ტარო და ნუმეროლოგია
მოგეხსენებათ, რომ ტარო არის მოგზაურობა და იმისათვის რომ ამ მოგზაურობას აუწყოთ ფეხი საჭიროა იცოდეთ და გრძნობდეთ არკანებს. გთავაზობთ ექვსიდან ერთ – ერთ მეთოდს, რათა გაიმარტივოთ ტაროს კარტის შესწავლის პროცესი.
ნუმეროლოგიური მეთოდი
ნუმეროლოგიაში ციფრებს აქვთ თავიანთი დანიშნულება და მნიშვნელობები, რომლებიც მიესადაგება ასევე არკანების მნიშვნელობას. როგორც იცით თითოეულ კარტს შეესაბამება ერთ-ერთი ციფრი.
მაშ ასე, გთავაზობთ ტაროლოგიაში ციფრების ზოგად მნიშვნელობას, რომელიც დაგეხმარებათ არკანების ხასიათის გაგებაში.
1. ერთი/ტუზი – წარმოადგენს დასაწყისს და ამიტომაც ის ასოცირდება შემოქმედებით ძალასთან, ინდივიდუალურობასთან, ინიციატივასთან და ერთიანობასთან. ამბობენ, რომ ადამიანები, რომელთათვისაც ეს არის დაბადების ციფრი, არიან დამოუკიდებლები და მიზანსწრაფულები.
ერთიანი თავის საწყისს იღებს სულში. ეს არის საწყისი ციფრი, რომლისგანაც გამომდინარეობს ყველა სხვა ციფრი. ერთიანი გამოხატავს ერთიან ღმერთსა და ჭეშმარიტ მეს.
საკვანო სიტყვები: იდეა. დასაწყისი. დამოუკიდებლობა. ინდივიდუალურობა. პიონერობა. შესაძლებლობები. თვითშემეცნება. ინიცირება. პოტენციალი. ლიდერობა. ნოვატორობა. შემოქმედებითობა. ინიციატივა. ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა. ამბიციურობა.
2. ორი – წარმოადგენს ორმაგობას, ყველა თავის ფორმაში – გაორება, არეკვლა, ორბუნებოვნობა, ანტაგონიზმი და ა.შ. ის ასოცირდება ურთიერთწინააღმდეგობებთან, როგორებიც არის–დღე და ღამე, დადებითი და უარყოფითი, ქალური და მამაკაცური, სიკეთე და ბოროტება… იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებაში ორმაგობა გარდაუვალია, ციფრი ორიანი წარმოადგენს არარეალიზებულ შემოქმედებით პოტენციალს. შემოქმედებითი ურთიერთქმედების ურთიერთ წინაღობებს. პერსონიფიცირებული წმინდა ტრადიციებით, უმაღლესი მამითა და უმაღლესი დედით, რომელიც თავიანთი ერთობით ყველაფერს აძლევენ დასაბამს.
საკვანძო სიტყვები: ორმაგობა (დუალიზმი). პარტნიორობა. მერყეობა. კომპრომისი. რიტმი. არეკვლა. დინების მიმართულებით ცურვა. მიმღებლობა. გაერთიანება. დუბლირება. მეხსიერება. შინაგანი სიბრძნე. ოპოზიციური მხარეები. ბალანსი. ემოციურობა. მგრძნობელობა. მეოცნებეობა. ადაპტაციის ნაკლებობა. მიმღებლობა. მიმტევებლობა.
3. სამი – ეს ციფრი ასოცირდება ზრდასთან, გაფართოვებასთან, ამბიციებთან და განვითარებასთან. თავიანთი ერთობით ქალი და კაცი წარმოქმნის ბავშვს. ასე რომ სიმბოლური გაგებით, ორიანი ბადებს სამიანს. ქრისტიანული წარმოდგენებით წმინდა სამება – მამა, ძე და სულიწმინდა წარმოადგენს ღმერთის სამ სახეს. სამიანი ასევე აირეკლავს სამ ბუნებოვნობას, რომელიც ახასიათებს ყველა ადამიანს: ფიზიკური სხეული, გონება და სული. კაბალაში სამიანი სიმბოლიზირებს უმაღლეს დედას, უმაღლეს წმინდა მამას და ყველივე არსებულის წყაროს. სამიანი ფართო გაგებით სიმბოლიზირებს რაღაც კონკრეტულ შედეგებს, ან რაღაც ახლის დაბადებას.
საკვანძო სიტყვები: სამეული. მანიფესტაცია. დაბადება. ხელოვნება და სილამაზე. თანამშრომლობა. გაფართოვება. კრეატიულობა. შემოქმედებითობა. გამრავლება. გონიერება. ჯგუფები. ზრდა. სრულყოფილება. ოპტიმიზმი. დინამიურობა. ჰარმონია.
4. ოთხი – მისი სიმბოლო გახლავთ კვადრატი ან კუბი. თვითონ ეს ციფრი კი სიმბოლიზირებს წესრიგს, ლოგიკას და კლასიფიკაციას. გარდა ამისა, ოთხიანი მატერიალური სამყაროს და ფიზიკური რეალობის სიმბოლოა. მაშინ, როცა წმინდა სამება ბადებს სამყაროს, სამი გარდაიქმნება ოთხად. ამ მიზეზით ოთხიანი ასევე ასოცირდება დიდ შრომასა და პრაქტიკულობასთან. ეს ციფრი ნიშნავს ფუნდამენტს ახალი პროექტის განვითარებისთვის. კაბალისტების აზრით, ოთხიანი არის მახსოვრობის ციფრი.
საკვანძო სიტყვები: მატერიალიზმი. ტრანსფორმაცია. სტრუქტურა. მატერიალური სამყარო. კანონი და წესრიგი. დისციპლინა. ლოგიკა. ავტორიტეტი. წყალობა. მანიფესტაცია. ანალიტიკური გონება. გამძლეობა. მიზანსწრაფულობა. ლოგიკური აზროვნება. სიმტკიცე. სიკვდილი. სიხისტე. (4 – სეზონი/სტიქია/მხარე…)
5. ხუთი – მას გააჩნია ბევრი მნიშვნელობა: ის საკუთარ თავში აერთიანებს წარმოდგენას რამდენიმე ძალის ერთდროულ ქმედებაზე, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. სწორედ რომ ამ მიზეზით ის დაკავშირებულია ცვლილებებთან, განუსაზღვრელობასთან, აქტიურობასა და თავისუფლებასთან. გარდა იმისა, რომ ეს არის მრავალმხრივობის ციფრი, ხუთიანი ასევე ასოცირდება ადიანურ მისწრაფებებთან. რამდენადაც ხუთქიმიანი ვარსკვლავი – პენტაგრამა, სიმბოლოა ადიანის თავის, ხელების და ფეხების. როდესაც პენტაგრამა მიმართულია ზემოთ ის სიმბოლიზირებს პოზიტიურ სულიერ მისწრაფებებს (თეთრი მაგია), ხოლო როდესაც ის მიმართულია დაბლა – მატერიალიზმსა და ბოროტებას (შავი მაგია).
საკვანძო სიტყვები: მედიტაცია. შუა გზაზე/გზაჯვარედინზე ყოფნა.. ორ სამყაროს შორის ყოფნა. მრავალფეროვნება. შეცვლა. ცვლილება. პედანტობა. კონფლიქტი. მოხერხებულობა. რისკი. იმპულსურობა. კომუნიკაცია. გამოწვევა. თავგადასავლები. თავისუფალი აზროვნება.
6. ექვსი – სიმბოლიზირებს სიმეტრიას, ჰარმონიას, წონაწორობას, სილამაზეს, თავდადებულობას და სიყვარულს. გარდა ამისა, ეს ციფრი ასოცირდება ქორწინებასთან და დედობასთან. ხანდახან ექვსიანს გამოსახავენ ექვსმხრივ კუბად, რომელიც გახლავთ მდგრადობის სიმბოლო. იუდეური სულიერი ტრადიციების მიხედვით სოლომონის ბეჭედი (დავითის ვარსკვლავი) – ექვსქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც იგება ორი, ურთიერთ გადამკვეთი სამკუთხედით. რომელთაგანაც ერთ-ერთი წარმოადგენს სულს, ხოლო მეორე მატერიალურ ფორმას ან დედამიწას. ეს ბეჭედი სიმბოლიზირდება როგორც სამოთხის იდეალი დედამიწაზე.
საკვანძო სიტყვები: სიყვარული. წონასწორობა. ჰარმონია. თანაგრძნობა. სილამაზე. ნაყიფიერება. მკურნალობა. გამჭრიახობა. არჩევანი. კომუნიკაცია. თანამშრომლობა. სტაბილურობა. თავდადება. ურთიერთდახმარება. უსაფრთხოება. მზრუნველობა. პასუხისმგებლობა.
7. შვიდი – ეს ციფრი სრულყოფილების სიმშვიდის, დასრულებულობის, უსაფრთხოების, გამარჯვებისა და დასვენების სიმბოლოა (რადგანაც ღმერთმა დაისვენა თავისი შემოქმედების მეშვიდე დღეს). გარდა ამისა, ეს ციფრი სიმბოლიზირებს სიბრძნეს და სულიერ სრულყოფილებას. მუსიკალურ გამაში არის შვიდი ნოტი, ცისარტყელაში შვიდი ფერი და ტრადიციულ ასტროლოგიაში 7 პლანეტა. როდესაც ჩვენ მეშვიდე ცაზე ვართ (რატომღაც ქართველებში მეცხრე ცაა დამკვიდრებული), ჩვენ განვიცდით უდიდეს სიხარულს/ნეტარებას.
საკვანძო სიტყვები: არეკვლა/ასახვა. შეფასება. ცოდნა. ნება. მარტოობა. მართვა. ფილოსოფია. კითხვები და პასუხები. მისტიკა. დასვენება. საიდუმლო. სიმშვიდე. დარწმუნებულობა. დაცულობა/უსაფრთხოება. ოსტატობა. დამოუკიდებლობა. შეომისმოყვარეობა. გამარჯვება. შესრულება. დასრულება. გამარჯვება. სიკეთის კეთება. დისციპლინა. (7 – ჩაკრა/დღე/მომაკვდინებელი ცოდვა..)
8. რვა – ეს ციფრი ნიშნავს, ხასიათის ძალასა და ინდივიდუალურობას ზრახვებში. ის ხაზს უსვამს საღ და გონიერ მსჯელობას. ასევე მენეჯერულ უნარებს, რომელიც ასოცირდება პირად პროფესიონალიზმთან. რვიანი დაკავშირებულია სამართლიანობასთან, გაწონასწორებულობასთან, ჯანმრთელობასთან, პროგრესთან და დამოუკიდებელ აზროვნებასთან. კაბალისტიკურ სიცოცხლის ხეზე მერვე სფერო, ნაბიჯი ითვლება რაციონალური ინტელექტის ცენტრად.
საკვანძო სიტყვები: გამეორება. ძალა. ოსტატობა. მოქმედება. მიღწევა. უსასრულობა. ინდივიდუალურობა. მართვა. რაციონალიზმი. კარმა. ბრწყინვალება. გაფართოება. ციკლები/ეტაპები. სამართლიანობა. გზა. რეზონანსი. სტაბილურობა. პროგრესი. დაცვა. სიმტკიცე. სამართლიანობა. პასუხისმგებლობა. წესრიგი.
9. ცხრა – ეს გახლავთ ყველა წინა ციფრის კულმინაცია. რიცხობრივ ურთიერთობაში ათიანი, რომელიც არის ცხრიანის მომდევნო რიცხვი, შედგება 1+0 ამიტომაც ცხრიანი თავის თავი წარმოადგენს დასასრულს. გარკვეულ მიღწევას და გეგმების რეალიზაციას.
საკვანძო სიტყვები: შესრულება. საფუძველი. ტოლერანტობა. ჰუმანურობა. თანაგრძნობა. მოთმინება. მიზნის მიღწევა/შესრულება. სრულყოფილება. მიდრეკილებები. წინასწარმეტყველება. ცოდნა. თვითკმარობა. ნაყოფიერება. გამჭრიახობა. ინტელექტი. გამოხატული ინდივიდუალურობა. ძალაუფლება. ზრდა. გაფართოვება. ნათელი იდეები. თანდაყოლილი შესაძლებლობები. გლობალური აზროვნება.
10. ათი – ეს რიცხვი მიუთითებს ციკლის დასრულებასა და საწყისთან დაბრუნებაზე. ამიტომაც მას ეძახიან რიცხვს, რომელიც სიმბოლიზირებს დასრულებულ სრულყოფილებას. კაბალისტურ სიცოცხლის ხეზე, მეათე და ბოლო, ღმერთის უკანასკნელი ემანაცია–ეს ფიზიკური (მატერიალური სამყაროა), სულების სამყარო. რიცხობრივი ურთიერთობისას ათიანი (1+0) სწორედაც რომ საწყისთან, ერთიანობასთან დაბრუნებაა.
საკვანძო სიტყვები: დემონსტრაცია. ტრანსფორმაცია. დამთავრება. დასრულება. განახლება. დასაწყისი. ეტაპების/ციკლის დასასრული. წრებრუნვა. შეხსენება, რომ ყველაფერი შესაძლებელია.