ისწავლე ტარო, სიახლეები

6 მეთოდი რომელიც დაგეხმარებათ ტაროს კარტის წაკითხვაში

ტაროს კარტი
ტაროს კარტი

ტაროს კარტთან ურთიერთობა მოიცავს განსაზღვრულ წესებსა და მეთოდებს, რომელთა გათვალისწინებაც გაგიმარტივებთ ინფორმაციის მიღებას. ამ სტატიაში შეიტყობთ იმ ძირითადი მეთოდების შესახებ, რომელთა ცოდნა და გამოყენებაც დაგეხმარებათ – თუ ახლა იწყებთ ტაროლოგიის შესწავლას.

1. დაამყარე ინტუიციური კავშირი არკანებთან

იმისათვის, რომ შეძლოთ ტაროს კარტის ველიდან ინფორმაციის გამოტანა, უპირველესყოვლისა საჭიროა მასთან ინტუიციური კავშირის დამყარება. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი ტაროს არკანებით მედიტაცია გახლავთ.

2. დასაწყისისთვის, გაშლისას მხოლოდ მაღალი არკანები გამოიყენეთ.

სრული 78 არკანით გაშლები კი მაშინ დაიწყეთ, როდესაც გარკვეულ პროგრესს მიაღწევთ და საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული გახდებით. მაღალი არკანები გახლავთ, პირდაპირი, ძირითადი ენერგიების მანიშნებელი, დაბალი არკანები კი მიუთიტებს იმაზე, თუ რა სახით და რა გარემოში წარიმართება პროცესები. მარტივად რომ ვთქვათ, მაღალი არკანები მიუთითებს მთავარ სცენარზე, დაბალი არკანები კი იმას თუ როგორ დეკორაციებში წარიმართება მთავარი სცენარი. მაღალი არკანები გაშლისას დაგეხმარებათ მიიღოთ მნიშვნელოვანი და არსებითი ინფორმაციები.

3. გაუკეთეთ იგნორი ამობრუნებული კარტების მნიშვნელობას.

იქედან გამომდინარე, რომ თქვენ ახლა სწავლის პროცესში ხართ, კარგი იქნება თუ კარტებს სწორად დაალაგებთ და არ განიხილავთ ამობრუნებული კარტების მნიშვნელობას, ფოკუსირდით უშუალოდ არკანებზე. ზოგიერთი ტაროლოგი საერთოდ არ აღიარებს ამოტრიალებული კარტების მნიშვნელობას – ზოგიერთი კი პირიქით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება – განიხილოთ თუ არა ამობრუნებული კარტების მნიშვნელობა.

4. არკანების მასტების ინტერპტეტირება მათი სტიქიების მეშვეობით.

ეს მეთოდი ძირითადად დაბალი არკანების ინტერპრეტირებეისას გამოგადგებათ, იმისათვის რომ გაიმარტივოთ სწავლის პროცესი უპირველესყოვლისა შეისწავლეთ თითოეული მასტი, მასთან დაკავშირებული სტიქიის მიხედვით.

მაგალითად:

  • პენტაკლები უკავშირდება მიწის სტიქიას და აღნიშნავს სახლს, ფინანსებს, სტრუქტურებსა და დაგეგმვას;
  • კვერთხები გახლავთ ცეცხლის სტიქია და მიუთითებს რაღაცის შექმნასა და ქმედებაზე.
  • თასები დაკავშირებულია წყლის სტიქიასთან, შესაბამისად უკავშირდება ემოციებს, ურთიერთობებსა და მზრუნველობას;
  • რაც შეეხება ხმლებს ის ჰაერის სტიქიასთანაა დაკავშირებული და მიგვითითებს გადაწყვეტილებების მიღებაზე, რეზოლუციებსა და მენტალურ სიცხადეზე.

5. არკანები წაიკითხეთ მათი ციფრობრივი შესატყვისის მეშვეობით.

ნუმეროლოგიაში ციფრებს აქვთ თავიანთი დანიშნულება და მნიშვნელობები, რომლებიც მიესადაგება ასევე არკანების მნიშვნელობას. როგორც იცით, თითოეულ კარტს შეესაბამება ერთ-ერთი ციფრი. ციფრებით ინტერპრეტაციისას შესაძლოა მნიშვნელობებში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს კარტის მასტმა. მაგალითად:ხმლების სამიანი, გახლავთ ბასრი მასტის წარმომადგენელი შესაბამისად კარტი მიუთითებს სევდაზე ან ღალატზე, მაშინ როდესაც თასების სამიანი, ნიშნავს დღესასწაულს. ეცადეთ კომბინაციაში განიხილოთ არკანის მასტი და ციფრი, ამის შემდეგ კი გააკეთოთ კარტის თქვენებური ინტერპრეტაცია.

6. წაიკითხეთ კარტები მათი ფერების მიხედვით.

ალბათ შეგმინჩნევიათ, რომ არკანები გადაწყვეტილია ერთ ან რამოდენიმე ფერში. კარგი იქნება თუ კარტებს მათი ფერების მიხედვით წაიკითხავთ. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ფერების ძირითად მნიშვნელობებს.
• წითელი: ენერგია, ვნება, მატერიალური სამყარო.
• ყვითელი: თვითგამოხატვა, ილუმინაცია, შეგრძნება.
• ლურჯი: სიმართლე და სიცხადე.
• მწვანე: ბუნება და ზრდა.
• ნაცრისფერი: ნეიტრალური. უცნობი შედეგები.
• იასამნისფერი: ინტუიცია და სულიერება.
• შავი: დაცვა, შევიწროვება.
• თეთრი: სისუფთავე და უმანკოება.
• სტაფილოსფერი: კრეატიულობა და იმპულსი.

მოამზადა: Onlinetarot.ge