ტაროს კარტის სტრუქტურა
კლასიკური ტაროს დასტა მოიცავს 78 კარტს, რომლებსაც არკანებს ვუწოდებთ. სიტყვა არკანი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ‘arcanum” და ითარგმნება როგორც “საიდუმლო”. თითოეულ არკანზე წარმოდგენილია უნიკალური ილუსტრაცია, რომელშიც ჩაქსოვილია უამრავი სიმბოლო და საკვანძო მომენტი. სწორედ ისინი გახლავთ არკანებში ჩადებული საიდუმლოს გასაღები.
დასტაში არკანები იყოფა ჯგუფებად და ქვე-ჯგუფებად:
მაღალი (უფროსი ან მაჟორული) არკანები და დაბალი (მცირე ან მინორული) არკანები.
დაბალი არკანების ჯგუფში წარმოდგენილია – 56 არკანი და ისინი იყოფიან ოთხ მასტად, კვერთხები, მონეტები, თასები და ხმლები. თითოეული მასტი წარმოდგენილია 14 არკანით. თითოეულ მასტში შემავალი არკანები, თავისმხრივ იყოფა ორ ქვეჯგუფად: რიცხვითი არკანები (ტუზიდან ათამდე) და სამეფო კარის არკანები (პაჟები, რაინდები, დედოფლები და მეფეები)
დასტაში არის 22 მაღალი არკანი, მათ აქვთ უწყვეტი (ჩვეულებრივ რომაული) ნუმერაცია 0-დან XXI-ის ჩათვლით. თითოეულ მაღალ არკანს აქვს საკუთარი სახელი და უნიკალური გამოსახულება. ეს გახლავთ დასტის ცენტრალური ნაწილი, რომელიც განასხვავებს ტაროს ჩვეულებრივი სათამაშო კარტისაგან.
მაღალი არკანები
მაღალი არკანების გამოსახულებები არქეტიპული ხასიათისაა და ისინი დიდი სიღრმის მატარებლები არიან. არქეტიპები (arhe – “დასაწყისი”, typos – “ბეჭდი”, “ანაბეჭდი”), როგორც კარლ გუსტავ იუნგი ხსნიდა, არქეტიპები არის სტრუქტურული ელემენტები, კოლექტიური არაცნობიერის “აგური”, ანუ ფსიქიკის ის დონე, რომელიც ყველა ადამიანისთვის იგივეა. არქეტიპები „შეიძლება შევადაროთ ადამიანის უნივერსალურ „ფსიქიკურ კოორდინატებს“, ტიპურ ფორმებს ან „არქაულ ნარჩენებს“. ისინი წარმოადგენენ ზოგადსაკაცობრიო კულტურულ უნივერსალებს, რომლებიც იზრდება კოლექტიური არაცნობიერის სიღრმიდან და მუდმივად მრავლდება კულტურასა და ადამიანურ გამოცდილებაში. არქეტიპები თავისთავად, სუფთა სახით, წარმოუდგენელია, მაგრამ ისინი თავს იჩენენ სურათების, სიმბოლოებისა და იდეების მეშვეობით. არქეტიპული გონებრივი დონე ძალიან ნათლად ვლინდება მითებში, ლეგენდებში, ზღაპრებში, რელიგიებში (ღმერთებისა და ქალღმერთების გამოსახულებებით, მითოლოგიური და ზღაპრული პერსონაჟებით, არსებებით, ტიპიური სიუჟეტებითა და მოტივებით და ა.შ.). ცალკეულ ადამიანში არქეტიპები ვლინდება სიზმრებსა და ხილვებში, ზოგჯერ კი გარკვეული სახის განცდებით. მაღალი არკანების გამოსახულებები ნუმინანტურია: მათი ჭვრეტა იწვევს რაღაც იდუმალ, ამოუცნობ, ღრმად შთამბეჭდავ ან თუნდაც რაღაც წმინდასთან შეხვედრის განცდას. მაღალი არკანები განიხილებოდა სხვადასხვა ასპექტში – პროგნოზირებისას, ფსიქოლოგიური, ღრმა არქეტიპული, ოკულტური, მაგიური, ენერგიული, მეტაფიზიკური და ა.შ. ისინი მრავალი ოკულტისტის, მისტიკოსისა და ფილოსოფოსის კვლევის საგანი იყო: მათზე დაყრდნობით შექმნეს თავიანთი ფილოსოფიური და ეზოთერული ცნებები ელიფას ლევიმ, გ. ო. მებესმა, ვ. ა. შმაკოვმა და სხვა.აშკარაა, რომ წარსულისა და აწმყოს ოკულტისტების ძლიერი ინტერესი ტაროს მიმართ, უფრო სწორად, უშუალოდ მაღალი არკანას მიმართ, სწორედ ამ გამოსახულების არქეტიპულობითა და ნუმინოსურობით არის განპირობებული. ამიტომაც მაღალი არკანენო შეიძლება გახდეს მათთვის ერთგვარი ამოსავალი წერტილი შემეცნების პროცესში, ან, როგორც პ.დ. უსპენსკი ამბობდა, „ფილოსოფიური მანქანა“.
მაღალი არკანები, მათი სიღრმისა და არქეტიპული ბუნების გამო, ძალიან ორაზროვანი და მდიდარია მნიშვნელობით. მათი ინტერპრეტირების სიღრმე დამოკიდებულია, ერთის მხრივ, თავად ტაროლოგის მიერ არკანის გაგების დონეზე. მეორეს მხრივ, ტაროსთვის დასმულ კითხვაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განლაგებაში მაღალი არკანები არიან:
- მამოძრავებელი ძალები იმ სიტუაციაში, რის შესახებაც ხდება გაშლა;
- ის ძალები, რომლებიც გარდაქმნიან, ცვლიან კითხვას;
- ღრმა ფსიქოლოგიური და სულიერი პროცესები, რომლებიც ხდება ამ ძალების გამო;
- ღირებული, მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც ძირეულ გავლენას ახდენენ სიტუაციასა და კითხვაზე.
დაბალი არკანები
ტაროს დასტის დაბალია რკანების ნაწილი შედგება ოთხი მასტისგან, ჯამში 56 არკანი, სხვადასხვა დასტაში მასტის დასახელებები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ კლასიკურად ითვლება უეითის ტაროში წარმოდგენილი დასახელებები : კვერთხები, თასები, ხმლები და პენტაკლები (მონეტები). დაბალი არკანები უფრო სტრუქტურირებულია, ვიდრე მაღალი არკანები.
თითოეული მასტი შედგება ათი რიცხვით არკანისგან (ტუზი, ორი, სამი, ოთხი … ათი) და 4 სამეფო კარის არკანისგან პაჟი, რაინდი, დედოფალი და მეფე). თუ შევადარებთ დაბალ არკანებს და ბანქოს ჩვეულებრივ სათამაშო დასტას, გამოდის, რომ ჩვეულებრივი მეფის, დედოფლისა და ვალეტის (პაჟის) გარდა, ტაროში არის რაინდიც.
იმისდა მიუხედავად, რომ დაბალი არკანების მრავალი მნიშვნელობა პირობითად ტრადიციულია ისინი მაინც უფრო ლოგიკურად წარმოიქმნება, ვიდრე მაღალი არკანების მნიშვნელობები. დაბალი არკანების თითოეულ მასტს აქვს 10 ნომინალი (რიცხვებისთვის), 4 წოდება (სამეფო კარის კარტებისთვი). თითოეულ ნომინალს, წოდებას და მასტს აქვს თავისი მნიშვნელობა. გამოდის, რომ კონკრეტული დაბალი არკანის მნიშვნელობა შეიძლება მივიღოთ ფორმულების გამოყენებით:
- რიცხვითი არკანის მნიშვნელობა = რიცხვის მნიშვნელობას + მასტის მნიშვნელობა
- სამეფო კარის არკანის მნიშვნელობა = რანგის მნიშვნელობას + მასტის მნიშვნელობა
Მაგალითად: თასების ორიანის მნიშვნელობა = რიცხვი 2-ის მნიშვნელობა (წყვილი, ურთიერთგაგება, ორი ელემენტი, ორი ადამიანი და ა.შ) + თასების მასტის მნიშვნელობა (სიყვარული, შეყვარება, ურთიერთობები, ჰარმონიული კავშირი და ა.შ.)
ახლა კი განვიხილოთ, ცალკე რიცხვითი და ცალკე სამეფო კარის არკანები.
რიცხვითი არკანები
თითოეული რიცხვითი არკანი უეითის დასტაშო (და დასტებში, რომლებიც დაფუძვნებულია მასზე) აქვს თავისი უნიკალური ილუსტრაცია. – გარკვეული სიუჟეტი, რომელიც აუცილებლად შეიცავს რიცხვის შესაბამისი რაოდენობის, შესაბამისი მასტის სიმბოლოს ნომინალურ ღირებულებამდე. ამგვარად, კვერთხების ტუზზე ჩვენ ვხედავთ ღრუბლიდან გამოსულ ბურუსში გახვეულ ხელს, რომელსაც ხელში უჭირავს ერთი კვერთხი. ხოლო კვერთხების ათიანზე გამოსახულია კაცი, რომელიც დახრილია, რადგანაც ზურგზე აწევს 10 ცალი კვერთხი.
რიცხვით არკანებზე გამოსახული სიუჟეტები არტურ ედუარდ უეითის დასტაში მათი მნიშვნელობების მიხედვით უფრო კონკრეტულია და არც ისე ღრმა როგორც მაღალი არკანების გამოსახულებები. რიცხვითი არკანის სურათებიც არქეტიპულია, თუმცა ისინი ემსახურება გამოხატვის შეკუმშულ საშუალებას ზოგადად სხვადასხვა სიტუაციებში. რიცხვითი არკანები ასახავს ტიპიურ (ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებულ) მოვლენებს, სიტუაციების, გამოცდილებებს, სხვადასხვა თვისებებსა და ქცევის ნიმუშებს. ამიტომ, პროგნოზირების პრაქტიკაში ისინი ხშირად საუბრობენ ჩვენს ამქვეყნიური გამოცდილების შესახებ.
სამეფო კარის არკანები
თუ რიცხვითი არკანები არის სიუჟეტური ბუნების, მაშინ სამეფო აკრის არკანები შეიძლება შევადაროთ პორტრეტებს – ჩვენი ყურადღების ცენტრში სხვადასხვა პერსონაჟები ექცევიან. მათ ხელში უჭირავთ შესაბამისი მასტის სიმბოლო. ასაკი, პოზა, სახის გამომეტყველება, ტანსაცმელი, სამკაულები, ტახტები, ცხოველები, ისევე როგორც პეიზაჟები, რომლებზეც ისინი გამოსახულია – ეს ყველაფერი არის დეტალები, რომლებიც გადმოსცემს მათ პერსონაჟებს, მოტივებსა და მათთვის ჩვეულ ქცევის ნიმუშებს.
თუმცა სამეფო კარის არკანების გამოსახულებები უმეტესწილად პირობითია. არტურ ედვარ უეითი აღნიშნავს: ”მათი მთავარი განსხვავება მაღალია რკანებისგან, მდგომარეობს მათ პირობით ხასიათში. ვთხოვ მკითხველს შეადაროს ისინი ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა სულელი, ქურუმი ქალი, იეროფანტი… იმისათვის, რომ ჩაწვდნენ თუ რას ვგულისხმობ“ ანუ სამეფო კარის არკანების გამოსახულებები ხელოვნურად არის შექმნილი, თითქოს სხვადასხვა დეტალებისგან ჩამოსხმული, რომლებიც შერწყმისას ქმნიან 16 აბსტრაქტულ ტიპს, ადამიანთა ტიპებს. როგორც ფსიქოლოგიაში შეიქმნა პერსონაჟების სხვადასხვა კლასიფიკაცია, ასევე ტარო თავის ტიპოლოგიას გვთავაზობს.
სამეფო კარის არკანების გამოსახულებები, ისევე როგორც რიცხვითი არკანების გამოსახულებები, არ არის არქეტიპული. ისინი გამოხატავენ ხასიათისა და ქცევის სხვადასხვა თვისებების ერთობლიობას. თუმცა, სამეფო კარის არკანების თავისებურებებიდან და თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და გავავლოთ პარალელები მათსა და არქეტიპებს შორის. იმისათვის რომ კარგად შეისწავლოთ სამეფო კარის არკანები რეკომენდირებულია ეს საქმე მათი მითოლოგიური შესაბამისობების მოძიებით დაიწყოთ. სწორედ ამ ყოველივესი მდგომარეობს სამეფო კარის არკანების განსხვავება მაღალ არკანებსა და რიცხვით არკანებთან მიმართებაში.
პროგნოზირების პრაქტიკაში სამეფო კარის არკანები ჩვეულებრივ ნიშნავს:
- ადამიანები, გაანალიზებული სიტუაციის მონაწილეები;
- მათ ასევე შეუძლიათ ისაუბრონ კონკრეტულ როლებზე, ქცევებსა და პასუხებზე;
- იშვიათად, სამეფო კარის არკანები მიუთითებს მოვლენებსა და სიტუაციებზე
მოამზადა: ONLINETAROT.GE