აგებულია მარტივი სცენარის მიხედვით: ერთი თაყვანს სცემს მეორეს. მაგრამ ორივე პარტნიორს ნამდვილად სჭირდება ერთმანეთი. პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ მხატვარი ხშირ შემთხვევაში ძალიან ეგოისტია და არ აფასებს მოდელს. თუმცა, თუ ის გაქრება მისი ცხოვრებიდან, მხატვარი დაკარგავს მთელ თავის წარმატებას. მაგრამ მოდელისთვის, მხატვრის წასვლა უფრო დიდი კატასტროფა იქნება, რადგან ის დაკარგავს ობიექტს, რომლითაც აღფრთოვანებული იყო და რისთვისაც ცხოვრობდა. მხატვარი ხშირად ზედმეტად აქცევს საკუთარ თავს ყურადღებას, მას სჯერა, რომ ის სამყაროს ცენტრია. მოდელი შეიძლება იყოს მიდრეკილი სადომაზოხიზმისკენ და მიიღოს ნამდვილი სიამოვნება ტანჯვისგან.
ფიზიკური მდგომარეობა:
სექსუალური ენერგია კრეატიულობით გროვდება. პარტნიორებს შორის ძლიერი და (ასევე) მისტიური მიზიდულობაც შეიძლება იყოს. ასევე ფიზიკურ ურთიერთობებს შეიძლება თან ახლდეს სიყვარულის განცდაც.
რეკომენდაცია:
მხატვარმა უნდა გააგრძელოს შექმნა. მოდელმა უნდა გააგრძელოს შთაგონება. გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ალიანსი მაინც ძალიან ძლიერი და მომგებიანია, ორივე მხარისთვის.
გაფრთხილება:
მხატვარმა ნაკლები უნდა იფიქროს მხოლოდ საკუთარ თავზე და არ დაივიწყოს პარტნიორის გრძნობები.
მოდელმა უნდა იფიქროს, სწორია თუ არა მისი მსხვერპლშეწირვა. ღირს თუ არა მხატვრის გულისთვის ცხოვრება, არის კი ის ამის ღირსი?
არკანის დადებითი მხარე:
ამ ურთიერთობაში დადებითი არის დონაციის უნარი, რაც ზოგადად არ არის დამახასიათებელი ადამიანების უმრავლესობისთვის. თუმცა, ყოველთვის უნდა იფიქრო: აუცილებელია თუ არა მსხვერპლი? უშედეგო ხომ არ იქნება?
P.S როგორც ხედავთ, შეყვარებულების არკანის დადებითი მხარე ძირითადად მოდელს ეხება და არა მხატვარს.
არკანის უარყოფითი მხარე:
ადამიანი სიტუაციას გარედან ვერ აფასებს, მან მსხვერპლის როლი აიღო საკუთარ თავზე და მზადაა ბოლომდე გაჰყვეს ამ გზას. მაგრამ ის ხშირად ვერ აცნობიერებს ყველაზე მნიშვნელოვანს: სჭირდება კი ეს მას?
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
შეყვარებულების არკანში დადებითი ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის მხატვარი და ვინ არის მოდელი. ზედმეტად გულუბრყვილობაა მხატვრის გონს მოსვლას ელოდო. ზოგადად, სიტუაცია შეიძლება დადებითი მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ უმოქმედობა და არაფრის გაკეთება ცუდი ვარიანტია. ზედმეტად ნარცისი მხატვარიც კი შეიძლება შეიცვალოს.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
მამაკაცი ხაფანგში იმყოფება, საიდანაც დახმარების გარეშე გამოსვლა შეუძლებელია. მომავალში მას იმედგაცრუება, უარყოფითი ემოციები და ტკივილი ელის.
მოამზადა: Onlinetarot.ge